ე.ი. დღეს მთელი წინასაკეისრო ანალიზები ჩავაბარე, კონსულტაციებიც გავიარე, მერე ამირანთანაც მივედი და 16-ში დილას მივდივარ და ამოჰყავთ ბაცაცუნა,
კონსულტაციამ ყველა ექიმთან სიცილ-ხარხარში ჩაიარა, ალერგიულობაზე სინჯები რომ გამიკეთეს, თავიდან
შპრიცით დამაწვეთა რაღაც სითხეები, მაგარი გამისწორდა რა ადვილი რამე ყოფილათქო, მაგრამ მერე რომ მოდგა და "დამპორჭყნა" სადაც ეს წვეთები იყო, მაგარი გამიტყდა

თან შენ ორჯერ თუ ფიზიოლოგიურად გაუტკივარების გარეშე გააჩინე, შენთვის ეგ არაფერიაო, მითხრა და სახის მოკერვაც კი გამიტყდა, მოვირგე გმირული ნიღაბი და დავრჩი მასე გაღიმებული;
ცალკე მამოლოგმა მკერდის დათვალიერების შემდეგ, თავის თანაშემწეს ისეთი სახით უთხრა, ა, ნახე, მერე კიდევ ამბობენ ლაქტაცია მკერდს აფუჭებსო, გადმოვყარე 32 კბილი, მერე ამირანთან
ხომ ვიხითხითეთ და მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ექიმებში გავატარე, მაინც კმაყოფილი ვარ

პ.ს. სახლში მოსულს ვახუნა დამხვდა სურდოთი და მომიწია მისი დედაჩემთან გამწესება, დამეწვა გული, გავატანე ჩემი ლეპტოპი და ისეთი გახარებული წავიდა,
მგონი აღარც დაბრუნდება სახლში ერთი ორი კვირა

არადა წინა დღეს დედაჩემისთVის უთქვამს, დედას მუცელში ბაია ჰყავს და რომ ამოიყვანენ, იმას შენ დაგიტოვებ და დედიკოს მე წავიყვანო
Проходи, чувcтвуй cебя как дома. Можешь
пропылеcоcить или поcуду помыть...