udzila1 მე თუ მეკითხებით, ბაჩუკი შუბლაძესთან.
* * *
udzila1იგივეს აკეთებდა ბაჩუკიც. ჩემმა გინეკოლოგმა ხომ რაც რამე ძვირიანი მოიპოვებოდა ყველაფერს მინიშნავდა, ხან 7 თვიანი გაგიჩნდებაო ხან საკეისრო გინდაო, ხან რისთვის მამზადებდა ხან რისთვის. მაგისი დანიშნულება ბაჩუკიმ რომ ნახა გათეთრდა. ოროსნის რვეულივით გაასწორა ის დანიშნულება(ასე 8-10 წამალს, მათ შორის ნემსს და გადასხმებს რომ შეიცავდა) და ნოშპა დამიტოვა

მერე მშობიარობამდე ტკივილები რომ დამეწყო, ერთო ორჯერ ბარალგინი გამიკეთა , 2 დღე ვიყავი სახლში არ მიშვებდა თავისთან, რომ ამომივიდა ყელში ლოდინი მაინც მივადექით მე და ჩემი ქმარი. მიყურა მიყურა და
ჩემ ქმარს ეუბნება: აბა ერთი ამას შეხედე, ეს რომ მშობიარე იყოს ასე კუნტრუშით კი არ მოვიდოდაო.

და გამომაგდო. სამაგიეროდ მერე მართლა მშობიარობა რომ დამეწყო 7 ზე რომ მივედი სამშობიაროში 23:20 წუთზე უკვე გამიჩნდა ბაო. აყვანილი მყავდა ბაჩუკი და ქუთაისიდან 2 საათში ჩამოფრინდა ქორწილშI იყო თუ სადღაც. ჩემი ქმარი სულ ჩემთან იყო . შევთანხმდით რომ სანამ იმ სკამზე ამსვავდნენ ჩემთან იქნებოდა. მერე ასვლაშიც დამეხმარა და გაიპარა. მერე არაფერი არ მახსოვს, მე როგორც მომიყვნენ ბაჩუკი გაეკიდა ქეჩოში ხელი წაავლო და შემოაგდო ახლა გვინდა შენი დახმარებაო, მერე აზზე რომ მოვედი მუცელზე რაღაც აპარატს მადებდა ჩემი ქმარი ბავშვის გულის ცემას აკონტროლებდა

ისე გაიწაფა მერე უკვე კომენტრარებსაც აკეთებდა აი გამოსწორდა გულის ცემაო, და ბაჩუკი იცინოდა, ოჰ ნახე შენ რა კაი ბიჭი ყოფილა ეს აქ უნდა დავიტოვოო

აუ კიდე სასაცილო იყო რა მუსიკა ჩაგირთოო მეკითხებოდა

არ დამიყვირია საერთოდ და მოუსმინე ბარემ მუსიკას სულ დამშვიდდებიო

მშობიარობა მართლა უადვილესი და შეიძლება ითქვას მხიარულიც კი იყო, ჩემი ქმრის და ბაჩუკის ღადაობაზე ისე მეცინებოდა სიცილ ხარხარში ჩაიარა ყველაფერმა

ნუ მერე რომ გაჩნდა ჩემი მზის სხივი, და დამაწვინეს გულზე , სამივე ვტიროდით

ოღონდ ბედნიერებისგან ... ეჰჰ