მოკლედ ვარ შარში

ჩემი შვილი ღამე არ იძIნებს თავის ლოგინში
წევს ჩემს გვერდით. თუ გადავაწვენთ ეგრევე იღვიძებს და ჯერ ძალად და აფერისტულად ტირის და მერე მართლა გადადის სერიოზულ ტირილში
მე კი უკვე 6 თვეა ადამიანურად არ მძIნებია

სულ მეშინია არ დავაწვე. ასე გაოუძIნებელი მივდივარ დილას სამსახურში და ვარ გადატვუნებული მთელი დღე
"სოსკას" არ იკარებს და ლამის მთელი ღამე ძუძუ უდევს პირში. წელი ჩემი აღარაა, უძილბისგან თავი მტკივა და ვერ ვარ რა
რამე მომახერხებინეთ, თორე ძაან ვიტანჯები

ეს ერთი და მეორე პრობლემა კიდე
ბავშვს 4 თვე ისე შეუსრულდა ერთხელ არ ქონია კუჭსი გასვლის პრობლემა-დღეში რამოდენიმეჯერ გადიოდა. გაზებიც არ აწუხებდა მაინცდამაიც.
ხოდა მერე აურია 1-2ჯერ. ერთხელ მტელი დღე-ღამე არ გავიდა...მეორედაც
ეხლა 6 თვისაა და ბოლო 2 კვირაა თითოჯერ გადის დღეში
და ეს ბოლო დღეებია 2 დღე არ გადის და მესამე დღეს ოყნით გამყავს
გაზებზე გადის ოხრად, ისედაც კაი ხასიათზეა მაგრამ კუჭში არ გასულა მესამე დღეა

ექიმმა დუფალაკი დაალევინეო
ეხლა მეორე პრობლენა
ეს ბოლო პერიოდია დილაობით 1 კვებას ვაძლევ ჰაინცის პეჩენიას პასტერიზებულ , გადანადუღებ წყალში გაქნილს. დანარჩენი დედსი რძეზეა სულ
ან ამის ბრალია
ან კიდევ ვიცი დებილობაა მაგრამ უკვე რა ვიფიქრო არ ვიცი
მოკლედ ნათესავი გვესტუმრა ოჯახში დიდი ხნით. მასაც 2 თვის თოთO ყავს და ამ ბავშვს ქონდა ზუსტად იგივე პრობლემა
ხან დღეში ერთხელ გადიოდა ხან 2-3 დღეს არ გადიოდა
და აბანავეს ჩემი შვილის ტაშტში
კი გავრეცხე სეიფგარდით ეს ტაშტი, მაგრამ დასპირტვა მომერიდა (ან ტაშტი როგორ უნდა გაასტერილო

)
და ეხლა ვფიქრობ რამე ბაქტერია ან ჩხირი არ რავი ჭირი და დოზანა ხომ არ გადაუვიდა ... არსებობს ეგეთი რამე?
არადა ნიშანდობლივ იმათი სტუმრობის მერე დაეწყო ამასაც ზუსტად ესე...
ninoeqimiირონიის, ისევე როგორც სარკაზმის ხშირი გამოყენება ზნეს აფუჭებს. ის შენ თანდათან ბოროტი უპირატესობისკენ მიდრეკილებას გიჩენს, ხოლო საბოლოოდ კი გამსგავსებს იმ ავ ძაღლს, რომელმაც არა მხოლოდ კბენა, არამედ კბენის შემდეგ სიცილიც კი ისწავლა © ფრიდრიხ ნიცშე
-------------
♑მთავარია ხარისხი♑