სანამ ჩემს კაცუნას ძინავს და ბობოქარ გაზებს არ შეწუხებია მეც დავწერ მოკლედ.. : )
სულ თავიდან დიუ დეითი 7 ნოემბერს მქონდა, შემდეგ 4-ში, 1-ში და საბოლოოდ გამოვიდა რომ ოქტომბერში ინება ჩემმა ბარტყმა გამოძრომა..
19-ში როცა 37.5 კვირის ვიყავი მივედი ბიბიდაში დათო დავარაშVილთან, დეკრეტი სულ რაღაც 2 დღის გახსნილი მქონდა. ეხო გადამიღო და გამსინჯა უკვე 1 თითზე გახსნა მქონდა და ყელიც დარბილებული, მაინც ვერ გავაანალიზე ეს რას ნიშნავდა
გამოვედით ოთახიდან და მეუბნება ხვალ ან ზეგ გელოდები ჩანთითო.. გული შემიღონდა..
მაგრამ მთვარია დღენაკლულად არითვლებოდა ჩემი ბარტყი, წონაც 3400 აჩვენებდა ეხოზე და პლაცენტაც ბეებრი იყო, ყელიც რბილი და სრული მზადყოფნა
გიჟივით გამოვიქეცი სახლში, რაც საყიდი მქონდა ვიყიდე თან ვატყობდი ჩემს თავს რომ წელის ტკივილი დამეწყო გასინჯვის მერე
იმ დღეს არ მოვმზადებულვარ, ჩანთც სანახევროდ იყო ჩალგებული, თავს არვუტყდებოდი რომ ეს ის იყო..

)
მეორე დღეს დილიდან დავიწყე მზადყოფნა, წავედით და საწოლიც ვიყიდეთ თეთრი ლამაზჟირაფებიანი და თეთრეულისთვის ლამაზი ჩითის ნაჭრები
სახლში კმაყოფილი მოვედი, ყველაფერი მზად მქონდა რაც პირველადად მჭირდებოდა,
საღამოს 5სთ-ზე კი დაიწყოოო..
ყოველ 30, 20, 18, 16, 12, 10, 9 წთში ერთხელ
დავურეკე დავარაშვილს და გვიან მოდიო მითხრა თუ გაგიგრძელდაო
გამიგრძელდა 9- წთზე ჩამოვიდა
მე მოვწესრიგდი, ჩავლაგდი
სანთელი ავანთე და ორსულთა ლოცვა უკვე მერამდენედ წავიკითხე..
და ძალიან მშვიდად გავუდექი ჩემს პატარასთან შესახვედრ გზას..
ღამის 12 საათი _ თითნახევარი გახსნა და ყელი გასწორებული
ღამის 1 საათი - პალატაში ვწევარ ვმესიჯობ
წუთების შემდეგ ექთანი მირცევს ძალების მომარაგებას
ღამის 2-დან 4-მდე მძინავს შეძლებისდაგვარად
ღამის 4 საათი შემოყავთ პალატაში კიდე ერთი მშOბიარე
გვსინჯავენ
ორივეს 3 ნახევარ თითზე გახსნა და
წყლებიც დაიღვარა,
სიცხე მაქვს 38,5
თან მტკივა თან მეშინია თან ვბოდავ სიცხის გამო
გადავყავართ წინასამშობიაროში
ტკივილებს ვერ ვუძლებ
დედასთვის ალბათ ამდენჯერ არ დამიძახია აქამდე, რამდენჯერაც იმ ღამეს..
მტკივა
შემოთავაზება გაუტკივარებაზე ძალიან მომხიბვლელია ასეთ დროს..
გავიკეთე და ამოვისუნთქე
მეუღლეს არ უშვებენ ბლოკშI, ორი გოგო ერთად ვიწყებთ მშობიარობას გვერდიგვერდ სკამებზე : ))
სასაცილო იყო სატირალი რო არა, მორიგეობით გვქონდ ტკივილები, ერთის გაჩერებას მეორეს დაწყება სდევდა თან..
ბებიაქალი გვეცნობა
ცივი მომწვანო თვალები აქვს, ქვედა ქუთუთო შავი ფანქრით შეუღებავს და გადღაბნია
დაბალია და სუსტი მაგრამ ძლიერი გამომეტყველება და მკაცრი იერსახე
გავიდა გაუტკივარების 2 საათი..
და დილის 8-ის ნახევარზე დაწყო..
ბლოკში შემსვეს სკამზე, 7-8 კაცი მაინც მიყურებს ფეხებს ქვემოდან..
უხერხულობა კი ცალ ფეხზე მკიდია
ისე ვიჭინთები..
20 წუთიანი წვალების მერე ვგრძნობ თვალები მეხუჭება და სუნთქვ მიჭირს
ვყვირი დაღლილი ხმით რომელიც სადღაც სხეულის უკანასკნელი კუნჭულებიდან ამოდის
-გული მისკდება მიშველეთ!
დამცინიან..
თუმცა 2 წუთში ვგრძნობ თვალები მებინდება
ცივი წყალი მაფხიზლებს ეგრევე
ბებიაქალი მტუქსავს
პატარა დატანჯეო, თავი გაეჭედაო
იმ მომენტში ძლივს ავიყვანე თავი ხელში და
და 10 წთში გამოძვრა ალექსანდრე!
სხეულზე მომიწვინეს თბილი და სველი, პატარა უსუსური მაგრამ ძალიან ძალიან ჩემი
იმ წამს შვება სითბო და გულში წვეთებად ჩაღვრილი სიხარული ერთად ვიგრძენი
ცრემლები თავისით მომდიოდა
ეს ცუცქნა კი ტიროდა
ცოტახანში კრუსუნი დაიწო და გაიყვანეს
3 საათი არმინახავს
თურმე სიცხე მასაც ჰქონდა

ანტიბიოტიკები დასჭირდა მასაც და მეც მაგრამ მეოთხე დღეს გამოგვწერეს უკეთ ვიყავით მეც და ჩემი კაცუნაც!!.
3850გრ და 51 სმ სანტიმეტრი, გამოყვანისას კი 3650 გრ იყო ჩემი ბიჭი
2-3 დღე ძუძუები დამაგლიჯა სანამ წამოვიდა რძე
ახლა კი მშვიდადაა დედის ძუძUებში საკვების კარგი მარაგი რომ ეგულება

)))
ჯერ კიდე ვერ ვგრძნობ ხოლმე რახდება ჩემს თავს..
უღიპობა მეუცნაურება და ღამით პატარა არსებისთვის ადგომა და წრიალი, მთელი დღე მისთვის ყოფნა და მასზე ფიქრი.
მაგრამ ჩემი გული ქვეცნობიერად ნელნელა ეგუება ახალ ამპლუას და იმას, რომ
ჩემს სიცოცხლეში ახალი ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი სიცოცხლე გაჩნდა და მე მის თავს ყველაფერს ვანაცვალებ!!