ბავშვთა ფსიქოლოგი თუ არის აქ (მშობლებისაც არ მაწყენდა)
დახმარება მჭირდება ....
საიდან დავიწყო ვაიჰ
მოკლედ ზრდიდა ბებო (დედამთილი), მაისში წაიყვანა სოფელში და მე ჩავდიოდი პარასკევი შაბათი კვირა (შუა კვირაშიც ხშირად)
არასოდეს არ ყოფილა ჩემზე მოჯაჭვული
ოქტომბრის შუა რიცხვებში მიციყვანე ბაგაში (კერძო, გაწკრილებული, სასიამოვნო ლამაზი ატმოსფერო)
თავიდან ცოტას ზუზუნებდა მაგრამ ისეთი არაფერი
მეორე კვირაა რო შემყავს ისტერიკებს იმართებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გუშინ ნახევარი საათი მესმოდა როგორ კიოდა
პ.ს. ბიჭია, ჭკვიანი, დამჯერი და გონიერი რავიცი რა პატარა კაპრიზები შეიძლება იცოდა მაგრამ უცებვე ყურადღების გადატანა და მორჩა არანაირი გაჯიუტება
საქმე იმაAშია რომ იძIნებს და ჭამს კიდეც ბაღში გადასარევად მაგრამ მთელი დღე ცოტა ხანს გაჩუმდება და მერე აჩემებული აქვს არ მინდა ბაღი სახლში წამიკვანეთ ოღონდ ცრემლით არ ტირის ისე მოსთქვავს
მაგრამ ყველაზე მძიმე...ნუ მესმის ახალი სიტუაცია გარემო არ უნდა დედა უნდა და კარგი ის შეყვანის მომენტის ისტერიკა ასე თუ ისე მესმის
საშინლად შეიცვალა ბავშვი, ჩემზე მოჯაჭვული
წინა დღეს რომ შევიხედე ჩუმად წამოსაყვანად რომ მივედი ჩვეულებრივ იყო ეზოში არც ტიროდა არაფერი
კურტკები არევიათ ამისი სხვას ეცვა და გავცვალეთ, აი მანდ დაიწყო......
მთელი ცაგარელი გამოდიოდა და უყურებდა ბავშვი რა ცუდ დღეში იყო, ვეღარც მივბრუნდი როგორ გამომერთმია სხვა ბავშვის კურტკა, ჩემი კურტკა მომიტანე ეხლავე ტიროდა, ფეხებს აბაკუნებდა, აკანკალდა კიდეც ერთი ორჯერ (ანუ სრული ისტერიკა)
არა ახსნა, არა მოფერება, დაყვირებაც ვცადე მაგრამ არაფერი არ ესმოდა რაღაც მომენტში შემეშინდა კიდეც ხომ არ გაგიჟდა

გუშინაც წამოყვანისას შევიხედე ჩვეულებრივ იყო თამაშობდა ოთახში
გზაც კარგად გამოვიარეთ, ავიყვანე სამსახურში და უკვე რომ უნდა წამოვსულიყავით გაჭედა აქ მინდაო....
მამამისი გველოდებოდა რაღაცნაირად ჩამოვიყვანე წყნარად და ასე თუ ისე გადავიტანეთ (ზუზუნებდა, ფეხებს აბაკუნებდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციეთ და გაჩერდა) მაგრამ სახლში მოხდა რაც მოხდა......
დასაძინებლად რომ შევიყვანე და ფეხსაცმელი გავხადე იგივე ისტერიკა......დავიძინეთ ბოტებით და როდის როდის ღრმა ძIლში რომ შევიდა გავხადე
ძალიან დათრგუნული ვარ თვითონ მე, მეშინია უკვე ყოველ დღე ან ეხლა იზავს რამეს ან ეხლა, ხალხში მითუმეტეს სულ გაფართოვებული თვალებით ვუყურებ არ ატეხოს ისტერიკა
ან ამ ისტერიკის დროს რა უნდა გავუკეთო იმსაც ვეღარ ვხდები, ყოველთვის ხომ არ იქნება საშუალება რასაც ითხოვს აუსრულო
და ყველაზე მთავარი ძალიან მეშინია თვითონ ბავშვი ასე რამ შეცვალა და ეს ისტერიკა საიდან მოიტანა...საკუთარ შვილს ვეღარ ვცნობ

ისიც აღარ ვიცი რა გავაკეთო
ბაღიდან გამოვიყვანო? ისევ დედამთილთან გავუშვა სოფელში (აღარ ჩამოდის აქეთ) მაგრამ იმასთანაც აღარ ჩერდება....
სამსახურს თავი დავანებო? ძIძა ავუყვანო? უცხო...არც იმასთან გაჩერდება მე მგონი
აუ ძალიან ბევრი ვწერე (ვაიმე თან რა უსუსური ვარ რომ გადავხედე ნაწერს

) მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვარ
უნდა დამეხმაროთ ან გამოცდილებმა მითრათ რა ხდება ჩვენს თავს
მთელი ღამეები აღარ მძIნავს უკვე
მათე და ასეთი? შOკია ჩემთვის....