დადგა ჩემი მოგონებების დაწეროს დროც ..ესეიგი მთელი 9 თვე ვეგუებოდი იმ აზრს რომ უნდა მემშობიარა ფიზიოლოგიურად. დდ მქონდა 2 აგვისტოს მაგრამ დარახველიძემ დამიბარა თუ მანამდე არაფერი იქნა 5 ში მოდიო. ეხო 37 კვირაზე მქონდა ბოლოს გაკეთებული სერგოსთან. ნაყოფის წონა იყო 3200 და ვიმედოვნებდი რომ 3800 ზე მეტი არ უნდა დაბადებულიყო მაგრამ მაინც მეშინოდა და 4 აგვისტოს ყველა რომ გავიგულე სახლიდან უცებ დავკარი ფეხი და "გავიპარე" ეხოზე ჭიღლაძესთან. ნუ ეხოზე რამაზმა 4000 კილო უკვე არისო -+ 150 გრამიო, მაგრამ ცდომილება უფრო დიდია ამ ვადაზე და შეიძლება მეტიც დაიბადოსო. მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო რომ 41-ე კვირაში ვიყავი და საშვილოსნოს ყელი ჯერ გადასწორებულიც არ არისო და შეიძება 10 დღე არც არაფერი იყოსო, ნუ მე რა თქმა უნდა შევშინდი, დავურეკე დედაჩემს და გამაქანა ეგრევე ქორიძესთან, მივედით და საბედნიეროდ ოპერაციაზე არ იყო შევვარდი ეგრევე და მეთქი საკეისრო მინდა თქო. როგორც ვიცოდი წინასწარ დიდად წინააღმდეგობა არ გაუწევია, ერთი ის მითხრა რომ თუ გინდა გაუტკივარებით გაგაჩენინებო მარა ცოდო ხარო აღიარა ბოლოს.დამინიშნა წინასაკეისრო ანალიზები და იმავე დღეს პასუხებით ავედი ისევ ქორიძესთან საკეისროს თარიღის დასანიშნად. მეჩალიჩებოდა 8 შიო და თავი გავიგიჟე არ მინდა ომის თარიღია მეთქი და კაი მაშნ 7 იყოსო, მე მოსვლას არ ვაპირებდიო პანაშვიდზე მივდივარო მარა დილით მოვალ და ადრევე აქ იყავიო. გამოვფრინდი ასე სიხარულით. თან მინდოდა ბავშჰვი მე40 დღეს მომენათლა და 7 ში რომ საკეისრო გამეკეთებინა მე-40 დღე ჩემი ქმრის დაბ დღე უწევდა და ესაც გათვლილი მქონდა

