გამარჯობათ გოგოებო..მეც მინდა თქვენთან ვიყო აქ...დიდი ხანია ვკითხულობ თქვენ ამბებს და თქვენთან ერთად განვიცდი და მიხარია ყველაფერი

...
რაც შემეხება მე...ჩემი ცხრაწლიანი ქორწინება ბევრ კარგ და საინტერესო რამესთან ერთად მოიცავს ექვს ერთმანეთისგან განსხვავებულ,მაგრამ ერთნაირად ცნობილ ექიმთან უაზროდ გაფლანგულ დროს.ფერტილოსკოპიას.ლაპარასკოპიას.4 უშედეგო ინსემინაციას

....დასკვნა ყველგან ერთია:"არაფერი არ გჭირს და რა ხდება ნეტავ"....
და ყველაზე მთავარი...ინ ვიტრო განაყოფიერება...რის გამოც ეხლა ლოგინში ვწევარ და გაურკვევლობისგან ვიტანჯები...15 მარტს გამიკეთეს ტრანსფერი...გუშინ დამიბარეს სისხლის ანალიზზე...ხგ იკო საკმაოდ დაბალი მაგრამ არა იმდენადო რომ უარყოფითად ჩავთვალოთო..აუცილებელია პარასკევს გადამოწმდეს ზრდაში მიდის თუ არაო...მსგავსი შემთხვევები ხშირად გვქონია და კარგად დამთავრებულაო...იწექი და წამლები არ შეწყვიტოო..

...დეპრესიული ადამიანი არ ვარ,პირიქით , ცხრა წლის მანძილზე არასდროს ვყოფილვარ უიმედოდ და ყველა დაბრკოლებას მხნედ ვხვდები, მაგრამ ეხლა ეს მოლოდინი მაგიჟებს...შეიძლება ორ დღეში რამე შეიცვალოს?...გსმენიათ რამე ასეთი?

...ორსულობის ტესტი მკრთალად მაგრამ დადებითია...ყველაფერი იმაზე მიუთითებსო რომ სუსტი მიმაგრებაა და მთავარია სწორად პროგრესირდესო...აღარაფერი მესმის....

..