გოგოებო მომილოცეთ ჩემი 1.8 წლის გოგო პამპერსს გადავაჩვიე თან ძალიან ადვილად..

)
პირველად ორი თვის წინ წლინახევრისას გავხადე ორი კვირა არ ეცვა მაგრამ არაფერი გამოვიდა მაგ ამბისგან დამაწყდა ნერვები და დროებით ჩავაცვი ისევ..
ამჯერად ბოლო ცდა იყო ახლა რომ არ გადაჩვეულიყო შემდეგ ზამთარი მოდის და მეორე ზაფხულამდე მოუწევდა პამპერსში ყოფნა.. თან უკვე მეორე პატარა მყავს და ორი სხვადასხვა ზომის პამპერსის ყიდვა ძალიან დიდი ხარჯია..
მოკლედ ამჯერად მესამე დღეს მითხრა ფისი მინდაო, დავსვი ქოთანზე რომ მორჩა ყველა ტაშისკვრით და ოვაციებით შევეგებეთ თავისი ხელით გავატანინე აბაზანაში ჩაასხა უნიტაზში და ჩარეცხა..
ეს პროცესი მოეწონა და უკვე ორი დღეა არაფერი გაპარვია კუკებსაც ქოთანში აკეთებს.. ისე კუკებსაც ფისის ეძახის მაგრამ მაგას ვდარდობ? ოღონდ მითხრას და..