ხოოოოდა : ))
ესე იგი, როგორც თქვენს უმეტესობას ახსოვს, დდ მქონდა 26 მაისს, თუმცა ვიცოდი რომ 40 კვირამდე ვერ მივაღწევდი.
ზურამაც მითხრა 10 მაისიდან ველით უკვე აქტიურადო...
მახსოვს, 36 კვირის რომ გავხდი, უზომოდ მიხაროდა.
თან ალბათ ნახევარი ფორუმი მეუბნებოდა ყოველ დღე, დაჯექი სახლში, რამდენს დადიხარო.
დავრბოდი დილიდან საღამომდე რემონტზე, ვიჯექი 36 კვირამდე საჭესთან , დამყავდა ბავშვი ათას ადგილას , ვაგვარებდი ყველაფერს, თითქოს მერე ვეღარ გავინძრეოდი ))))
13 მაისს საღამოს ძალიან ბევრი მარწყვი ვჭამე და სახლში რომ მოვედი ცოტა კუჭი ვერ მქონდა წესრიგში.
ღამე ცოტა შემცივდასავით.
14 მაისი დადგა, მილოცავდნენ თამარობას... მანამდე მინდოდა რომ 14 ში გაჩენილიყო, 14.05.14 მომწონდა : ))))
ჩაწერილი ვიყავი სალონში შეღევბაზე, ფრჩხილზე ამბებზე, მოკლედ ვწესრიგდებოდი უკვე ნელნელა.
დილიდან რაღაც ცოტა მამცივნებდა, სიცხე გავიზომე, 37 მქონდა ზუსტად, მაგრამ ვიფიქრე ალბათ ჯერ ახალგაღვიზებულის პონტში ვარ მცხელა და მაგიტომთქო. მერე რომ გავიზომე აღარ მქონდა და გავედი სალონში.
ტუჩი რომ ავიხიე, ძაან ბევრი ვიტირე, გაგიჟდა ის გოგო რა გჭირს რა დღეში გაქვს ნერვებიო ))) რაც უფრო მეტს მეფერებოდა უფრო მეტს ვტიროდი : ))))))))))))
საღებავიანი რომ ვიჯექი , ვიგრძენი რომ რაღაც მემატებოდა და ავნერვიულდი, მეორე ბავშვის გაჩენაც სიცხით არ მინდოდა და დავიძაბე...
მოვრჩი სალონის ამბებს, გამომიარა ლექსომ და მივედით ანაზღაურებაზე, ვადა გასდიოდა ქვითრებს...
მანქანა ცუდად გავაჩერეთ და გავიდა ლექსო გავხედავო და ამ დროს დაიწყო მეორედ მოსვლა.
გემახსოვრებათ საოცარი წვიმა და ქარბუქი რომ იყო ... დავრჩი მე შიგნით, ის მანქანაში )))
ამასობაში ამიტანა კანკალმა და მივხვდი რომ 38ს აცდა... დავურეკე ქეთის და დავაბრალეთ მარწყვს. მითხრა რა დამელია და დამირეკეო.... მერე დამეწყო მოცევენებები რომ ბავშვის მოძრაობა შემცირდა...
ცოტა რომ გადაიღო შემოვიდა ლექსო და გამიყვანა, ყველაფერზე ვტიროდი აი ვაბშე.
ავედით ვერაზე, დავწექი ეგრევე, დავიფარე მილიონი ადიელა, ჩაი გამიკეთეს, პიურე... 39მდე მქონდა სიცხე და ატყდა პანიკა... 6 ხდებოდა იყო ქეთის რომ დავურეკე მგონი ბავშვი ცოტას მოძრაობსთქო და გაგიჟდა აქამდე რატომ არ მითხარიო.
ჩადი მიმღებში გაგსინჯონო, თვითონ გასული იყო და კახაც...
მოკლედ წამიყვანეს ჩაჩავაში. იმ ქალის სახელიც კი დავივიწყე ვინც იყო მორიგე, არ მახსოვს.
მარწყვით ბევრი ორსულობა შეწყვეტილაო გამომიცხადა...
