მოკლედ როგორც იქნა მოვიცალე
"იმედის კლინიკაში" მუშაობენ გმირი ექიმები, ჩემს ჩაინიკურ კითხვებს რო გაუძლეს და ერთხელაც არ მაგრძნობინებს რო დებილობებს ვეკითხებოდი :-)
სამშობიაროში დილის 8ისკენ მივედი წყლების დაღვრით. იმ წუთიდან მოყოლებული 6ის ნახევრამდე ექიმებს სისხლი გავუშრე, ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი მნიშვნელობით

ჩემი მეუღლე დასავლეთში მუშაობს, ზუგდიდში მივლინებით, ხოდა ამ დღესაც იქ იყო, მინიმუმ 5საათი ვიცოდი რო ვერ ჩამოვიდოდა (გზას უნდა ამდენი) თან იმედში ტელეფონის შეტანა ბლოკში სასტიკად აკრძალულია, მე კიდე გავრისკე და ხალათში გახვეული ავაცუნცულე, აბა რო არ გამეგო ჩემი ქმარი როდის ჩამოვიდოდა და ა.შ გავგიჟდებოდის, ხოდა ამ დროს კეთილmა ექთანმა ჯერ შენ ყველაფერი წინ გაქვსო და მშვიდად დაელოდე მუცელი როდოს აგტკივდებაო და ჩამირთო ტელევიზორი, სადაც მესმის რო რიკოთია გადაკეტილი, გამისკდა გული

შემოვლით გზას ხუთი საათის ნაცვლად 7 საათი უნდა, ხოდა დავიწყე ექიმების წამება

( მუცელი არ მტკიოდა ჯერ კიდევ და იმიტომ ვბლატაობდი)
რამდენ ხანში გავიხსნები სრულად? როგორც წესი ეს რამდენ საათში ხდება, რატო არ მტკივა, როდის ამტკივდება, რამე არსებობს 7 სთ რო არ ვიმშობიარო, არაა ჩემი ქმარი აქ და ა.შ ხუთ წუთში ერთხელ ყველა გამვლელ გამომვლელ ექიმს, ექთანს, სანიტარს თუ დაჟე კლინიკის დირექტორს ვეკითხებოდი.
მოკლედ როგორც იქნა ამტკივდა

ზეიმი იყო კლინიკაში იმედია ახლა მაინც გაჩუმდებაო, მაგრამ...

განვაგრძე კითხვების დასმა და ხუთ წუთში ერთხელ ვითხოვდ გასინჯვას შემაყოვნეთ ჯერ ჩემი ქმარი გზაშია და მის გარეშე ვერ გავაჩენ მეთქი

ექიმი, რომელიც მამაჩემის და მამიდაჩემის ბავშვობის მეგობარია, მზად იყო უკვე ფანჯრიდან გადავეგდე, მაგრამ გადავრჩი

3-4საათისთვის უკვე საჭირო გახდა გაუტკივარების გაკეთება იმიტო რო ქანცი არ მქონდა, ენას კიდე ვატლიკინებდი, ბაია მაწვებოდა მარა 3 თითს ვერ გავცდი და გაუტკივარება თან დააჩქარებდა პროცესს თან მე დასვენების საშუალებას მომცემდა რო მერე მემშობიარა გართულებების გარეშე ან გამიკეთებდნენ დამაჩქარებელს თუ რაღაცას რომლითაც კედლებზე სიარულს დავიწყებდი.
მე რა თქმა უნდა გავფშიკე ფეხები არაა აქ ჩემი ქმარი არ მინდა დამაჩქარებელი არც გაუტკივარება ჩემით ვიზამ მეთქი რა უნდა იყოს რო ვერ გავუძლო მეთქი, კაიო, მაგრამ ექიმმა დედაჩემს მაინც დაურეკა და გააფრთხილა ასე უნდა ვქნათო რაგაც წვეთოვანა უნდა დაედგათ რონლითაც წინ "თავდავიწყება" მელოდა, სხვა გზა არ იყო ბაია წვალობდა და ყელი ნელა იხსნებოდა.
3 საათი ვუარობდი გაუტკივარებას, და ჩემმა ქმარმა ავტობანზე რო შემოდგა ფეხი უკვე კედლებზე დავდიოდი და ჩქარა რამე მიქენით მეთქი ვღრიალებდი არ ეცალა სხვას უკეთებდნენ გაუტკივარებას და იმდენად თავხედი ვარ დააჩქარეტ მტკივა მეთქი, როცა მანამდე ნახევარი კლინიკა გაუტკივარებაზე მხვეწებოდა შენთვის კი არა ბავშვისთვისაა კარგიო, გაუტკივარება ისე გამიკეთეს უკვე ტკივილისგან გონება არ მქონდა და მერე რო მომეშვა გეფიცებით სამოთხეში ვიმშობიარე

ჩემი ქმარი რო ჩამოვიდა და შემომიყვანეს ბლოკში 15წუთში გავაჩინე, ჩემი გოგოც დაელოდა მამიკოს
კლინიკაც, მომსახურებაც და მედპეესინალიც ფანტასტიური. ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზეც ანალოგიური დაუზარელობით მცემდნენ პასუხს, როგორც მთელი მშობიარობია პროცესში და ჩემი ექიმი არ ვიცი რა <3 ის რო დღეს მე ჯანმრთელი ბაია მყავს და არცერთი ნაკერი არ მაქვს მისი დამსახურებაა
პ.ს უფ რამდენი ვიბოდიალე, მაგრამ ერთ ამდენს დავწერდი დადებითს ამ კლინიკაზე და ექიმებზე :*