არ უშველის ეგ,ან მინიმუმ თავიდან მაგრამ გაუჭირდება სანამ მიეჩვევა.ასეთ დროს საჭიროა ჭამის განრიგის და ზოგადად დღის რეჟიმის გადაწყობა.მაგ ბიჭის შემთხვევაში ჯობია კალორიების უმეტესობის მოტოვება საღამოსთვის,რადგან მიუხედავად დღისით დანაყრებისა,საღამოსკენ მაინც შივდება.გამოცდილი მაქვს ეგ და ვუგებ.
მე საერთოდ ,,ღამურა'' ტიპი ვარ.რაც უნდა დაღლილი ვყოფილიყავი,მაინც ღამე მიყვარდა აქტიურობა და ჭამა-სმაც.მაგარამ უმეტესად გასვლა მიწევდა დღის პირველ ნახევარში.ამიტომ კვების ამბავში მიჭირდა საღამოსკენ უფრო,როცა მეცალა,ან ტელევიზორტან ან კომპთან ვიჯექი,მაშინ ვფიქრობდი რა მეჭამა/მესუსნავა.ამიტომ მერჩივნა დღისით (თან არც მშივდებოდა)ნაკლები კალორია მიმეღო,ვიდრე მაგალითად ვახშამზე.
საერთოდ ვფიქრობ გაღვიძებული მადის პრობლემა არის ძირითადად არასწორი კვების სტილში.
მთელი ცხოვრება უსაუზმოდ მაქვს გატარებული.დღის პირველი ნახევარი არ მშივდებოდა ასე 3-4 სთ-მდე,უბრალოდ არ მქონდა შიმშილის გრძნობა.სამაგიეროდ ვახშმები და ფილმთან ერთად ღამის ჭამები - მიყვარდა მსუყე,მრავალფეროვანი.ეს არის არასწორი კვების სტილი და უზნეობა ჩემი აზრით.მერე ორსულობაში ვაიძულებდი თავს რომ აუცილელბად 12 სთ-მდე დამეძინა ღამით.8 ზე გვიან არ ვვახშმობდი და დილით მშივდებოდა უკვე,ვსაუზმობდი თავისთავად.ძლივს მივეჩვიე და ამაში პირველი ნაბიჯი დამეხმარა - ძილის რეჟიმის გადმოწევა.ახლა დღეში ზუსტად 5-ჯერ მაქვს შიმშილის გრძნობა.შიმშილი და არა მადა.მადა სადღაც გაქრა.ჭამებს შორის შანსი არ არის რომ რამე მომინდეს(სურვილს/მადას ვგულისხმობ).ფიზიოლოგიური შიმშილს გრძნობა(თუ სწორად გამოვთქვამ) კი დამიკანონდა ასე:
1) საუზმე;
2)სადილი 2-3 საათისთვის;
4) წახემსება 5-6 სთ-ისთვის(მინდება მხოლოდ დესერტი,ტკბილი);
5) ვახშამი არასდროს არ მინდება 8 სთ-ზე გვიან.
დავატანე ძალა თავს და გადავიყვანე ორგანიზმი მოთხოვნაზე,რომელიც მიჩნეულია ჯანსაღი კვებისთვის.
ახლა დამრჩა ულუფების განახევრება და ამას ვცდილობ მივეჩვიო კალორიების თვლით,რომელიც ყველაფერის ჭამის უფლებას მაძლევს,მხოლოდ კუთვნილი კკ-ების ფარგლებში.
მოკლედ თავზე მუშაობა უნდა თორემ ყველაზე მგელ მადას და ყველაზე მოუწესრიგებელ კვების(და ცხოვრების) სტილსაც კი გამოასწორებ ადამიანი თუ მოინდომებ.ასეთი კვება ჰორმონალური დარღვევის დროსაც გაამართლებს,დარწმუნებული ვარ.იმიტომაცაა შედგენილი 5-ჯერადი კვების რეჟიმი,რომ ორგანიზმის მოთხოვნილებები მაქსიმალურად კმაყოფილდება + მეტაბოლიზმი წესრიგედება განსაზღვრულ დროებში კვებით.მალე-მალე და ცოტ ცოტა-ს ორგანიზმი უფრო ჯანსაღად ამუშავებს.
ბევრი ვწერე მაგრამ
pekineli ვხედავ როგორ ზრუნავ და დარდობ კვების პრობლემის გადაჭრაზე და იქნებ რამეში დაგეხმაროს.იქნებ პირველი ნაბიჯი შენს შემთხვევაშიც ძილის რეჟიმის მოწესრიგება იყოს.

ოღონდ ადვილია და მალე იქნებათქო,არ მოგატყუებ.უნდა დააძალო თავს და მერე ნახე როგორ გაგიჯდეს.

ვხედავ ტკბილეული გიყვარს(ალბათ ორგანიზმი გთხოვს გლუკოზას).ამიტომაცაა ,,მერიენდას'' დრო - ე.წ. წახემსება/სამხარი - 5-6 სთ.მაგ დროს მარტო ტკბილის ჭამის უფლება შეგიძია მისცე თავს.მე მაგალითად შემდეგ ვარიანტებს ვჭამ:
1)ხილი;
2)ან უკოფეინო ყავა + შავი შოკოლადი
3)ან უცხიმო კაკაო+ 3-4 ც.დიეტური პეჩენია.
რაც გინდა ის ანუ.
სხვა დროებში სუსნაობის და ტკბილის მოთხოვნილება აღარ შეგაწუხებს.
თუ რამეში გამოგადგება ჩემი პოსტი,გამიხარდება. აბა შენ იცი :*
This post has been edited by დოლორეს on 19 Mar 2013, 13:42