მოკლედ გულისცემა მოისმინა, რაც ჩემთვის მთავარი იყო და ხელით გასინჯვაზე უარი ვთქვი.არ მინდოდა დაჩქარებულიყო რამე სანამ ავად ვიყავი. პარაცეტამოლიც არ დალიოო გამომიცხადა ამ ქალმა.
მოკლედ გამოვექეცი და კარიდორში გამომეკიდა ხელი მოაწერეო : ))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ამიყვანეს ისევ ვერაზე ჩემებთან და დავწექი. რომ დავმშვიდდი, ბავშმაც დაიწყო ისევ აქტიურობა...
სიცხე ძლივს ჩამომდიოდა 39 დან 38მდე, 1 საათი უნდებოდა და მეტი არ ჩამოდიოდა, წარამარა გამოცვლა, წარამარა ხან მციოდა ხან მცხელოდა, წელი მტკიოდა ყველა გადატრიალებაზე, ჩემხელა მუცელი, დასიებული ფეხები... და დასიებული ნერვები : ))
მოკლედ 39.3 ზე რომ ავიდა სიცხე, ქეთი შეშფოთდა, რომ დაეწყოს, ჩაჩავაშია რ მიიღებენ სიცხიანსო, გაუშვებენ ღუდუშაურშიო. თან ვერ გაერკვნენ მოწამლული ვიყავი თუ გაციებული თუ ვირუსი იყო.
ვირუსული არაფერი მჭირდა, მაგრამ 1 კვირით ადრე სანდროს ქონდა 39ებით ვირუსი და შეხებაში ვიყავი... გული არ მერეოდა, კუჭი ნორმაში იყო.
მარტო სიცხე მქონდა, მეტი არაფერი და თავი მტკიოდა ისიც ალბათ სიცხისგან.
მოკლედ ბარემ დავაწვინოთ ღუდუშაურშიო ქეთიმ და აი მანდ ავწიე პანიკა.
მეთქი სულ რომ სახლსი გავაჩინო, ღუდუშაურში არ წავალთქო ვიძახდი (რა თქმა უნდა წავიდოდი, მაგრამ გავაფრინე კინაღამ შიშიგან). დედაჩემს მოვუყევი nino_sh - ს ამბები და საერთოდ რაც გამიგია ყველაფერი და მიშველეთქო მოვთქვამდი.
მოკლედ დედაჩემმა გადარეკა გადმორეკა და დამახვია სახლში ინფექციონისტები, თერაპევტები და რა ვიცი მე ვინ აღარ, მთელი კონსილიუმი. ინფექციონისტმა არაფერი არ ჭირს ამ ბავშვსო, დაჟე ალტაფლორას მასმევდნენ ძალიტ და შეეშვითო. დილამდე ანტიბიოტიკიც არ მინდაო, გადასხმაც არ ჭირდებაო აი არაფერი არააო, ეს სიცხეც დაიწევსო. დედაც ამ აზრზე იყო უბრალოდ ვერ იღებდა თავის თავზე და ამ ქალმაც რომ ასე თქვა დაწყნარდა. დაურეკა ქეთის და დამტოვეს იმ ღამეს დედაჩემთან. ოღონდ ქეთიმ ჩამწერა 9საათზე თერაპევთთან, კტგ-ზე, ეხოზე, დამაბარეს რაღაც ცეერპეს და შარდის ანალიზი და მერე შემოხვალ ჩემთანო...
ძილის წინ 39.3 მქონდა მახსოვს და ლექსომ რაღაცეები ჩამირტო ლეპტოპში და ვუყურებდით, მერე დამეძინა...
ღამე ნელნელა დამეწია , დედა მარტო ერთხელ გავაღვიძე, პარაცეტამოლიც ერთხელ დავლიე...
8 საათზე ალარმმა დარეკა.
ავეხიკე ძლივს.
1 ლუკმა ძლივს ჩავიდე პირში რომ წამალი დამელია...
