გამარჯობათ. მე პირველად ვწერ ფორუმზე თუმცა დიდი ხანია ამ თემას თვალს ვადევნებ. მეც მაწუხებს ეს პრობლემა.
ჩემს ისტორიას მოგიყვებით თავს თუ არ შეგაწყენთ

გათხოვებიდან 8-9 თვეში ძალიან ცუდად გავხდი დუგლასის ფოსოში სითხე ჩამიდგა მიჭირდა სიარული, მქოდა ისეთი ტკივილები მუცლის არეში რომ არაფერი მიყუცებდა და ბოლო ხმაზე ვყვიროდი სანამ ზალა მქონდა მერე ზალა რომ მეცლებოდა გათიშული ვეგდე. არ მიყიჩებდა არც ერთი გამაყუცებელი არც ნემსი არც ტაბლეტი. ამასობაში ვერც ერთი ექიმი ხვდებოდა რა მჭირდა და ყველა უარით მისტუმრებდა ჩემი პაციენტი არ ხარო. ვიყავი რათქმაუნდა გინეკოლოგთან, გასტროენტეროლოგთან და კიდევ რავიცი ვისთან აღარ. ამასობაში ისე გავხდი რომ ხალხი შეშლილი თვალებით მიყურებდა, სიარული და ტკივილები უფრო მედად მიჭირდა, თითქმის ვეგარ დავდიოდი. ათასი რედგენი, ეხო, ანალიზი, ტომოგრაფია, მაგრამ მიზეზის ვერავინ პოულობდა. ამასობაში სითხე მუცლის ღრუში გადავიდა მქონდა 3-4 თვის ფეხმზიმის მუცელი სითხით სავსე. დამტიროდა თავზე დედა მეუგლე და ყველა ახლობელი და ნათესავი. მე ვფიქრობდი რომ მქონდა ყველაზე საშინელი ავადმყოფობა მაგრამ მაინც იმედის ნაპერცკალი სადგაც მქონდა რომ რაიმეს გამიგებდნენ. რამოდენიმე ექიმმა გამოთქვა ვარაუდი ტუბერკულოზზე და მეც ერთ დგეს წავედი დისპანსერში სადაც ფტიზიო გინეკოლოგმა დაადასტურა რომ ეს იყო გენიტალური ტუბერკულოზი გართულებული. დავიწყეთ მკურნალობა და 10 დღეში ადამიანის სახე დამიბრუნდა სითხემ გაწოვა დაიწყო და ნელ ნელა სიარულიც დავიწყე და გამოვკეთდი.

დიდება უფალს გადავრჩი მაგრამ ეს იყო კოშმარული წელი და პერიოდი. ჯოჯოხეთი!
ერთიწლის მკურნალობის შემდეგ მე მგონი გავიკურნე ტუბერკულოზისგან.
შვილი არ მყავს. ვარ 29 წლის. ტუბერკულოზი საშვილოსნოს მილებს ძალიან აზიანებს. გადავიღე რენდგენი აღმოჩნდა ცალი მილი გაუმტარი მეორე კი დაკლაკნილი და სუსტად გამტარი. ვმკურნალობ რაია არაბიანთან. არ ვიცი რა იქნება

მას საკმაოდ ბევრი პაციენტი ყავს ტუბერკულოზის ჩხიროთ მაგრამ ქართველების ამბავი ხომ იცით ტუბერკულოზი თუ აქვს გადატანილი ამას უმეტესობა მალავს და არ ამბობს რატომგაც.

რამოდენიმე გოგო რომელი არ მალავს და რაიასთან დადის უკვე ორსულია ეს ზალიან მახარებს
ჩავიტარე ფიოპროცედურები 20, ლაზერი 15 პროცედურა, და ვაგრზელებ მკურნალობას დიდი იმედებით მაგრამ ეჭვები მიღღრნის გულს.
მაგრამ უფლის იმედს არ ვკარგავ რომ შემეწევა...
რაიასთან ხომ არ დადიხართ აქიდან ვინმე ან ხომ არ გივლიათ ადრე? თქვენი ამბები მაინტერესებს ან ვინმეს ტუბის ჩხირი ხომ არ გადაუტანია ?
ყველას ბევრ ლამაზ შვილს და ბედნიერ დედობას გისურვებთ მთელი გულითა და სულით