კი, ფიქრი, 5-ში ველოდები. და თუ არ მომივა, 6-ში გავიკეთებ ტესტს. არავითარი წინასწარ გაკეთება.
ტესტი არც მაქვს და არც ვიყიდი 6-მდე

სიმპტომებს რაც შეეხება, საერთოდ არაფერს ვგრძნობ, აი საერთოდ. პმს-ც კი არ მაქვს

თუმცა იქამდე 5 დღე კიდევ არის.
ელენა, ფიფქი, ოვულაციის მერე ტკივილი მეც მაქვს, ორივეჯერ საკმაოდ მტკიოდა წელი, მუცელიც. მარა წელი უფრო მეტად. ასე რომ არ შეშფოთდეთ. მთავარია შედეგი თვის ბოლოს

ლიზაზო, ძალიან გთხოვ, ნუ ხარ ასე სასოწარკვეთილი, შენ ფსიქოლოგიური უშვილობა დაგემართება.
რა გგონია, ყველა პირველსავე თვეს ორსულდება? სულ რაღაც 5 თვეა გასული, 5 თვე! არ გეწყინოს, მეგობრულად გეუბნები მართლა... აქ გოგოები 6-7 წელია ელოდებიანდა მათთან შედარებით მე რომ ორ-წელიწადნახევარია ველოდები, მრცხვენია ხოლმე, რომ დავიწუწუნო...
თუმცა ეს თემა სწორედ იმისთვისაა, რომ ამოიღო გულიდან სათქმელი. მაგრამ მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩვენი შემხედვარე ფსიქოლოგიური შიში დაგეწყოს და იფიქრო, რო შენც გჭირს ის ყველაფერი, რაც ჩვენ....
არ მინდა, კიდევ ერთი წლობით მომლოდინე შემოუერთდეს თემას.
მინდა შეოდგომაზე უკვე მომავლებში იყო....
დაწყნარდი, მიენდე ღმერთს... და ქმარს



არ დაზოგო ბატონი
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?