ღამე იმდენჯერ ვიყავი ტუალეტში, რომ ფეხებიც კი დამიცხრა )))
ციოდა დილიტ და მე უფრო მციოდა, ჩავიცვი დედას საროჩკა და ჩავედით. ავიღე ანალიზები, ქეთიმ დამინახა ამ დროს, შემიყვანა თერაპევტთან, გამომკითხეს ყველაფერი, გამსინჯეს, მერე კტგ, ეხო - ყველაფერი წესრიგში იყო. კახამ მაშოს სურათები მომცა, მომეფერა დამამშვიდა და გამომიშვა. აღარ ვნერვიულობდი...
საბოლოოდ ვერ დაადგინეს რა მჭირდა, მაგრამ ცრპ იყო ცოტა მომატებული, ინფექციის მაჩვენებელი და გადაწყდა ანტიბიოტიკი. მაგის გარეშეც გამოძვრებიო, მაგრამ უკვე საჩქაროა შენი გამოკეთებაო...
ზურასთანაც მიწევდა ასვლა, მაგრამ აღარც მე მქონდა თავი და აღარც ქეთიმ მატარა , წადი სახლშიო და მე ვეტყვი ზურიკოს ამბებსო...
ეს იყო 15 მაისი, ხუთშაბათი.
წამოვედით სახლში, ლექსო გაეთავისუფლა, სანდრო ვერაზე დავტოვეთ...
მთელი დღე ვიწექი, ვუყურებდით სერიალს, ვსვამდი წამლებს, ვიკვებებოდი გემრიელად და მივლიდა ჩემი ქმარუკა. ვიცოდი, რომ არ დამეწყებოდა, ქეთიმ მითხრა არ დაგეწყება დრეს ნუ ნერვიულობო და ვიყავი მსვიდად : )
ხო , კდიევ იმან დამამშვიდა, რომ ქეთიმ მითხრა რომც დაგეწყოს და არ მიგიღონ აქ და მოგვიწიოს ღუდუშაურიო, წამოგყვებით მე და ზურა, შენ არ ინერვიულოო და აი მანდ ამოვისუნთქე

ქეთი მირეკავდა თვითონ მთელი დღე, ვერ ვასწრებდი დარეკვას...
სიცხე აღარ ამწევია მეტჯერ საერთოდ. იმ დღეს მორჩა ჩემი ავადმყოფობა.
გათენდა 16 მაისი, სუსტად ვიყავი, მაგრამ ყველაფერი უკან იყო...
დავურეკე ქეთის და არ მოხვიდე ანალიზებზეო, დამტავრებულია შენი ცუდად ყოფნა, გააგრძელე მაგ რეჟიმში ყოფნა და გამოკეთდიო.
იმ დღეს გავიგე, რომ ღვთისმშობლის კვირეული ყოფილა და მუცელს მოვეფერე, ჰე ახლა გაჩნდი დროზე ქალბატონო მარიამთქო ))
ბედნიერად დავისვენე იმ დრესაც...
გადმოვიწერეთ ბოლო სეზონის ბოლო 3 სერია... 2ის ნახევარი იყო, ბოლო სერიას ვუყურებდთ და უნდა დაგვეძინა.... თან ვფიქრობდი ნეტა როდის უნდა ჩავლაგდეთქო, აქაც დავპოსტე... და უცებ ვიგრძენი რომ წყლები დავღვარე ))))
ლექსოს ვეუბნები და გეჩვენებაო შეეშინდა )))
შევედი აბაზანაში და დავუძახე არ მეჩვენებათქო )))
გავიკეთე პაკეტი, მივწერე ჩემს უახლოეს დაქალს გაიღვიძე დამეწყოთქო, დავპოსტე აქ,
მივწერე mcho-ს და დავიწყეთ გიჟივით ჩალაგება. თან ვფიქრობდი ქეთი გამეღვიძებინა თუ ზურა.
ბოლოს ისევ ქეთი გავიმეტე ))) ხოდა რომ მითხრა ზურა იქ არის, მშობაირე ყავსო, გავგიჟდი სიხარულით )))
კიდევ კარგი სია მაინც მეწერა და გავიძახოდი რა მოეწოდებინა ლექსოს და ვსვამდი პლიუსებს.
