ჯანსახლის ფასები მარტივად რომ გავშიფროთ:
სხვაგან ყველგან ღირს 1200-1500 ლარი ერთადგილიანი, ხომ მასეა?
+თუ ვიღაც მაღალი კლასის მეანი აგყავს იხდი 500-600 ლარს, ხომ მასეა?
მასეა
ჯამში რამდენი გამოდის?
ხოდა სხვებზე ძვირი მხოლოდ იმიტომ გამოდის ჯანსახლი, რომ ფასში ეგრევე შდის ქორიძის მომსახურება, ანუ მეანი არის ქორიზე, მისი ფასი 600
ლარზე ნაკლები არანაირად რომ არაა, მაგაზე ნურც შემედავებით, ხოდა თუ ამიანთან არ გინდა მშობიარობა, ისეც არ უნდა მიხვიდე მანდ, თუ მასთან გინდა, მაშინ აყვანის და პალატის ფული, იგივე გამოდის და ხშირ შემთხვევაში იმაზე ნაკლებიც, რაც სხვა კლინიკებშია,
პლიუს გრიას რას ერჩოდნენ არ ვიცი,
მე ორივე ჯერზე დამფოფინებდნენ, ფოფინი და ფერება რა არის ვიცი, არ მეშლება
ახალნამშობიარევს არც ბავშვს მოგიგდებენ, სხვა კლინიკებისგან განსხვავებით გაძლევენ დასვენების შესაძლებლობას,
არც დამატების მიცემას აპრობლემებენ, იმ მოტივით, რო მერე დედის ძუძუს უარყოფსო და სანამ დედას რძე არ აქვს ორივეს ერთად არ ტანჯავენ,
ყველა ოთახი არის ერთ-ადგილიანი, თავისი სველი წერტილებით;
რაც შეეხება ჰიგიენის ნივთებს, ტუალეტის ქაღალდი რომ დავიკიდოთ, საპონსაც, კბილის პასტასაც და ჯაგრისსაც ყველა ხმარობს ინდივიდუალურად არჩეულს,
შესაბამისად მანდ რაც გხვდება, იმას იყენებ ჰა და ჰა პირველ დღეს, ისიც თუ შენის ჩალაგება ვერ მოასწარი და უცებ-მოგიხდა გაქცევა
პერანგები არის თეთრი და კოტონის, იმიტომ რომ მანდ იყენებენ სადეზინფექციო საშუალებებს, მერე ხარშავენ და ფერი სძვრება ეგრევე,
ან 5 ხელი ახალი "ჰელოუ კიწი" უნდა დაგახვედრონ, რომ ყოველდღიურად იცვალო და და ეგრევე გადაყარონ, იმიტომ რომ რეცხვის იმ მეთოდს ვერცერთი ფერადი ქსოვილი ვერ გაუძლებს,
რასაც იქ იყენებენ და ასეც უნდა იყოს, უბრალოდ წარმოდგენაც შემზარავია, ვიღაცის გამონადენებიანი პერანგი 30 გრადუსზე რომ გაირეცხოს და ისე მომიტანონ,
ან ფილმებში რომაა ისეთი პერანგები უნდა ჰქონდეთ, ზურგზე გაბანტული უკანალი რომ უჩანთ ხოლმე ფილმებში

ეგ კიდევ გმადლობთ, არ მინდა

ამირანი არის თავის პროფესიაში მგელი, როცა ვაჩენ ბავშვს, მივდივარ სამშობიაროდ და ვიცი, რომ ამ დროს უამრავი ცუდი რამ ხდება დღემდე,
მიუხედავად იმისა რომ 21-ე საუკუნეა, იმიტომ რომ მედიცინა არაა ზუსტი მეცნიერება და ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს,
მინდა ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლე ისეთი ადამიანის ხელში იყოს, ვისაც გული კი არ აქვს სითბო და სიყვარულით სავსე, არამედ თავი აქვს ცოდნითა და გამოცდილებით გამოტენილი;
მე ამას ვთვლი სერვისად რომელსაც მაძლევს ექიმი და არა თავზე ხელის გადასმას, მიუხედავად მისა, რომ ამირანს ვიცნობ როგორც კარგი იუმორის პატრონ ხისტ ადამიანს,
მირჩევნია ჩემთვის ძალიან მურტალ მომენტში ის იყოს ჩემს გვერდით და არა ვინმე სხვა;