ვისაც გაგუას ამბები გაინტერესებთ:
მიზეზი რატომაც წავედი მეორედ მანდ: დათოს პროფესიონალიზმი,. ეს კაცი არის ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, რაც ჩემზეც დადებითად აისახება, როგორც პაციენტზე. არ ეზარება დამატებით ახსნას რაღაცეები და გიპასუხოს კითხვებზე. თვითონ, როგორც ჩანს, ძალიან მონდომებულია, რომ მის სამშობიაროში იყოს მაღალი სტანდარტები, თუმცა, სტაფის ნაწილი აშკარად ახალტურებს და რაღაცეებს ფეხებზე იკიდებს. რაც გამოხატება იმაში, რომ რამოდენიმეჯერ უნდათ შეხსენება, ან დადიან უკმაყოფილო როჟებით, რომ კითხვის დასმაც გერიდება.
სისუფთავეში დავუწერდი 10 დან 6ს. ყოველ დღე ასუფთავებდნენ ოთახს, ნაგავიც დღეში 2- ჯერ მაინც გაჰქონდათ, მაგრამ ვისურვებდი უფრო სუფთა ყოფილიყო საპირფარეშო. თეთრეული იდეალურად გაკრიალებულია, თუმცა ლოგინები არის მოუხერხებელი. მთელი ღამე სადღაც ჯანდაბაში მიცურავდა ლეიბი და მის გასწორებაში ვიყავი. საჭმელი: ყოველ დღე ერთი და იგივე, შემწვარი ბარკლის დანახვაც აღარ მინდოდა ბოლოს.
ვიყავი ლუქსში: რაც შეყვანისთანავე დამხვდა ადგილზე: ხალათი, პირსახცოცები და ფლოსტები. ჯაგრისი, თუმცა პასტა არა. რაც მთავარია, სანამ არ ვუთხარი, ტუალეტში საპონი და ქაღალდები არ იყო. ტელევიზორი: 7 წლის წინაც ორი არხი იყო და ახლაც. პლანშეტი- გამოწერის დღეს მომიტანეს და ინტერნეტი არ იჭერდა. როგორც მომიტანეს, ისე გავატანე.
ეს ის ნიუანსები, რომლებიც პრინციპში მე დიდად არ მადარდებდა, ორი დღე რამენაირად ავიტანე ეს ყველაფერი
რაც შეეხება სერვისს: ბავშვისთვის გამოცვლაზე რომ ვითხოვდი, როცა ჩაისვრის მერე გამოვცვლითო. არ მესმის, როგორ უნდა იყოს ბავშვი მთელი ღამის ჩაუბანელი? ხოდა მაინც გამყავდა და ვაცვლევინებდი. მახველებდა და თერაპევტი მოვითხოვე, ისე წამოვედი, რომ მპირდებოდნენ, კი, მოვა აუცილებლად და მოგისმენს ფილტვებზეო. გამწმენდი ოყნა ვითოხვე და მითხრეს, რომ ჩვენ ყველაფერს გასწავლით, სახლში როგორ უნდა მოიქცეო

)) მოკლედ, ბევრი ხარვეზია, ნაწილი თანამMშრომლების ძალიან მონდომებულია, თუმცა დიდ ნაწილს კიდია საქმე. ნანულის ყეფა არ შველის, როგორც ჩანს.