ხალხნო, ყველგან უნდა გავაზიარო ჩემი საოცარი აღმოჩენა

ე.ი. კაი ხანია უკვე, ვცდილობდი შემექმნა რამე გემრიელი და დაბალკალორიული სოუსი სალათებზე მოსასხმელად, თან ბარაქიანად რომ მომესხა, მომკლა ამ 20-30 გრამობთ დაბალკალორიული მაიონეზებით წუწაობამ

ხოდა, პირველი ინსპირაცია იყო მაკდონალდსის ცეზარის სოუსი, რომელიც მოდის 70 მლ შეფუთვაში და აქვს 55-მდე კკალ, მეთქი აი მე რატო ვერ უნდა მოვახერხო ასეთი რამის შინ დამზადება მეთქი, დავჩელენჯდი!

ხოდა, ჯერ მაკის სოუსის პაკეტის ინგრედიენტებს ჩავუჯექი, მერე ნეტშიც დავგუგლე (თუმცა, ეს დაბლაკალორიული სოუსი მგონი მარტო ევროპაში აქვს მაკს, ნეტში ძალიან მწირი ინფოა, ფაქტიურად მე ვერ ვიპოვე ზუსტად მაგ სოუსის რეცეფტი, მაგრამ შევქმენი ბეევრად უკეთესი, ბევრად უფრო მსუყე და უფრო ქრიმი ტექსტურის! კალორია კი იგივე!

)
ხოდა, აი როგორ არ გავაზიარო ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება..
ესე იგი, გვჭირდება:
1 კოლოფი სრულცხიმიანი არაჟანი (125 გრ) - 156 კკალ
1 კოლოფი უცხიმო მაწონი (125 გრ) - 54 კკალ
10 გრამი მდოგვი - 10 კკალ (აქ რაღაც საოცრად გემრიელი მდოგვი შემხვა, თბილისში მწარეებია თითქოს, აქაურს ამერიკული მდოგვი ეწერა

)
2-3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
2-3 სუფრის კოვზი ძმარი ნავაროჩენი (ანუ, არომატულები, ჩვეულებრივი ძმარი ალბათ 1 კოვზიც ეყოფა)
ხმელი ხახვი, ნიორი, პილპილი, მარილი - ესენი ყველა ერთან 10 კკალ
ეს ყველაფერი კოვზით კარგად გადავთქვიფოთ ერთმანეთში, დიდ ჯამში

სულ გამოდის 230 კკალ და 280 გრამი, ანუ 100 გრამი 83 კკალ.
ხოო, პორციად, მაკდონალდსის არ იყოს 70 გრამი მივიჩნიე მე, კაი ბლომად ბოსტნეულის სალათას (აი , ცეზარს მაგალითად) კარგა გულიანად ალბობს

ანუ, პორციას გამოსდის 58 კკალ..
ანუ სულ 4 პორცია გამომივიდა, შევინახე ასეთ პაწუკა კონტეინერებში (2-2 პორციად) და ერთი უკვე ვჭამე ეხლა ჰოუმ მეიდ ცეზართან ერთად და ვარ სერიოზულ კვებით ნირვანაში.
დატესტეთ და დამლოცეთ

შეგარგოთ

70 გრამი 58 კკალ
This post has been edited by Neno_ on 28 Jun 2013, 21:10
Sarcasm - Is a way of offending idiots so they couldn't even understand it (c) House
ნენოტექნოლოგია: იდეალი, მაგალითად, ხომ ცხვება ნიგვზით, თაფლით, სგუშონით და ა.შ. ნენო აკეთებს რკოთი, სახარინით და კარტოფილით... (c) ინფინიტი <3