მოკლედ, სრულიად ფორუმმა იცის რაოდენ გაიწელა ჩემი ორსულობა. 39 კვირის გავხდი თუ არა, ფსიქოლოგიურად ყოველ წუთს ველოდებოდი დაწყებას და შეძლებისდაგვარად არ ვიმჩნევდი ამას. მინიმუმ გარშემომყოფებში და ფორუმზე არ ვიცი

ისე გავხდი 40 კვირის, არაფერი მომხდარა. არც საცობი, არც ბრექსტონები, არც წყლები მითუმეტეს- მოკლედ არაფერი მიგრძვნია ისეთი, რაც მაფიქრებინებდა რომ ჩემმა ბიჭმა გამოსვლა ინება. დაიწყო 41-ე კვირაც, მთელი ჩემი გონება იმით იყო დაკავებული, როდის გავაჩენდი და უკვე არაადექვატური ვხდებოდი. მოკლედ, ერთ მშვენიერ შაბათ საღამოს, გამონადენმა ფერი იცვალა და ვარდისფერი იყო. ეგრევე ვიცანი საცობი, ისე გამიხარდა სკამზე ვეღარ ვჯდებოდი სიხარულით. არავისთვის მითქვამს, მეთქი ცრუ განგაშის Aტეხვას, ცოტას მოვითმენ კიდე. ყოველ წუთას ვამოწმებდი მერე, საცობმაც იმატა ოდნავ და ამასობაში ძილის დროც მოვიდა. რა დამაძინებდა, 3-4 საათამდე ვბორგავდი და აი ოდნავ მომიარა. ვიფიქრე მეჩვენება თქო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის საათს დავხედე. 6 წუთში გამიმეორა და მოკლედ 1 საათი ვაკვირდებოდი და დროს ვინიშნავდი. 6-7 წუთზე დიდი ინტერვალი არ მქონია. ხოდა როცა მივხვდი რომ დრო იყო, ჩემი ქმრიკოც გავაღვიძე და ვაჩვენებ ტელეფონს და ჩანიშNულ დროებს, ვერ მიხვდა რა არის ესო. მეთქი ასე -ასე ხდება. გაეცინა, თან ანერვიულდა და მოკლედ ხო არ გეშლებაო, გადავწყვიტეთ კიდევ დავაკვირდეთო

ხოდა ტკივილებს შორის მეხუმრებოდა რაღაცეებს, ვკვდებოდით სიცილით. ცხელი ბორჯომი რო დაიდო, ან კომბოსტოს კომპრესები ეგებ გადაგიაროსო და მოკლედ ვიკრიჭებოდით უაზროდ