წყალი მოდიოდა და მოდიოდა.
ოღონდ ვერაფერს ვგრძნობდი სხვას, არც მტკიოდა და არაფერი და ვიცინოდი იდიოტივით ))))
ამასობაში ჩვენი მეგობრებიც მოვიდნენ, სოფო ამოვიდა, ვიცინეთ ერთად ჩალაგებისას, სურათი გადამიღო (სანდროზეც წასვლის წინ მაგან გადაგვიღო სურათი და ვიღადავეთ ძაან ) და ნელნელა დავიძარით.
გზაში მუსიკას ავუწიე ბოლომდე და ვმღეროდი ძაან ბედნიერად, შუქნიშნებზე იმათ ვეკონტაქტებოდი მანქანაში და ძაან ვხალისობდი. ლექსო იყო გაფითრებული

mcho გავაღვიძე, მკიდია შენ უნდა გამიხსნა თემათქო. ჩემი ქმარი მეკითხება ვის ურეკავო, ნუ ეგ ცალკე ღადაობა იყო

ხოდა მივედით და ავნერვიულდი პაწა )))
დავიწყე გადმოლაგება რა შემქონდა რა არა, შევედი მიმღებში , დაიწყეს გამოკითხვა.
მშობიარე იჯდა ჩემს წინ, ჯერ მარტო სახე ქონდა ისეთი, გული ამომივარდა, გამახსენდა პირველი მშობიარბა და მოვკვდი ადგილზე.
ისინი გარედან მეცანცარებიან რომ გავიღიმო.
მეთქი ზურა სადაა )))
ზურა ზევით არის და ჩამოვაო დაურეკეს, მანამდე მორიგე გაგსინჯავსო.
რას ვიზამდი. შედი ტუალეტშიო მანამდეო, და ეს ხალათი ჩაიცვიო.
შევედი და აღარ გამოვედი, იქნებ ზურამ მომისწროსთქო )))))))))))))))
გამოვედი და ზურა კი იყო, მაგრამ მორიგეს აცალა გასინჯვა , მე ძაან უკმაყოფილო წამოვწექი.
დიდად არც გამიგია, 1 თითზეაო ამ კაცმა, წყლები იღვრებაო და გტოვებთო.
დაიწყეს საბუთების შევსება, სისხლის აღება, აწონვა და ამბები.
პალატაზე მკიტხეს და ლუქსითქო და არაა ცარიელიო.
მეთი გამილუქსეთთქო და მარტო ორკაციანშია ერთი ადგილიო და აპარტამენტებშიო.
ორკაციანში არ მინდოდა და სხვა გზა არ იყო, ავიღეთ აპარტამენტები.
ლექსოც ამოუშვეს შესაბამისად.
ხო, ტელეფონები უნდა დატოვოთო, მეთქი შანსი არაა, მე ტელს არ დავტოვებთქო. მერე მოგცემთო.
ვერათქო გავჩაჩხე ფეხები )))))))))))))))))
ხოდა კაი ქალი იყო ის და ჩაიდე ჯიბეშიო და თუ რამეა, ჩვენ არ ვიცოდითო )))
ლამის ვაკოცე იმ ქალს, კაი თქო.
ისე გავნაგლდი, დამტენი მოვატანინე ლექსოს და მელოდებოდნენ, მოიტანს დამტენს და ავალთო ))))
მოკლედ ამიყვანეს 4 ხდებოდA და შემიყვანეს ჯერ ბლოკში. წამოწექიო, არ მინდოდა წამოწოლა და ვიჯექი, დავდიოდი, ვლაპარაკობდი, ვმესიჯობდი , თან უკვე ვღელავდი.
მოვიდა ზურა და გამიყვანეს რაღაც სტრანნი ოთახში გასასინჯად.
და აი ზურამ რო გამსინჯაააა, თუ არ ვიკივლებდი არ მეგონა, ვღმუოდი ჩუმად, კაი ხანი მსინჯავდა თან და თან მელაპარაკებოდა ძაან თბილად, ცოტაც მაცალეო.
