ჩემი მშობიარობიდან 1,5 თვე გავიდა. მეც დავწერ ჩემი მშობიარობის ამბებს...
წინა მშობიარობისაც მეწერა 2007 წელს მაგრამ ვეღარ მივაგენი იმ თემას, მგონი აღარც არსებობს

მოკლედ ვადას 2 კვირა რომ გადაცდა ანუ 5 ივნისს ღამე ოდნავ მოვლითი ტკივილები ვიგრძენი, საათი დავინიშნე და აცაბაცა ინტერვაილი იყო, ასე რომ მშვიდად გავაგრძელე ძილი, დილით რომ გავიღვიძე არაფერი აღარ მტკიოდა 12 საათზე წავედი მეანთან მორიგ ვიზიტზე, გამსინჯა და აღმოჩნდა რომ 3,5 თითზე ვიყავი გახსნილი და გტოვებო გამომიცხადა
ცოტა კი დამეზარა მაგრამ რაღას ვიზამდი... დავრჩი.
გამოვიცვალე ჩემი ბლოკი მაჩვენეს და ველოდები ეხლა როდის ამტკივა.. მაგრამ სადაა? დავბოდიალობ დერეფანში ხან ტელეფონზე ვლაპარაკობ ხან ექიმებს ვეყბედები.. მოკლედ ტკივილები არ ჩანს..
ადგა ჩემი მეანი და ბუშტი გახეთქა.. ცოტა ხანში წამომტკივდა...
ამასობაში გამოვკითხზე ჩემს ბებიაქალს რა მეთოდით აპირებდა მშობიარობას, ახალგაზრდა გოგო შემხვდა ნინო, გადასარევი ექიმია პირველ სამშობიაროში
მოკლედ დავადგინე რო ეპიდურალურით აპირებდა
3 სათი იყო რომ უკვე გაძლიერდა ტკივილი, 3:15 წუთზე მაგიდაზე ამახტუნეს დაიწყოო .. მოკლედ ერთ მომენტში ბლოკში ნეონატოლოგი შემოვიდა ბავშვის მისაღებად, ვიცანი ჩემი უფროსი ბიჭიც იმ ექიმმა მიიღო და ტკივილებს შორის პაუზაში მივესალმე
ამაზე დამცინეს მისალმებაც რო მოახერხაო

მერე მკითხა ჩემმა მეანმა ხო გაიზარდაო? მე ამ დროს უკვე ტკივილმა წამომიარა, თან ვერ მივხვდი რაზე ან ვიზე მკითხა და ხო მეთქი თავი დავუქნიე მექანიკურად, თურმე იმ ნეონატოლოგზე მკითხა , ეხლა იმას დაუწყეს ღადაობა გაზრდილხარ, უკვე დიდი ბიჭი ხარო, მოკლედ თან ვიცინოდი თან ვმშობიარობდი, ბოლოს ნუ მაცინებთ ვეღარ ვიჭინთებითქო ვეხვეწებოდი
ამასობაში ჩემი ბაიაც დაიბადა 3:20 წუთზე.
გულში ჩავიხუტე თუ არა მაშინვე დაიძინა

რა ტკბილი მომენტია ყველამ კი ვიცით ეს...
ბუთქუჩა ლოყებიანი და მკლავებიანი გოჭი

მოკლედ მშობიარობა მქონდა ნეტა ყველას მასე ჰქონდეს..
ჩახევა ჩაჭრების გარეშე, ჩიტივით ვიყავი იმწუთასვე..
პირველზეც მასეთი იოლი და სწრაფი, და მეორეზეც..
პირველ სამშობიაროში, ექიმი დათო ვაშაკიძე, ბებიაქალი ნინო 27 წლის გოგოა, გვარი არ ვიცი ძალიან მაგარი ადამიანები არიან, და რაც მთავარია პროფესიონალები
ბაია 53 სანტიმეტრი, 4.7 კილო. ალექსანდრე