მერე ისე დამეჯღანა სახე ტკივილისგან, მივხვდით ამის დრო არ იყო და გავაღვიძეთ ოჯახი. უცებ გავქანდით სამშობიაროში. გამსინჯეს. ისე მეშინოდა ამ ხელით გასინჯვის, თავიდანვე სახემოჯღანული ავედი იმ სკამზე, მაგრამ არაფერი გულისგასახეთქი არ ყოფილა. 2,5 ზე ხარო და მოიტანე ჩანთა და ბლოკშიო ))) მეც ავცუნცულდი, ტელეფონი რომ მოვითხოვე არაო. ჩემ დაქალს უნდოდა დასწრება, მეთქი იმას მაინც ხო შეეხმიანებიან და ამომიტანს თქო და ავბრძანდი ზემოთ. მოკლედ, ზურა მოსული იყო, მშOბიარე ყავდა მე დარეკვა არ დამჭირდა.გამსინჯა იმანაც, გაუტკივარება გინდაო ? და დავთანხმდი ეგრევე, მივხვდი ამაზე მეტად მოიმატებდა ტკივილები და რატომღაც შევშინდი, არადა მანამდე ძალიან მხნედ ვიყავი, მე ყველაფერს გავუძლებ თქო- მაგრამ ვერ გამოვდექი ეგეთი ))) გამიკეთეს გაუტკივარება, ხერხემალში ნემსი ვერც გავიგე, მანამდე ადგილობრივად აყუჩებენ. ხოდა გადამაბრძანეს მერე ბლოკში, სადაც ჩემდა გასაოცრად 3 გოგო იწვა და კვნესოდა. მეთქი ამათ უნდა ვუსმინო:/ ძაან გამიკვირდა რატო აყურებინებენ ერთმანეთის ტანჯვას ამ ხალხს. მე გადასხმაც დამიდგეს და მოკლედ მხართეძოზე წამოწოლილი ვუყურებდი სხვების კვნესას და თვითონ უგრძნობად ვეგდე ))) შოკი მქონდა ხალხო, თავი გამოჩნდა ბავშვის და მშობიარე გოგო ააყენეს და ფეხით გადაიყვანეს ცალკე ბლოკშI, მეთქი რას ვხედავ :/
კიდე კაი მუცელზე ვიდებდი ხელს და გამაგრებებს შორის ინტერვალებს ვითვლიდი, თორემ მაგასაც ვერ გავიგებდი. დაილოოს გაუტკივარება. 6 ზე შესული სამშობიაროში, 8 ზე ცოტა განსხვავებულ ქაჩვას ვგრძნობდი, ვუხმე ექთანს - სრული გახსნააო რომ გამსინჯა და გამაბრძანეს უკვე იზოლირებულ ბლოკშI, ჭინთვებიზა ))) შემიქეს არჩევანი, გაუტკივარება გახსნასაც აჩქარებს და ამაზე მეტი კომფორტი რაღა გინდაო. რაშიც ვეთანხმები.
ნელ-ნელა გაუტკივარებაც ძალას კარგავდა და ცოტა მემატებოდა ტკივილი, და მოკლედ ჭინთვები დამეწყო. ვცდილობდი დამეჯერებინა ექთანისთვის და ზურასთვის, და ისე მესუნთქა როგორც მეუბნებოდნენ . მაგრამ, როგორც ჩანს ძალა არ მეყო. რომ მეგონა 20 წუთის საქმე იყო ეს ჭინთვები, 1 საათზე მეტს გამიგრძელდა. ვერ მეხმარებიო ზურამ და მოკლედ ჩამჭრეს. მახსოვს, რომ შემაქეს ბოლოს ეგრე კაი გოგო ხარო და უცებ მუცელი გათავისუფლდა და გამობრძანდა ჩემი ბიჭI <3 .
დავიწყე მე ლაპარაკი- დაიბადა ჩემი ბიჭი, იტირე გეხვეწები და ათას სისულელეს ვამბობდი სანამ არ წაიკრუტუნა და გულზე არ დამაწვინეს. მერე ფერება დავუწყე , გადავირიე ისეთებს ველაპარაკებოდი და ვეფერებოდი. ამასობაშI თურმე ადგილობრვი ანესთეზია გამიკთეს და ნაკერებს მადებენ. მე აზრზე არ ვარ, გართული ვარ ბავშვით. ბოლოს ზურამ ნაკერს მოვლა უნდაო რო მითხრა, უი მაქვს თქო? ჩაჭრილი ხარ- ურეაქციოდ მეუბნება მიხსნის მოვლის წესებს ))) მერე ჩემი მტრიალა წაიყვანეს, აწონეს ჩააცვეს და მომისვეს ისევ. ვერ ავხსნი რა იყო როცა პირველად ვაჭამე, 2 საათი მეწვინა გულზე, ვაჭმევდი, ვეფერებოდი და თან ვერ აღვიქვამდი. ყველა აზრი და ემოცია ერთად მოვიდა. გავიდა 41 კვირა, ყველა სირთულზე გადალახული იყო, გაჩენილი და ჯანმრთელი პატარა მეკავა და ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი იყო., რომ ყველაფერი უკან დარჩა და დაიწყო სულ სხვა ცხოვრება...
მერე უკვე პალატაში გადამიყვანეს, იქ გული წამივიდა - მთელი ორსულობა ჰემოგლობინი დაბალი იყო და ეტყობა ამ ჩაჭრის დროსაც სისხლი რო დაიკარგა ვერ გავძელი და მივეფინე საწოლს.
მოკლედ, სულ ეგ იყო ჩემი მშობიარობა

ახლა ჩემი კაცი 10 დღისაა, ჯერ ისევ ვეცნობით ერთმანეთს. მხოლოდ ერთი ვიცი ზუსტად, რომ ამ პატარასთვის ღირდა მარტო ის 23 წელი რაც მე ვარსებობ. ყველა სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
მაპატიეთ ბევრი ვიბოდიალე
You are the closest I will ever come to magic.