დიდად აღფრთოვანებული არ ვარ.
ე.ი ჯერ ერთი რომ უფასო კონსულტაცია უშვილო წყვილებისთვის არ არის, ვინც ინვიტროს იკეთებს იმათთვისაა

მეორე, რომ შევედი თეასთან, ვუთხარი დაიგნოზი, მაქვს პოლიკისტოზი და ჰორმონები ნორმაშია, ოდნავ არის რაღაც ცვლილება ორი ჰორმონის (არ მახსოვს სახელი, აი შეფარდება უნდა იყოს 1:1 ზე და მე მაქვს ცოტათი მაღალი, საგრძნობლადაც არ), რაღაც ხელოვნურისკენ აწვებოდა ჩემი აზრით. რაღაც ჰორმონების ანალიზი ჩამაბარებინა, მითხრა პოლიკისტოზის შემთხვევაში ბევრი ბანძი ფოლიკულია შეიძლება გასკდეს და შიგნით უხარისხო კვერცხუჯრედი იყოსო. მაგიტომ ვნიშნავთ ხელოვნურს რომ ამოვარჩიოთ ბევრი კვერცხუჯრედიდან რამდენიმეო და რაღაც.
მოკლედ არ ვიცოდი პოლიკისტოზი ხელოვნურის ჩვენება თუ იყო, არასოდეს უთქვავთ. ჰორმონები შეიძლება წესრიგში იყოს მაგრამ რამდენიმე კვერცხუჯრედი მაინც უხარისხო გამოდგესო.
მერე ენდოკრინოლოგთანაც უნდა მივიდე ჩემი პასუხებით, ამ დღეებში.
ფორმა 100 მაინც გამომიწერა, მეეჭვება წინა დღის დაზღვევაზე რომ ამინაზღაურონ რამე მაგრამ კონსულტაციის ფულს მაინც დავტყუებ მაგათ

დღეს ისტორია გამისხნა მარტო, და ეხოსკოპია ნახა, მითხრა საკვერცხეები კარგად მოძრაობსო, კიდე ფსიქოლოგიური მომენტია ეს დაორსულებაო, ვიცი გეჩქარება და ბლაბლაბლა. მაგრამ აი მასთან მისვლამდე მართლა კარგ ხასიათზე ვიყავი და დამგრუზა იმენა.
აუ არ ვიცი, ერთხელ მივალ ანალიზებით და ვნახოთ მკურნალობის როგორ გზას აირჩევს, თუ მივხვდები რომ ხელოვნურს აწვება მაშინ დავიკიდებ.
არაიმედიან განწყობაზე დამაყენა

შემდეგი ექიმი მირჩიეთ რა, ინვოტროსთან რომ არ ქონდეს შეხება .
ხო კიდე ლაბორატორიაში საშინელი ქალი იყო, აი გულის ამრევი, ხელით ნუ აწვები ეგრე თორე მერე მე დამაბრალებ გამილურჯდაო, ჯერ სისხლის აღება ისე მეტკინა რომ საშინლად, აი არასოდეს უჩხვლეტიათ ეგრე უაზროდ.