გამარჯობა, პირველსად ვწერ ფორუმზე

ყველას გისურვებთ ბედნიერ დედობას
გარკვეული პრობლემები მაწუხებს და იქნებ ვინმემ მირჩიოთ რამე
ვარ 7 კვირის ორსული, 3 დღეა დამეწყო ყავისფერი გამონადენი (ხანდახან სისხლიც), მივედი ექოზე და ნაყოფი ცოცხალია, უბრალოდ სუსტი გულისცემა აქვს 97-104 მდე და ზომაშიც უფრო პატარაა ვიდრე ამ ასაკს შეესაბამება. ტონუსზე არაფერი უთქვამთ. 1 კვირაში უნდა გადავამოწმო ნაყოფის მდგომარეობა
ამჟამად წოლითი რეჟიმი დამენიშნა და უამრავი წამალი, რაც ცოტა არ მომწონს, ამიტომ მაინტერესებს ვინმე თუ ყოფილხართ მსგავს მდგომარეობაში და ეს წამლები თუ დაგენიშნათ:
1. ნოშპა (დილა-საღამოს)
2. პაპავერინის სანთელი (დილას და ღამე)
3. ფოლის მჟავა (დღეში ერთხელ, ნუ ეს მანამდეც მქონდა)
4. მაგნე ბ6 (დღეში 3ჯერ, მანამდე 2ჯერ ვსვამდი)
5. უტროჟესტანი (2-ჯერ, დილით ვყლაპავ და ძილის წინ ვაგინალურად)
6. აქტოვეგინი (მანამდე აბებს ვსვამდი ეხლა დღეში ერთხელ ნემსიო რაც მწარეა და თან ის არ მომწონს რომ ცხოველური წარმოშობისაა)
7. რეიტოილი (ესეც გარკვეულწიად ცხოველურია, თევზის ქონი. დღეში ერთხელ)
8. ასკორუტინი (2ჯერ დღეში 2-2 აბი)
9. დიცინონი (ეს მხოლოდ 2-3 დღე დალიეო რომ სისხლდენა შეჩერდეს)
10.კოკარნიტის ნემსი (დღეგამოშვებით 1 ნემსი, საშინლად მცარეა ესეც

)
ექიმების დამჯერი ვარ ხოლმე და ამიტო ყველაფერი დავიწყე მაგრამ მაინც მაეჭვებს ამდენი წამალი რამდენად მისაღებია .
წინასწარ გმადლობთ გამოხმაურებისთვის