აქ ბევრ რამეში ვერ ვერკვევი როგორ ვწერო და მაპატიეთ...
ისტორია დაიწყო 2004 წელს, გავთხოვდი. 2-3 თვეში ექიმთან წავედით ჩაჩავაში,ნაცნობი ექიმიაო,10 ლარიანი ანალიზით დაკმაყოფილდა და რაგაც გადასხმები გამიკეთა,1 კვირაში უარესად გავხდი , ქმარს მაგარი ექიმი შეხვდა მიშა და რომ ვუთხარი უფრო ცუდად ვიყავი გამიშვა ციტოში ჯუღელთან,ქლამიდია , წყლული, ჰიპოთირეოზი და ათასი რაღაც აღმომაჩნდა, კარგად ვიმკურნალე და გავსუფთავდით ორივე.
მოვიარე ექიმები:
გინეკოლოგი: ჟუღელი, ტყეშელაშვილი, გიშჩუკი,..
ენდოკრინოლიგი: გორდელაძე, ჯავაშვილი, ბებიაშვილი...
ექოსკოპისტს ვინ მოთვლის.
მოკლედ ძაან დავიღალე, 4 წელი გავიდა, მერე კასპში კარგი ექიმიაო სვეტა,თან ემბრიოტოქსში მუშაობს, ჰოდა 1 თვე იქ ვიარე , გავიკეთე მოლების გამტარობა რენდგენით ჟორდანიაში, სუსტად გამტარი დამიწერეს, კასპში ვიარე ყოველდღე აქედან, მივათხლიშე ბლომად ფული,დრო, და არაფერიი, სხივები გინდაო და გავიკეთე ,თან რომ ვკითხე რა არის ეს სხივებიო არც მპასუხობდა. მილებს ვერ ეშველა და წამოვედი...
2010 ში მილებზე თავიდან გავიკეთე მილებზე, ამჯერად ექოსკოპიით ჩარექიშვილთან, სურათი იგივე, მერე გლდანში ვიარე ტანიასთან, მილები არ მოეცონა მაგრამ სტიმულაცია დანიშნა ზედიზედ 3 თვე, ფოლიკული არ გასკდა, მერე პრეგნილი მივაშველეთ, მაგრამ შედეგი 0.
დავიღალე.......
2012 ში რაია არაბიანი მირჩიეს იმედში, მივედი ჩემი მაკულატურით, ქმარი 100%-აო, მილების სურათს რომ შეხედა ტუბერკულოზზე ანალიზი თუ გაგიკეთებიაო, არა-თქო, მეგონა ფილტვებზე, თურმე სად ვარ, ნაცხიდანო, გაიკეთე და მოდიო. 60 ლარი გადავიხადე ანალიზში და პასუხი დადებითი, 6 თვე ვიმკურნალე ტუბზე, მოვრჩი ამ შემოდგომით, ამასობაში მეღირსა დაზღვევა კურაციოში, და მოვხვდი ძლივს ნორმალურ ექიმებთან,
დიაგნიზი გავიგე 8 წლის მერე: პოლიკისტოზი, ტუბის გამო მილები სუსტად გამტარი, ფოლიკული არ სკდება, პროლაქტინი მაღალი. ჰოდა რა მიშველის? ზაფხულში იქნებ ლაპარასკოპია გავიკეთო დაზღვევით, ისე ფული აღარ მაქვს. ახლა ვსვავ ეუთიროქსს, ცეფანორმს. უი ხო ორსულობა 0.
ბოდიში თუ დაგღალეთ კითხვით. თუ რამე კითხვა გაქვთ აქ ვარ.