Pumpulaისე არ გაიგო რომ გულს გიხეთქავ, მაგრამ ჩემი უფროსი ბიჭიც ასე იყო სულ კიოდა, ასე მეონა გასკდებოდა შუაზე, ნერვები აღარ მივარგოდა ყოველ კვირა პედიატრთან დავარბენინებდი, არაფერიც არ ჭირდა უბრალოდ ასეთი ხასიათი ქონდა.
სულ ხელში უნდოდა ოღონდ ჩემთან, ოთხი თვე საერთოდ არც დაწოლილა, ღამე ვიჯექი და ხელში მეჭირა. კბლები ამოსდის კბილებიო ყველა მაგას მიმტკიცებდა და წლის იყო პირველი კიჭი რომ ამოუვიდა, მოკლედ ხდება ასეც რომ უმიზეზოდ ტირიან
დამშვიდდი, ახლა ვხვდები რომ ჩემი ემოციები მასზეც ცუდად მოქმედებდა,
ახლა ხუთი წლისაა და ძალიან ემოციური და მგძნობიარეა, უბრალოდ სწავლობს ეს როგორ აკონტროლოს, მაშინ კი როგორც შეეძლო ისე გამოხატავდა

ტირილით, სიცოცხლე აღარ მინდოდა , მაგრამ ექვსი თვის მერე გაუარა ნელ-ნელა. წლამდე და ორ თვემდე მაინც ხელში ვაძინებდი და ახლაღა მივაჩვიე ცალკე ლოგინში წოლას.
7 თვის იყო ძუძუ რომ გავიშრე და იმის მერე თითქმის ერთი წელი მცენარეულ დამამშვიდებლებს ვიღებდი ცოტა ძლიერს და მანამდე მწვანე ვალიერიანს ვსვამდი ყოველ დღე.
საერთოდ პირველი შვილი ძალიან რთულია, შენც შეეგუები ნელ-ნელა. მეორეზე სულ სხვანაერად იქნები. და კიდევ ეტლი წლამდე ვერ ვიხმარე, არ ჩერდებოდა.
მოკლედ გამძლეობა და მოთმინება შემიძლია გისურვო

)))))
***
რა მაგის პასუხია და ძუძუს ჭამის წინ ან ბანაობის დროს, რაღაც უცნაური აღმაფრენის შეგრძნება მეუფლება ხოლმე , რაღაც ისეთ ფიზიკურ სიხარულს ვგრძნობ, რომ ოპერის არიების შესრულება მინდება
ხოდა ბედნიერების ჰორმონებს გამოვიმუშავებ თუ ესეც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამოვლინების ფორმაა? იმიტომ რომ პირველს ძუძუ რომ ვაჭმევდი ისე ავყავდი ნერვებს თმები ყალყზე მიდგებოდა, საშინლად ვერ ვიტანდი მაგ პროცესს, სკალპის ახდა მინდებოდა ხოლმე და მარტო ნერვოზს გამოვიმუშავებდი, რაის აღამფრენა