გამარჯობათ:* როგორ ხართ? მე სულ ცინცხალი, ახალთახალი ვარ

) რამდენიმე წუთის დარეგისტრირებული, გეხვეწებით დამეხმარეთ რააააააააა, ახლართული ვარ ძაფივით

მოკლედ გადამიცდა, აგერ უკვე მერვე დღეა დღეს, 15 ივნისს ველოდებოდი, დღემდე არ ჩანს, არადა შეგრძნება მაქვს აგერ აგერ მომივათქო, ცოტა წელი მტკივა და საკვერცხეები, მოუსვენრად ვარ, სხვა არაფერი სიმპტომი არ მაქვს, ხანდახან მცხელა ძალიან, ცამომაცხელებს გადამივლის, ხან მცივა, რა მჭირს ხალხნო, სადაააა ჩემი მენსტრ?

გავიკეთე ტესტი, რაღაც ლურჯ ტარიანი იყო, იმან არ მიჩვენა, გავიკეთე მორე ტესტი, პიპეტით იყო დასაწვეთებელი, როგორც მერე გავარკვიე ფრაუა ეგ ხო? გავიკეთე დავდე და გამოვედი, გამოვედი იმით რომ ნუ არ ვართქო, მერე რომ შევედი დავხედე და ის ლურჯ ტარიანი ისევ 1 ხაზია, ეს პიპეტიანი 2 ხაზი, მეორე ძალიან მკრთალი,მაგრამ აშკარად ჩანდა, ლამის პროჟექტორით დავხედე, ნუ ჩანდა იყო რა, რა გავიგო ეხლა მე? ისე ვნერვიულობ ხელები მიკანკალებს, არ მინდა იმედი გამიცრუვდეს

მითხრეს ალბათ პატარა ხარ და ასე იმიტომ მოხდაო, ის ლურჯ ტარიანები ხშირად ცდება კიდე გაიკეთე ოღონდ 3-4 დღის მერეო, თქვენ რას მეტყვით რატომ მოხდა ესე? თუ არ ვარ ორსულად შეიძლებოდა ისე გაწითლებულიყო? დამეხმარეთ რა გთხოოოოოოოოოოოოოვთ, მინდა შვილი