მერე რაღაც დიდი ჯოხივით რაღაც გააძრო და თვალები დავხუჭე. ეგ არ გამიგია.
ეტყობა ბუშტი გამიხეთქა, წამოვიდა ღვარივით წყალი. ან გასინჯვის გამო, არ ვიცი.
ხოდა მკითხა ხო გადაწყვტიე გაუტკივარებაო ))) მეთქი კი.
ხოდა მოდი ესე ვქნათო, ტკივილებისას უფრო ცოდო ხარო და ჩავდგათ კათეტერი ეხლა მშვიდადო და რო დაგეწყება გავუშვებთ წამალსო და გამიხარდა და დავთანხმდი.
შეავსეს შემდეგი საბუთები, გამსაუბრეს ანესთეზიოლოგთან, ძაან კაი ქალი იყო აი ძაან დეტლაურად ამიხსნა ყველაფერი და შევედით. მაგ პროცესის გახსენებაც კი არ მინდა, ვერ ვიტან. ცოტა მეტკინა, არაფერი ისეთი. გაუშვეს ტესტ დოზა, იმოქმედა და წამოვედი ჩემი კათეტერებიანად ისევ ბლოკში 6 ის ნახევარი იყო...
ხო ზურამ დილის საათებში გაჩნდებაო მითხრა )))
ამპიცილინი გაუშვეს ვენაში, ჩემებს და მჩოს მივწერე, დავწექი და დავიძინე. ლექსოს ეძინა სკამზე
სადღაც 7ის ნახევრისკენ სკენ ამტკივდა და გამსინჯეს და ჯერ არაო წამალიო, ავზმუკუნდი და მსინჯავდა ყველა მოხალისე მგონი. ბოლოს მივხვდი რომ ზურა მიშველიდა და მეტქი დროზე მომიყვანეთ. ზურამ მახავლა ისევ მაგრამ ვხვდებოდი რომ რაღაც ანსხვავებულად მსინჯავდა. ყელს ეხმარეოდა თუ რა იყო არ ვიცი... ხოდა შევჩვლე და დროზე გაუKეთეთ წამალიო და გამიკეთეს )))
8 ხდებოდა რომ 2 თითზე ვიყავი... 9 ზე მეორე დოზა გამიკეთეს. 10 ზე 2.5 ზე...
ისე მშიოდა ვკვდებოდი, მეთქი წამალი მაქვს დასალევი მიშველეთ მაჭამეთ ))) ხოდა ზურას კითხეს და აჭამეთო და მომიტანეს ჰერკულესი და ჩაი. ცოტა ვჭამე დავლიე წამალი. პერიოდულად ვითიშებოდი...
11 ხდებოდა რომ ვიგრძენი ძაან მტკიოდა და აღარ მიმატებდნენ, ამ დროს ზურა მოვიდა და დაუმატეთ ცოტაო და დამიმატეს. მალე გააჩენო. ყველაზე მაგრად ჩახევა-ჩაჭრის მეშინიათქო წავეწუწუნე.
დამიჯერე და არ გექნება არაფერიო და დავუქნიე თავი.
მორიგე ექიმი მზიკო მეჯდა ა ვგრძნობდი რომ სხვანაირად მტკიოდა და ვუთხარი .
ხოდა ესე მკითხა, ჩაწოლის შეგრძნება ხო არ გაქვსო მეტქი ეგ რა არის. აი ნაწლავზე დაწოლის გრძნობაო თითქოს კუჭში გინდა გასვლაო.
ლექსოც იქ იჯდა და არათქო მოვატყუე

მერე მივხვდი რო ვაფრენ და კითქო ))))))))))))
ხოდა შემხედა და უი მოდის უკვე ბავშვიო წყნარად იძახის მე ავპანიკდი, მეთქი ზურა დროზე. მოვაო კაცო ნუ ნერვიულობო.
მე კიდევ წარმოვიდგინე ათასი სისულელე და მეშინია, ვკანკალებ. ვფიქრობ, ვის დავუტოვო სანდრო, მე რომ ახლა რამე მომივიდეს, ვფიქრობ ეყვარება ტუ არა თავისი და, მე რომ გადავყვე მშობიარობას.
