ეს ლექსი თქვენ ორსულებო, ტკბილებო და გემრიელებო

ავტორი არ ვიცი, თორემ დიდ მადლობას გადავუხდიდი. ესე მგონია ქალის დაწერილია, კაცი ვერ იგრძნობდა ესე

"პირველი თვეა ძალზე ადვილი
მუცლის ტკივილი უცებ გაივლის
მეორე თვეში როცა გადახვალ
ფიქრებს ტყუილად აღარ გაფანტავ.
მესამე თვეში დიდია გრძნობა,
რომ უნდა იცხოვროთ ერთ სახლში ორმა.
მეოთხე თვეში მოგარტყამს ფეხსაც
შენ მის მომავალს ყოველ წამს გეგმავ,
მეხუთე თვეში უკვე გრძნობ სრულად
საოცრებაა ის ჩემში სუნთქავს ?!
მეექვსე თვეში ხვდები, რომ მალე
უნდა იფიქრო უფრო დიდ სახლზე.
მეშვიდე თვეში შიშსაც გრძნობ ცოტას
მგონი ტკივილი უთუოდ მომკლავს.
მერვე თვეში კი სრულიად მზად ხარ
აი მეცხრე თვეც: დედიკო აქ ვარ!"