ერთი სიტყვით მოვემზადე საკეისროსთვის სიხარულით, საერთოდ არ ვნერვიულობდი ერთი ის ვერ გადამეწყვიტა სპინალური გამეკეთებინა თუ ზოგადი ნარკოზი. მე სპინალური მინდოდა მაგრან წინასაკეისრო ანალიზების აღების დღოს ერთმა ექთანმა ისეთები უთხრა დედაჩემს ამ სპინალურზე რომ მერე ანესთეზიოლოგმა რომ მკითხა რომელს ირჩევი ხმაც ვეღარ ამოვიღე ისე ვუპასუხე ზოგადს მეთქი.
დადგა საკეისროც დღეს, გადავიღე ბოლო სურათები ორსულობის ჩემ ქმათან ერთად და ასე ბედნიერი განწყობით წავედი ჯანმრთელობის სახლში. 10 ის ნახევარზე იქ ვიყავი უკვე და დამიძახეს და უკან მოუხედავად შევედი. არადა არმია გამომყვა საბალეშიკოდ.მაგრამ რომ მიმეხედა და ცემი ქმარი დამენახა ვიცი იქ ისეთ ბღავილს დავიწყებდი რომ ჩემი თავის მეთვითონ შემრცხვებოდა. ექთანსაც გაუკვირდა არ ემშვიდობებიო შენებსო და მეთქი არა!!! ამიყვანეს მე-2 სართულზე შემავსებინეს კითხვარი, ყველა ამომსვლელი ექიმი თუ ექთანნი ერთსა და იმავე კითხვებს მისვამდა. ბოლოს აი კითხვა რომ უკვე ანესთეზიას შეეხო იქ დავიძაბე და კითხვაზე "რომელს ირჩევ" პასუხი იყო ""არ ვიცი" მარიკა ექიმი იყო ერთი ის დამიჯდა და ამიხსნა რა უპირატესობა აქვს სპინალურს და საბოლოოდ გადავწყვიტე სპინალური მაგრამ მაინც ანესთეზიოლგი ჩამოიყვანეს, ნუ რათქმა უნდა მიმამადლეს -ანესთეზილოგი დაღლილია მარა კი ჯანდაბას დავუძახებთო. დაღლილის არ ვიცი მარა რომ გაიგო ჩემი ჩამოუყალიბებლობის მიზეზი გაბრაზდა და აწი ახლა მე ჩამოგაყალიბებო, არავითარი სპინალურიო!! მეც ისე ვიყავი არეული რომ მივხვდი სწორად მოიქცა თორე საოპერაციომდე კიდე ევცვლიდი გადაწყვეტილებას და მერე ნამდვილად ვიქნებოდი გასალანძღი. შემიწყვანეს საოპერაციოში, სრულიად აუღელვებლად შევედი, მე თვითონ რომ მიკვირდა ჩემი სიმშვიდის. დამაწვინეს, კათეტერი გამიკეთეს (საშინელება ყოფილა იმხელა ვიკივლე ალბათ მთელმა სამშობიარომ გაიგო), შემდეგ ანესთეზიოლოგი ნესტანი მომიჯდა უკან , ვენაში ჩამიდგეს კათეტერი და მუცელი იოდით დამიმუშავეს. შემდეგ უკვე გავუშვათო და ნელ ნელა ვიგრძენი ყელის მიდამოებში სითბო, მერე ვთქვი გული ამიჩქარდა თქო, არადა ნერვიულობისგან არა უბრალოდ ვიგრძენი რარაც სითბოსავით, დაიდძინე თეონა დაიძინე ანესთეზილოგი მეუბნეოდა და არ მეძინება მეთქი მანამდე სულ რატომღაც აჩემებყლი მქონდა არ დამეძინება თქო ხოდა რას ქვია არ გეძIნებაო და დავინახე რაღაც შინდისფერი გადამაფარეს სახეზე და მერე უკვე ყრუდ მესმოდა ყველა ხმა და გავითიშე.
უცებ ვიგრძენი საშინელი ტკივილი, ვერ ვახელდი თვალებს, თურმე ინტენსიურში ვიწექი და საშვილოსნოზე მაწვებოდნენ და ამ ტკივილისგან ვკიოდი და ჩემი ხმა მეთვითონ მესმოდა რაღც ყრუდ და ბუნდოვნად მაგრამ ვერ ვხვდებოდი ოპერაციის დროს მტკიოდა თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, ვერც თვალებს ვახელდი. აქ იქ ექიმების ხმაც მესმოდა. ამ დროს დედაჩემის ხმაც გავიგე და აი მაშინ ამოვილუღლუღე "ვაიმე დედა მოსულა მეთქი" და თან ეს ისე ჩუმად ვთქვი არც ვიცი გაიგო თუ არა. მერე უკვე მესმოდა დედაჩემო როგორ ეხვეწებოდა ექიმებს რომ ბებოა სოფლიდან ჩამოსულიო და ანახეთო მალე უნდა წავიდესო შორ გზაზეო და ნუ ბებო შემოუშვეს. მკოცნიდა თავზე ვგრძნობდი და ყველაზე პრიკოლი რაც იყო ამოვიდგი ხმა და ბებო ხაჭაპურები რატომ არ მომიტანე მეთქი. და ყველაზე სასაცილო ის იყო ბებიაჩემმა დამიძაბა

არ ვიცოდიო ახლა თU გინდოდაო და არა ახლა არა მეთქი აი სახლში რომ მოხვალ თქო. მე თვითონაც არ ვიცი რა შუაში იყო ხაჭაპურები

ხო მერე უკვე მახსოვს ჩემი ქმარი მადგა თავზე , მგონი რიგრიგობით უშვებდნენ ყველას. ჩემი ქმარი რომ მოვიდა უკვე გავახილე ცოტაზე თვალები და ეგრევე ტირილი დავიწყე, მამშჰჰვიდებდა რა გატირებსო გინდა მაგარა რამე გითხრაო 4 კილო კი არა 4 კილო და 650 გრამი დაიბადაო ლამის მაგ სიტყვებზე გამოვედი საბოლოოდ სარკოზიდან