ეს წამებში ხდება. უცებ შემეშინდა ბავშვს არ მოუვიდეს რამე, მე რომ არასწორად მოვიქცეთქო და წამომივიდა ცრემლები. უი ესე გტკივაო იმ ქალმა , ლექსო ხელზე მეფერება... უკვე უნდა ამოვიღო ხმა და ვუთხრა ათასი სისულელე, რომ ჩემს თავს შემოვუძაზე, ყველაფერი კარგად იქნებათქო და ამ დროს ლექსომ თითქოს იგრძნო და ძალიან მიყვარხარო და გადმოვყარე ცრემლები მეცთქო....
ამზადებენ იქეთ ბავშვის დასაწვენს და ტანსაცმელი სად გიდევსო მეთქი არ მაქვს
მიყურებენ გაოგნებული ქუდი და წინდაცო? მეთქი არა მოიტანენ ეხლააა )))
დავიწყე თამის მართლება, დედასთან მაქვს ტანსაცმელითქო და სახლიდან მოვდივართქო, ვბოდავ ))))))))
ხოდა მტკივა 5 წუთში ერტXელ მგონი არც მახსოვს და ვზუივარ, ეს ქალი მეფერება მამშვიდებს მასწავლის როდის გავიჭინთო.
ისევ იმ საწოლზე თან, მეთქი რატო არ გადავყავარ იქეთ, ცოტა შემეშინდა ))) რა გინდაო ქმარი გვერდით გყავსო მეუბნება და ამოვიხავლე არ მინდა რო გვერდით მყავდესთქო

ლექსომ მაკოცა და გავიდა....
კუნთი მეჭიმებოდა ფეხის სასტიკად და მამასაჟებდა ის ქალი . ზურას გავიძახი ინტერვალებში. უცებ გამახსენდა რომ ჩულქები მაქვს სამშობიაროდ მანქანაში. გასძახეს ლექსოს და 2 წუთში უკვე მაცმევდნენ ))))))))
სადღაც 12ის ნახევარზე ზურაც შემოვიდა და ალბთ 20 აკლდა 12ს რო გადამწვინეს.
მანამდე მუხლებს ვეჭიდებოდი ხელებით და იქ რო გადამაწვინეს ჯოხებს მოეწიდეო, მოვეჭიდე და დაიწყოოო.... მზიას ვუთხარი, არ ჩამჭრა გევედრებითქო ერთი 3ჯერ ზედიზედ, გამიღიმა, ვეცდები ყველანაირად, უბრალოდ დიდი ბავშვი ჩანს და უნდა დაგვიჯეროო.... ამოვიოხრე...
ვიღაცეები დარბოდნენ, ლაპარაკობდნენ, ეს ღეროვან უჯრედებს ინახავსო, მესმოდა ჩემი გვარი, რაღაც კითხვები, გარშემო ტრიალებდა თითქოს მილიონი ადამიანი და მე იმ ერთ სკამზე, ჩემს წინ ბებიაქალი და მარცხნივ ზურა მშვიდი სახით, კარს იქეთ კიდევ ასე მეგონა ლექსოს გულისცემას ვგრძნობდი და მარტო ის მინდოდა, მალე მორჩენილიყო ეს ყველაფერი... მახსოვდა, რომ ჭინთვის დროს 3ჯერ გაჭინთვა უნდა მომესწრო და ვცდილობდი მთელი ძალით, მაგრამ სახე რომ მეჭიმებოდა, მეშინოდა არ ჩავიხეთქო...
ზურა მაქებდა, მე კიდევ მეშინოდა... ერთ-ერთ ჭინთვაზე დავიყვირე და ზურა შმეომიტრიალდა, აბა ეხლაო, რას მეუბნებოდი შენ მე წეღანო, დამიჯერე იცოდეო და აღარ იყვირო მეტიო, ავიტუზე იმ სკამზე დასჯილი ბავშვივით და მოვკეტე ))) ვიღაც იდიოტმა გაიარა და უი რამხელა ბავშვიაო :შ
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცას მადებდა ეს ბებიაქალი, კოლბას თუ რაღაცას... და უცებ გავიგე ვირაცამ უთხრა გამოუშვი ახლა ეგ ბავშვი მაქედანო და გასწია. არ ვიცი რა ხდებოდა მაგ დროს...
