გოგოებო ყველას უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა როდესაც ამხელა მხარდაჭერას გრძნობ
ნინო -
garfield1 ძალიან დიდი მადლობა შენ იმ ყურადღებისთვის რაც ჩემს მიმართ გამოიჩინე ამ დღეების მანძილზე.
ძლივს მოვაღწიე კომპიუტერამდე

ძირითადათ ვერ ვიცლი ჩემი უფროსი შვილის გამო, 3 დღე ვერ მნახა და მთლად გაგიჟდა, ახლა სულ უნდა რომ ვეთამაშო.
მოკლედ, როგორც ნინომ დაწერა და მეც ვწერდი ნაადრევის საშიშროება იყო. ექიმმა 37 კვირამდე რომ მიხვიდე კარგიაო, ხოდა ბოლო 2 კვირა სამსახურში აღარ მივლია (მშობიარობის დღეს კი გავიარე მაინც

), ძირითადათ ვცდილობდი დამესვენა და კი მივედით 37 კვირამდე.
ანა დაიბადა 2600, ძალიან მოცქნაფული გოგოა. ნაადრევად არ ითვლება, უკვე ყველაფერი ჩამოყალიბებული აქვს თან საკმაოდ აქტიურია.
ვიმშობიარე ისევ ჰერაში, ძალიან კმაყოფილი ვარ ისევე როგორც პირველი მშობიარობის მერე. სამშობიაროზე თუკი რამე გაინტერესებთ მკითხეთ.
კიდევ ერთხელ დიდი, დიდი მადლობა ყველას