sofia1234ძალიან ვწუხვარ რომ შეწყდა ორსულობა

. ეცადე გაარკვიო რატომ მოხდა ასე რომ შემდეგში აღარ განმეორდეს იგივე.
მეც მომეშალა ადრე პირველი ორსულობა სადღაც ერთი კვირის გადაცდენაზე (ჩემს შემთხვევაში მხრები აიჩეჩეს-ხდება ხოლმეო

). ზუსტად იმ დღეს უნდა მივსულიყავი ექოზე და მენახა (მანამდე არ გამოჩნდებაო და მალოდინებდნენ, მარტო ბაზალურს მაზომინებდნენ ის ერთი კვირა). როგორც მახსოვს 5-7 დღის თავზე ისევ დამიბარეს რომ დარწმუნებული ყოფილიყვნენ რომ ბოლომდე გამოვიდა ყველაფერი და ჩარევა არ იყო საჭირო. მძიმე მოსასმენია მესმის მაგრამ რადგან ორსულობა შეწყდა კარგიც კია თავისით რომ წამოვიდა. შენთან ეტყობა ბარემ მე14 დღეს ნახავენ ყველაფერს. ვირუსებიან ყველაფრიანად. მეორე ორსულობაზე იმიტომ ვიყავი დაპანიკებული და გავიგე თუ არა ორსულობაზე-თან გადაცდენამდე, ეგრევე ჩემი ინიციატივით გავვარდი ხგს და პროგესტერონის ანალიზზე და უკვე პასუხებით მივაჭერი ექიმთან და კი დადგინდა კიდეც პროგესტერონის ნაკლებობა.
დაზღვევაზე თემა რომ არ გამეოფებინა პმ-ში მოგწერე
gzaabneuliწასაკითხად მაგარი ხოხმაა ხათო, ამოვყირავდი, არად მქონდა უკვე გაგონილი ეგ ისტორია

აი შენი თავისთვის კი წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდი დილით

რეებს არ იტანს ადამიანი რააა.
****************
ბოროვაია მატკას რაც შეეხება მე დამილევია 1 თვე მქონი წლების წინ. მაშინ აქ ვერ ვიშოვნე და რუსეთიდან გამომიგზავნეს. ჩემ შემთხვევაში არ გაამართლა როგორი ანგრეულიც მქონდა ჰორმონები ეგრევე დარჩა. ოღონდ მე შეფუთვაზე მახსოვს როგორც ეწერა ადუღება და ა.შ. ისე გავაკეთე. სპირტი არ ეწერა თითქოს კოლოფს. ეგ ერთადერთი ბალახეულობაა რაც დავლიე. მაგის შემდეგ აღარაფერს არ გავკარებივარ