ერთიც, ერთიც - ეს მესმოდა ერთი ორი წუთი...
ზურა ამოიწია ჩემსკენ, მუცელზე ერთი დამაწვა და ვიგრძენი რომ ბავშვი გამოსრიალდა და მომეშვა, თავი დავინახე და გადავწექი უკან, გული მიმდიოდა უკვე... ცოტა წამოიტირათქო მომეჩვენა და ხომ კარგად არისთქო და კიო... შენც არაფერი არ გაქვს, ყოჩაღი გოგო ხარო ზურამ. ნახეთქიცთქო? ნახეთქიც არაო. და გამიღიმა : ) ამასობაში
გადაჭრეს ჭიპლარი გაახვიეს და დამაწვინეს გულზე და რომ შევხედე.... მუხლებში სისხლის მიმოქცევა ვიგრძენი და გული ისე ამიჩქარდა, ისე.... მიყურებდა გაოცებული თვალებით, იყო სრულიად დასვრილი და სასაცილო...
შემოუშვით მამიკოთქო ვითხოვე... ზურამ შემოიყვანა... მივულოცეთ ერთმანეთს .... ვუყურებდი მაშოს ლოყებს და ცხვირს და მომდიოდა ცრემლები.... შემოვხვიე ხელები და ღმერთს მადლობა ვუთხარი... ეს იყო შეგრძნება, რომელიც რაც არ უნდა ეცადო, ვერ გადმოსცემ და ალბათ ვერც გაიხსენებ ბოლომდე... ვერ ვხვდებოდი, რით დავიმსახურე ამხელა ბედნიერება...
ლექსო გვიყურებდა ხან ერთს ხან მეორეს...
ამასობაში გამწმინდეს, მორჩნენ ყველაფერს და ზურამ მომილოცა და გავიდა.
რაღაც ზეწრიტ გადამაწვინეს ისევ იქეთ საწოლზე და 2 სათი აქ იქნებიო.
ლექსომ კითხა ეხლა ძუძუ უნდა იპოვოსო და კიო უპასუხეს.
და ზუსტად ამ დროს ჩაიდო ძუძუ ჩემმა პაწიამ.... გოჭივით ჭამდა, გამხეცებული ))))
ლექსომ შუბლზე მაკოცა და ხელი მომხვია და მივხვდი, რომ წინ უბედნიერსი პერიოდი გველოდა, UKVE
აღარ მეშინოდა....

თუ ვინმემ სულ წაიკითხეთ, გილოცავთ : ))))
გოგოშკებოოოოო, ყველას გისურვებთ უპრობლემო მშობიარობას და ჯანმრთელ ბაიებს

პ.ს. აი რომგავუღიმებ და თვითონაც რომ მოაღებს პირს, ეგრევე მიცრემლიანდება თვალები და ასე მგონია, ამაზე მეტად არაფერი არ მიხარია... აი პირველი ხომ საოცრებაა და
მეორე შვილი სულ სხვანაირი სიტკბოა...
და ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე ოდესმე თუ ვცხოვრობდი, ან ეს რომ გაიზრდება რა მეშველება...
ან რატომ გამიმართლა ასე, რომ ღმერთმა ჯერ ბიჭი მომცა მერე გოგო და ორივე ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა... სანდრო რო მაშოს ელაპარაკება, მაგ დროს ხომ საერთოდ მინდა ორივე ჩავიხუტო და აღარ გავუშვა.... ხან მეშინია კიდეც იმდენად ბედნიერი ვარ.... და მინდა ყველა დედიკო ასეთი ბედნიერები იყოთ :***
ჩემი ახდენილი ოცნებაა ეს
This post has been edited by Tak on 1 Jul 2014, 19:24
Whether you think you can or you can't - you're right.