მიპასუხეთ რა

გოგოებო, მაინტერესებს ინ ვიტროთი როცა ორსულდები, ეს ცხრათვიანი პერიოდი სულ საშიშია თუ ჩვეულებრივი ორსულობაა და სამი თვის მერე დიდი გაფრთხილებები არ უნდა? რა ვიცი, ჩემი და არის მეორეზე ორსულად(ბუნებრივად) და არც პირველზე და არც მეორეზე არც მგზავრობაზე შეუკავებია თავი, არც ფიზიკურ აქტივობაზე და მანქანასაც ჩვეულებრივად მართავს, მაშინ როცა ჩემს რამდენიმე მეგობარს ექიმმა ორსულობისას მანქანის ტარება აუკრძალა.
და კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს:სტიმულაციის წამლების პარალელურად რომ ვიმკურნალო ურეაპლაზმაზე არ შეიძლება? თუ აუცილებლად ჯერ ურეაპლაზმაზე უნდა ვიმკურნალო და მერე გავაკეთო სტიმულაცია. აქ ისეთი ამბებია, მოთმინება აღარ მყოფნის და ივნისშივე მინდა რომ დავიწყო, ხვალ მივდივარ ქეთისთან და უნდა ვკითხო თუ შეიძლება ახლავე დაწყება