Camomile 
იარინას მერე ფოლიკები ხან მოდის და ხან არა.
პირადად მე პირველივე თვეს წამომივიდა, მეორე თვესაც და ახლა მესამე თვეა უკვე, წამოსულია.
თან გააქტიურდა მარცხენა საკვერცხე და მანდ იზრდება, არადა წინა წელს მარცხენაში საერთოდ არ მოდიოდა.
სტიმულაციას გაგიკთებენ, ნუ ნერვიულობ :*
pepi grdzelicindaარაერი უკურეაქცია არ აქვს შენთან ბრომოს?
ალბათ სჯობს დაელოდო პასუხს. მითუმეტეს თვითმკურნალობას ეწევი
fifqi29გოგო, დამშვიდდი. მთავარია ფოლიკულები იყოს და ლიდერი გაიზარდოს.
შეხორცებები ლაპაროსკოპიის მერე ნაკლებად სავარაუდოა.
უფრო სავარადო ისაა, შემცდარიყო ბადრი.
მეც მოვეხეთქე ახლა მედეადან.
მარცხენაში მყავს ფუმფულა ფოლიკული, 18 მმ. ენდომეტრიუმი 8 მმ-ია. მეათე დღე მაქვს და კარგი ზომებიაო.
ვიყიდე პრეგნილიც.
დავურეკე ჩემს ექიმს. მეუბენება: ორშაბათს დაელოდე, ისევ გაიკეთე ექო და თუ 22 იქნება, ესე იგი კარგი ფოლიკულია და მერე გაიკეთე პრეგნილიო. თუ მეტი იქნება, ესე იგი არ იქნება კვერცხუჯრედიო და რა აზრი აქვს გაკეთებასო. რაღაც სისუელე მებოდიალა მემგონი რა.
ხვალ საღამოს ვაპირებ გაკეთებას, 19-20 იქნება ხვალისთვის და 20 იდეალური ზომააო, გასაკეთებლად, ადრე აქვს ნათქვამი.
ახლა რა მებოდიალა ვერ გავიგე, ორშაბათს დაგვიანებული იქნება და მოკლედ ლოდინს არ ვაპირებ.
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?