გოგოებო რომ შეგპირდით საბახტარაშვილის დანიშნულ დიეტას. ვიპოვე როორც იქნა
"კვებითი ქცევა"
1. 4 ჯერადი კვება
2. შაქარი და რაშიც შაქარია - აკრძალულია.
3. თეთრი ფქვილისგან წარმოებული პროდუქტები - აკრძალულია.
4. ბურღულეულიდან - წიწიბურა და ჰერკულესი შეზღუდული რაოდენობით.
5. ცხოველური ცხიმები აკრძალულია. ზეთი 30-40 გ ცოცხლად სალათებზე.
6. ცილოვანი პროდუქტი ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი, ხაჭო - 200-250 გრ.
7. რძის პროდუქტები (უცხიმო) - მაწონი, რძე.
8. ბოსტნეული - 600-800გ, ცოცხლად უკეთესია.
9. ხილი - 300 გ. გარდა ყურძნის, ლეღვის, თუთის, კარალიოკის და ბანანისა.
10. სითხეები - 1,8ლ და მეტი.
11. არ არის რეკომენდირებული მწარე, ცხარე და მჟავე ჯერძები.
12. განტვირთვის დღეები: 2 ან 3 ჯერ კვირაში - 1 კგ ვაშლი + ბორჯომი, ან 6 ჭიქა მაწონი+ბორჯომი.
13. აქტიური სპორტული ცხოვრება.
* * *
ეს არის დღიური რაციონი. თუ დაიცავთ პროპორციებს, ძალიან ეფექტური დიეტაა. რაც დიდხანს დაიცავთ, მით უკეთესი