del desierto
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 111918
რეგისტრ.: 9-February 10
|
#42206271 · 11 Sep 2014, 16:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სანამ ტარტაროზს სძინავს და მოგონებებიც ახალია, დავწერ მეც. როგორც იქნა, 37 კვირას რომ გადავცდი, მივედი ქორიძესთან ჩემი დასტა ანალიზებით, ავუხსენი სიტუაცია, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და ბლა ბლა ბლა და მითხრა, რომ შემეძლო დალოდება ფიზიოლოგიური მშობიარობის დაწყების, თუმცა დაყოვნება მაინც საშიში იყო გადამწიფებული პლაცენტის გამო. მე ისედაც საკეისრო მინდოდა და ამიტომ დავიწყეთ საკეიროსთვის მომზადება. ბავშვი არ იყო ჯერ დაბლა თავით კარგად ჩასული, ამიტომ არც ის მინდა, რომ მოუმწიფებელი დაიბადოს და დაყოვნებისაც მეშინია, 2-ჯერ გამაკეთებინა კტგ და რომ დარწმუნდა, რომ ბავშვს ჰიპოქსია არ ჰქონდა, გადავწიეთ საკეისროს თარიღი 39 კვირამდე. დექსამეტაზონის აბები მაინც დამალევინა 3 დღე და ფრაქსიპარინიც 3 დღით ადრე შემიწყვიტა. პრინციპში წინა დღეები უფრო ვნერვიულობდი, უშუალოდ იმ დღეს კი თითქოს მომეხსნა დაძაბულობა, უბრალოდ დილის 10სთ-ზე მისული, კი ამიყვანეს, მაგრამ 3 სთ-მდე ვერ შემიყვანეს საოპერაციოდ, თან ოყნის შიშით წინა დღეს 4 სთ-ის მერე არ მქონდა ნაჭამი და ოთახი, სადაც გადასხმები მედგა, როგორც ჩანს, სამზარეულოსთან ახლოს იყო და ამ საჭმლის სუნებზე გული მიმდიოდა, ისე მშიოდა, კიდევ ის მაღელვებდა, რომ არ ვიცოდი, ანესთეზიოლოგი სპინალურს გადაწყვეტდა თუ ზოგად ნარკოზს, მე ძაან არ მინდოდა ზოგადი და ვეხვეწე, ვემუდარე ექიმს, მეთქი თუ ოდნავ შანსია სპინალურის, ეგ გამიკეთეთ, არაო, ნემსები 5 დღით ადრე მაინც უნდა გქონოდა შეწყვეტილიო, ხოდა ლამის გადაწურული მქონდა იმედი და ვემზადებოდი ზოგადი ნარკოზიდან როგორ გამოვიდოდი, რომ უცებ ამიყვანეს, შემიყვნეს და გადაწყდა სპინალური, მეთქი, რა კარგია, მივწერე ჩემს ქმარს და დაიწყეს მომზადება. საერთოდ არ მტკენია ნემსი ხერხემალში, ერთი ძალიან კარგი გოგო იყო, სავარაუდოდ ექთანი, მეთქი, გეხვეწები, მელაპარაკე, რომ ტვინი გავთიშო. მიხსნიდა ყველაფერს დეტალურად, რომ ვიგრძნობდი, მაგრამ არ მეტკინებოდა. ერთი-ორი ისტორიაც მომიყვა, ზოგი როგორ პანიკაში ვარდება ემოციისგან ამ სპინალურის დროს და რომ მერე ზოგად ანესთეზიას უკეთებენ და მეთქი, არა, როგორმე გავუძლებ. შემოვიდა ქორიძეც, რა გინდა, შვილო, წადი სახლშიო და დაიწყო. ზუსტად 6 წთ - ში ამოიყვანეს ბავშვი. მეშინოდა ისტერიულად, ბავშვს რომ არ ეტირა, თან ასე მალე არც ველოდი და რომ გავიგე ამის ჩხავილი, მეთქი ვსიო. ამოიყვანეს, დამანახეს მოთხვრილი და გორგალივით მოკუნტული და წააცუნცულეს გასაწმენდად. არაფერი რეაქცია არ მქონია სტრესისგან. ცოტა ხანში მოიყვანეს, ლოყაზე დამადებინეს თავი და ეს მაიმუნიც გაიტრუნა და გაისუსა. მაშინვე გადავრეკე, ჩემებს ვუთხარი, რომ კარგად ჩაიარა ყველაფერმა და დანარჩენი ნახევარი საათი არ იყო სასიამოვნო მუცელში ჯაჯგური და ამბები, მაგრამ რადგან ბავშვი უკვე ამოყვანილი იყო, ადვილად ავიტანე. ყველაზე რთული მაინც ის საღამო იყო და მეორე დღე, სანამ ამაყენეს, მაგრამ არაფერი აუტანელი, მენსტრუაციის მსგავსი ტკივილი, ცოტა უფრო მძაფრი ოღონდ და ინტერვალების გარეშე, ტკივილგამაყუჩებელმა ოდნავ კი მომიხსნა. მე-3 დღეს უკვე კარგად ვიყავი და დავდიოდი ნორმალურად. მე-8 დღეს ამომიღეს ნაკერები და უკვე ჩვეულებრივ ვარ რა, სულ ოდნავ თუ მაქვს წიწკვნის შეგრძნება. მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურად რადგან მეტნაკლებად მზად ვიყავი საკეისროსთვის, ასე ადვილად იმიტომ გადავიტანე. თუმცა, ჯერ მე-10 დღეა და იმედია, რამე კვალს არ დამიტოვებს მომავალში. სულ ეს იყო ჩემი მოგონებები, ალბათ არც ისე ემოციური, რადგან წინასწარ დაგეგმილი იყო ყველაფერი.
ჯანმრთელობის სახლს რაც შეეხება. პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვარ ქორიძეთი, კი არის უხეში და ჯუჯღუნა რაღაცნაირი, ისე უყვირა ჩემს წინ თანამშრომელს და კიდევ ერთ გოგოს, რომელსაც რაღაც კონკრეტულ დღეს უნდოდა საკეისრო და ეს უხსნიდა, ბავშვი რო უმწიფარი დაიბადოს, მე არ ვაგებ პასუხსო. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან პასუხისმგელობით და სიფრთხილით მიუდგა საკითხს. დანარჩენი მომსახურე პერსონალიც, ექიმები, ექთნები, პედიატრები, სანიტრები, ყველა ნორმალური, ყურადღებიანი შემხვდა. პრიკოლია მაგათი მასაჟისტი, რუსი ქალია ერთი, შემოდიოდა, ოი, სოლნიშკა, ოი, დარაგაია, ვსიო ბუძეტ ატლიჩნო და გადიოდა. ეგ იყო მაგის მასაჟი. ძალიან მოსახერხებელია ერთკაციანი პალატები, საკეისრო მაინც სხვა სპეიფიკაა და ოთახში ვინმეს ყოფნა პირადად ჩემთვის მაგარი დისკომფორტი იქნებოდა. ის 5 დღე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს პაციენტისთვის. ერთადერთი მინუსი არის საკმაოდ გაბანძებული რემონტი, ტუალეტში, მაგალითად, დუში ძლივს აამუშავეს და ყველაფერს ეტყობა, რომ თავის დროზე ნორმალურად იყო გაკეთებული, მაგრამ ეხლა შელახულია. ჩემთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა პირველხარისხოვანი, თუმცა, როდესაც არც ისე ცოტა თანხას იხდი, ამ ყველაფერს უნდა მიაქციონ ყურადღება.
|