Sweet Palomaსერგოს პირველ ადგილზე ჩავსვამ ულაპარაკოდ, უფრო სწორედ სერგოს და ქეთი თანალიშს გავუყოფდი პირველ ადგილს თანაბრად , ყველა კრიტერიუმს მაღალი ქულით შევუფასებდი. კარგად და გულდასმით ათვალიერებენ ბაიას, გიხსნიან დეტალურად ყველაფერს, რაც მთავარია სიწყნარეა და სიმშვიდე ოთახში და ქმრის დასწრებაც შეიძლება.
ხო, ეხლა დანარჩენი :
1.ამირან გურგენიძე - პროფესიონალია რათქმაუნდა, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს . უბრალოდ ძალიან ცოტას ლაპარაკობს, თუ რაღაც ისე ვერ არის გეტყვის რათქმაუნდა, უხეშობაც არ შემიმჩნევია, უბრალოდ ერთხელ ვიყავი და მეტჯერ არ მივალ იმიტომ რომ ოთახში 9 გოგო ზის ერთად და ყველა გიყურებს, ქმარი ვერ შეგყავს და მოკლედ ეგ ჩემთვის დისკომფორტია.
2. ანდრო (ბაჩა ძნელაძე) -ესეც ჯანმრთელობის სახლშია, 3D აპარატი აქვს, დისკზეც ჩაგიწერს თუ სთხოვ (გურგენიძეს 3D-ზე გადართვა ეზარება საერთოდ) კარგად და დეტალურად დაათვალიერა ყველაფერი, მოკლედ კმაყოფილი ვარ ძალიან .
3. დათო ვასაძე - ისევ ჯან.სახლი, ამასთან მე არ ვყოფილვარ მაგრამ ჩემ დას გავყევი რამდენჯერმე და დაბადების თარიღები, ბავშვების წონა და მსგავსი დეტალები ზუსტად უთხრა, ცდომილების გარეშე, ისედაც კარგი ტიპია.
სანამ დავორსულდებოდი ახმეტელთან ვიყავი ერთხელ , ჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, უხეშობა არ შემიმჩნევია რავიცი
და კიდევ ჯან.სახლში ვიყავი ხათუნა ბეგიაშვილთან, ვაგინალური გადამიღეს და კაცთან არ გამიშვათთქო :მევარდებილი:

ესეც რავიცი, რომ გითხრა მაგარიათქო არა, მაგრამ რაც იმ მომენტში უნდა ენახა ის ნახა და მეტი აღარ შემიწუხებია.
უF რამდენი მიწერია