lulu821 წლის წინ და საწოლები იყო ძალიან ცუდი, დაბალი და მოუხერხებელი, ეხლა გამოცვალესო.
1 ადგილიან პალატაში ვიყავი - სანამ იმშობიარებ გკითხავენ როგორი პალატა გაგიმზადოთო.
აბაზანა-ტუალეტი თავისი ქონდა (საკმაოდ ნორმალური), ტელევიზორი, მაცივარი, კონდენციონერი, დივანი, პატარა კარადა იყო და ბავშვის მაგიდა.
საპონი, ჯაგრისი და ეგეთი რამეები წაიღე.
რომ მივედი პირადობა მქონდა და მითხრეს ბლოკში მარტო ქუდი და ნასკები დაგჭირდებაო + ჩემი ხალათი და ფეხზე. მეტი არაფერი.
ბავშვი რომ დაიბადა ბლოკში თვითონ შეახვიეს, გასინჯეს და მოიყვანეს, 2 საათი ბლოკში ჩემთან იყო და პაალტაში რომ გადმოვედი მივეცი ტანსაცმელი და გამოუცვალეს.
ბევრი ჩასაცმელი არ წაიღო ... ანუ ბლოკი არის პალასავით და იქვე გამშობიარებენ საწოლზე, ანუ საოპერაციოში არ ხარ, ნაკერსაც იქვე დაგადებენ და კარგია, საოპერაციოს გარემო არაა.
შეგიძლია დამსწრეც იქვე გყავდეს
პირველივე დღეს შემოვიდა ნეონატოლოგი გასინჯა, აცრებსაც გაუკეთებენ. გაგუა მყავდა აყვანილი და სულ 1380 გადავიხადე.
ძირ. ბებიაქალი და გინეკოლოგი გამშობიარებს, ბოლოსკენ შემოვა ექიმიდ გააკონტროლებს ყველაფერს.
ანესთეზიოლოგიც რამდენჯერმე შემოვიდა ექთანთან ერთად. სანიტარი და ექთანიც ხშირად შემოდიან.
სხვა ფული არ მოუთხოვიათ, პროცედურებზე (ნაკერის გაწმენდა) შენთვითონ უნდა შეხვიდე.
შეგიძლია ღამით ბავშვი დატოვო, მორიგე სულ ზის და ნებისმიერ რამეზე დაუძახებ.
ბავშვის დაბადებიდან 48 საათზე გამოგწერენ, წასვლამდე პედიატრს ანახებ და წამოიყვან