gzaabneuliეს ერთი თვეა იარინას ვსავ, მანამდე მენოპური გავიკეთე მე7, მე8 დღეს, წინა ციკლში კი კლოფიტს ვსვავდი.
ჩემი შედეგია ანტიმიულერის 8.9
ანალიზებში წერია:
შვილოსნობის ოპტიმალური უნარი 5.6-9.5
შვილოსნობის დამაკმაყოფილებელი უნარი 3.08-5.6
შვილოსნობის დაბალი უნარი 0.43-3.08
შვილოსნობის ძალზედ დაბალი უნარი/უშვილობა 0.0-0.43
სავარაუდო პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი >9.5
ჯანდაბა რა! ანტიმიულერის ჰორმონეში 150 ლარი გადავიხადე და მედეაში 50 ლარი ღირს! :@ :@ :
http://www.medea.ge/labsia.htm ვნახე პასუხი ჩემს კითხვაზე.
"ასაკის მატებასან ერთად AMH –ის დონე კლებულობს, რადგან საკვერცხეში კლებულობს პრეანტრალური ფოლიკულებისა და ულტრაბგრითი კვლევით ხილული ანტრალური ფოლიკულების რიცხვი. AMH დონე მაღალი ჭარბი ფოლიკულური მარაგის მქონე პოლიკისტოზური საკვერცხეების მქონე ქალებში. კარგი ოვარიული რეზერვის, მაღალი AMH-ის დროს ინ ვიტრო პროგრამის ციკლში მწიფდება მეტი ფოლიკული, რაც ორსულობის უფრო მაღალ ალბათობასთან არის ასოცირებული. არ მიუთითებს მიღებული კვერცხუჯრედების ხარიხზე, მაგრამ მათი დიდი რაოდენობა იმედს იძლევა რომ მიღებული ემბრიონებიდან ერთი ან რამდენიმე მაინც იქნება კარგი ხარისხის და ორსულობა მეტი ალბათობით შედგება."
http://invitro.ge/geo/index.php?page_id=124ჩემი პრობლემა ისაა რომ ძალიან ბევრი ფოლიკულია.
This post has been edited by sofia1234 on 16 Sep 2013, 14:38