თუ რამეში გამოგადგებათ გაგიზიარებთ მეც ჩემ მომზადებულ ნივთებს წაკითხული უკანასკნელი კვლევების, ჩემი ნააზრევის და პედიატრის რჩევების მიხედვით

სად, როგორ, რამდენად ვიყიდე თუ დაგაინტერესებთ, ყველაფერს გაგიზიარებთ. თუ რამე აუცილებელი აკლია, გთხოვთ მოიწეროთ
მზე 
ტანსაცმელი ძალიან ზომიერი და მხოლოდ აუცილებელი რაოდენობით
თეთრეულის კომპლექტი, რომლიდანაც ჯერ მხოლოდ ზეწრის გამოყენებას ვაპირებ
ღამის ტომარა დასაძინებლად
საშუალო სისქის პლედი მისაფარებლად
ბუთქუნა პლედი საწოლზე გადასაფარებლის ფუნქციის შესასრულებლად, როცა ბავშვი შიგნით არ იწვება მტვერი რომ არ დაედოს
ხის საწოლი
ორთოპედიული მატრასი ქოქოსის შიგთავსით თუ რაღაც ეგეთი როა

საწოლზე დასამაგრებელი გამოსაცვლელი. ისედაც იდება ნებისმიერ ადგილას
კალიასკა + მანქანის სკამი (travel system)
აბაზანის 1 დიდი და რამდენიმე პატარა პირსახოცი
წყლის და ასევე ელექტრო საზომი თერმომეტრი
სოსკები თავისი საკიდით და ჩასადებით, თუმცა ვეცდები სოსკა საერთოდ არ ან მინიმალურად გამოვაყენებინო
ანტი-კოლიკ ბოთლები + გასარეცხი ჩოთქი
1 შეკვრა პამპერსი
პამპერსის სველი ხელსახოცი
მატრასზე დასაფენი პამპერსის მასალასავით ზეწარი. პამპერსიდან რომ გაეპაროს, მატრასი რომ არ დაისვაროს. გამოსაცვლელზეც ძაან გამომადგება მგონია
"სუდოკრემი", რომელიც უნდა გამოვიყენო იმ შემთხვევაში, თუ ტაკო გაუღიზიანდა. სხვა დროს არაფრის წასმას არ ვუპირებ
"ჭუპა-ჭუპა" ყოველდღიური ბანაობისთვის
"სებამედის" წყლის სითხე (საპონი), რომელიც უნდა გამოვიყენო მხოლოდ კვირაში ერთხელ
დამატენიანებელი "ტოპიკრემი", რომელიც უნდა გამოვიყენო მხოლოდ საპნით ბანაობის მერე ან ყინვაში გაყვანამდე 30 წუთით ადრე
ბამბები
მაკრატელი
მაჩალკები
ვანაჩკა + ჩასაწვენი + სადგამი + ვედრო
ცელოფნის მასალის წინსაფარი ჩემთვის, ბავშვის ბანაობის დროს რომ გავიკეთო და ნაკლებად დავსველდე
წყლის პატარა უტუჩო კრუშკა (ტოლჩა ქვია ხომ მგონი?). უტუჩო სპეციალურად, რომ წვეტი თავში არ მოხვდეს
პილიონკები, სადორბლეები და წინსაფრები
ფროშის ბავშვის ტანსაცმლის სარეცხის სითხე
ფროშის ბავშვის ჭურჭლის სარეცხის სითხე
სავარცხელი
პიპეტკა
მგონი არაფერი გამომრჩა
wuna რადგან მოკლებაზეც იკითხე, მივცემ თავს უფლებას კომენტარები მივაწერო რაღაცეებს

14) ყურის ჩხირები - პედიატრმა კატეგორიულად ამიკრძალა რაღაც ასაკამდე. თუ არ ვცდები 6 თვემდე. უნდა დავაზუსტო
16) პუდრა - პედიატრმა მითხრა, რომ თუ არაფერი აწუხებს, არც არაფრის წასმა უნდა და თუ გამოეყელა, მაშინ "სუდოკრემი" წაუსვიო. მე მინიმალური კრემების და ჩარევების მომხრე ვარ, ამიტომ ვეთანხმები
17) ტაკუნებისთვის კრემი მარა ალბათ უფრო პუდრას დავჯერდებით ან თურამე უზნაძის მალამოს არაფერი ჯობია - კომენტარი ზემოთ
20) ოყნა - პედიატრმა კატეგორიულად ამიკრძალა ბავშვის ტაკოში რამის ტიკინი

ყურის ბამბისაც კი. მით უმეტეს თვითნებურად. მე ვაპირებ, თუ პრობლემა ექნება, მივიყვანო ექიმთან და თუ დაუნიშნა რამე, მხოლოდ ამის მერე შევიძინო ტაკოში სატიკინო მოწყობილებები

)))
21) გაზების გამყვანი ( აქ რამე მირჩიეთ) - მგონი ვერც ვერაფერი შველის

კამის წყალიც კი აღარ არის რეკომენდირებული; თუ სწორად მახსოვს მგონი გამოიკვლიეს, რომ არც არაფერს შველოდა. მით უმეტეს თუ მხოლოდ ბუნებრივ კვებაზეა
22) მედიკამენტები პირველადი მოხმარების (ესენიც მირჩიეთ) - ექიმმა თუ არ დაუნიშნა, პირადად მე გადავწყვიტე, რომ ვერაფერს მივცემ, ამიტომ შესაბამისად არც არაფერს ვყიდულობ წინასწარ
31) ლეიბი მატყლის - არასოდეს მიფიქრია ამაზე, მაგრამ საინტერესოა როგორია ამაზე პედიატრის თანამედროვე მიდგომა
This post has been edited by Female User on 20 Dec 2017, 23:19