მერე მალევე მომიყვანეს ჩემი კაცური კაცი ვარდისფერ პილიონკაში იყო გაკოჭილი და რომ დავინახე პირველი ეგ ვთქვი ვარდისფერებში რატოა თქო, ეს ჩვენია და შენი მოტანილები მოგვეციო და იმას ჩავაცმევთო.დანახვისთანავე მომაწვა ცრემლები მომიგორეს გვერდით მივიხიტე და ვკოცნე და ვკოცნე ნაზ თავზე.მერე გაიყვანეს ისევ და მალ მალე შემოყავდათ.
მეორე დღეს წესით პალატაში უნდა გადავეყვანე მაგრამ ადგილები არ იყო და ისევ ინტენსიურში ავღმოჩნდი და ხმა რომ არ ამომეღო ალბათ მთელი 5 დღე ის ვიქნებოდი. მაგრამ ისე ამეშალა ნერვები რომ ყოველ საათს მპირდებოდნენ გადაყვანას რომ ავწიე ერთი ამბავი მე რატომ დამჩაგრეთ მეთქი რამდენი ხანი უნდა მპირდებოდეთ გადაყვანას თქო ტყუილად. რა თქმა უნდა იმოქმედა ამან და 2 საათში ლუქს პალატაში ავღმოჩნდი. ამაყენეს მანამდე დამბანეს, კბილის საზიზღარ ჩოთქს მაძლევდნენ და არ მინდა ეგ მე ჩემი ამქვს თქო და ისე შემომეხვივნენ ექთნები როგორი გაქვს ამისთანაო რომ ერთს კოლოფიც დავუტოვე იმდენად მოეწონა

არადა ჩვეულებრივი რიჩის ჩოთქები როა ეგ მქონდა მაგრამ რბილს ვხმარობ და მაგიტომ ჩემი მერჩია. გადამიყვანეს პალატაში და როგორც იქნა ამოვისუნთქე, იქ ინტენსიურში შპრიცები და წამლები ინახებოდა და ვისაც რა დასჭირდებოდა ყველა იქ შემორბოდა და ძალიან დავიღალე ის პერიოდი. პალატაშI რომ გადამიყვანეს და იმ საღამოს რომ გაიყვანეს ჩემი გოჭი აი მაშინ ვიგრძენი პირველად რომ გაყვანილიც არ ყავდათ რომ უკვე მენატრებოდა და მის ნაზ და თოთო სუნს რომ ვგრძნობდი ისევ.
იქ გატარებულ პერიოდს რაც შეეხება ყოველთვის ლამაზად მომაგონდება მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო ზოგიერთი ექიმის ხასიათი. ბავშჰვის მომვლელებიდან ერთი ბავშჰვს რომ ვერ აჩერებდა მომიგდებდა რაც გინდა უყავი თუ არადა გადაისროლე აქედანო. რამე შემომიყვანდა თვითონ კიდე გარეთ სავარძლებზე ეძინა და მე ვკვდებოდი ნერვიულობით როგორ უნდა დამემშვიდებინა ბავშვი. გადაღრძუებულ სანიტრებზე არაფერს ვამბობ, ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ ვის უნდა გამოეცვალა ჩემთვის შარდის პარკი კათეტერის. ლამის მე წამოვდექი მე გამოვცვლი თქო. ნუ ალბათ ეს სიტუაცია ყველგან არის, ცუდი და კაი ყველან იქნება და შევეგუე იქაც ამას. თუმდაღა იყო ძალიან ბევრი კარგი და ყურადრებიანი ექთმები და ექიმები. ბოლოს გამიკეთეს ეხო ყველაფერი რიგზე იყოდა გამომწერეს. და სახლში რომ მოვედი მაშინ მივხვდი რა ადვილი ყოფილა იქ ყოფნა. აწი დაიწყო უკვე ბავშვის გაზები, მკერდის მასაჟები, უძილო ღამეები, მაგრამ როცა საკუთარ შვილს ვიყვან ხელში მაშინ მავიწყდება ყველაფერი და ვხვდები რომ ცხოვრება ჯერ მარტო ამ გრძნობად ღირს.