ვიცი ყველანი როგორ ელოდებით ჩემ მოგონებებს,ამიტომ ბევრს აღარ გალოდინებთ და დავიწყებ სულ სულ თავიდან:
მთელი ორსულთა კლუბისთვის ცნობი თემა იყო ჩემი ნაადრევი მშობიარობის რისკები.36 კვირაზე ყელის სიგრძე 25მდე იყო დამოკლებული და ცრუ სამშობიარო შეტევაც მქონდა.სამშობიაროში გასინჯვისას მითხრეს,რომ ყელი დამოკლებულია,დარბილებული,გახსნაც არის და აწი ყოველ დღე ელოდეო.კარგი იქნება თუ 38 კვირამდე მოიცდისო.მეც დაზაფრული,ყოველ დღე ვწუწუნებდი ჩემ გოგოებთან(ფორუმელებთან) და ისინიც განსაკუთრებულად მედგნენ მხარში,როგორც მათ ჩვევიათ

.ყოველ დღე მოგონებებს ვკითხულობდი,თითქმის ყველა მოგონება უკვე ზეპირად ვიცოდი

. ასე გავიდა მთელი სამი კვირა... 26სექტემბრის დღე განსაკუთრებულად აქტიურად გავატარე,საღამოს ტრადიციისამებრ შევცუნცულდი აბაზანაში და ჰოი საოცრებავ,საცობის მსგავსი ლორწოვანი გამონადენი შევნიშნე ბანაობისას...36 კვირიდან მუდმივად ვგრძნობდი ქვემოთ დაწოლებს,ბრექსტონებს,ლორწოვანი გამონადენიც მქონდა ხოლმე დილაობით და ამიტომ ცოტა დავეჭვდი და ფორუმზე ვიკითხე,რამდენად შეიძლებოდა,რომ ნამდვილად საცობი ყოფილიყო.უმეტესობა საცობს ვარაუდობდა... წინა დღით და ზოგადად ბოლო დღეებში მქონდა მსუბუქი დიარეა,პირღებინება,რაზეც მეუბნებოდნენ,რომ წინასამშობიარო ნიშანი იყო,ამიტომ განსაკუთრებულად ყველა ნიშანს ვაქცევდი უკვე ყურადღებას,რომ არაფერი გამომპარვოდა,რახან მეოთხე მშობიარობა იყო.აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ დამეწყო ყრუ ტკივილი წელისა და ქვედა მუცლის არეში.მქონდა სხვანაირი,განსაკუთრებული დაწოლის შეგრძნებები,სწორი ნაწლავის მხარეს.თითქმის ვეღარ დავდიოდი.ღამის 3 საათი იყო,რომ ჩემმა ქმარმა მოახერხა და დამარწმუნა,რომ სამშობიაროში წავსულიყავით.მივედით... გამსინჯეს... 2თითნახევარზეა გახსნა და თქვენი წასვლა დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებულიო.დავრჩით.გათენდა ჯვართამაღლების დღესასწაული და დაგვაიმედეს,რომ დღეს აუცილებლად ვიმშობიარებდი.როცა ამტკივდებოდა უნდა მეთქვა მეანისთვის და გადამიყვანდნენ ბლოკში.მოკლედ:ველოდები ტკივილს,დავდივარ წინ და უკან,მაგრამ არაფერი...პარალელურად ვპოსტავ ფორუმზე და გოგოებიც მამხნევებენ.ის დღე უშედეგოდ დაღამდა.გამსინჯეს და პროგრესი არ იყო.ისევ ელიან ტკივილებს,მე კიდევ ვეუბნები ყველს,ვინც მსინჯავს,რომ ჩემი არცერთი მშობიარობა ტკივილით არ დაწყებულა და წყლებსაც ვერ ვღვრი მეთქი,მაგრამ უშედეგოდ,არავინ მისმენს.ასე დაპირებ-დაპირებით,რომ ან დილით ვიმშობიარებ ან შუა დღით ან საღამოს,გავიდა სამი დღე და ბოლოს აღმოჩნდა,რომ შემოსვლისას სრულებითაც არ ვყოფილვარ ორნახევარზე გახსნილი,რამაც გამოიწვია დიდი შოკი და მგონი გაგუას კლინიკის ყველა მორიგე მეანს ვეჩხუბე,რატომ მომატყუეთ მეთქი.თავს კი იმართლებდნენ იმით,რომ მეოთხე მშობიარობა იყო და ვაი და ქუჩაში არ გამეჩინა,რისი ფაქტიური რისკები ნამდვილად არ იყო მოცემულ სიტუაციაში.ყველანაირი ღონე იხმარეს,რომ მშობიარობა დაწყებულიყო:გამიკეთეს ყელის დამარბილებელი,ეცადნენ ხელით გაეხსნათ ყელი და როგორც იქნა გახსნეს,ახლა უკვე რეალურად ორნახევარზე.29 სექტემბერის დილას შემიყვანეს როგორც იქნა ბლოკში,იქაც ვისაც არ დაეზარა გამსინჯა.ჩემი ქმარი იმ დღეების მანძილზე მანქანაში ცხოვრობდა... ფსიქოლოგიურად მოვიშალე,მთელი დღე და ღამე მშობიარეების ტანჯვას ვისმენდი და ჩემი მშობიარობისთვის თავი აღარ მქონდა.ერთზე ვფიქრობდი,გაგუას კლინიკისთვის როგორმე თავი დამეღწია!... როგორც იქნა დამირღვიეს ბუშტი,ჩემი მეუღლე ჩემს გვერდით იყო და ის ინიშნავდა მოვლითი ტკივილების ინტერვალებს.ტკივილი პირდაპირ 7 წუთიანი ინტერვალით დაიწყო და ერთ საათში უკვე სამწუთიანზე გადავიდა და გაძლიერდა.მოვითხოვე გაუტკივარება და რახან სამთითნახევარზე იყო გახსნა თავისუფლად გამიკეთეს.გაუტკივარებაზე მინდა ვთქვა,რომ ეს არის დიდი შვება!ერთი საათი არ იყო გასული,რომ უცებ საშინლად მომიარა მუცელმა და დამატება მოვითხოვე.დამიმატეს თუ არა ჩაწოლა ვიგრძენი სწორ ნაწლავზე და ზუსტად ორ გაჭინთვაში ჩემი გოგოც დაიბადა,პატარა და გამხდარი(3400 წონის) სულაც არ ჰგავდა თავის გიგანტ ძმებს

თავიდანვე ეტყობოდა როგორი ნაზი იქნებოდა

. ყველანაირი ნეგატიური უკვე წარსული იყო.მეწვინა მუცელზე,ჩემი და მამიკოს გოგო და ვუყურებდით გაოცებულები_ეს ხომ ჩვენი გოგო იყო,ჩვენი კიკინიანი... ამის შემდეგ დაიწყო რაღაც სხვა,განსხვავებული,ჩვენთვის სრულიად გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებული წუთები და მოგვყვება დღემდე. ჩვენი ფისო ისეთი ნაზი და ფაქიზია

მართალია თავის დრომდე არ გააჩერეს ბუდეში,მაგრამ ახლა უკეთეს ადგილასაა,არა მარტო დედიკოსთან,არამედ მამიკოსთან და სამ ძმასთან ერთად

.
პს.მართალია დიდი მოგონება გამოვიდა,მაგრამ არაუშავს,დარწმუნებული ვარ ყველანი წაიკითხავთ ბოლომდე,როგორც მე ვკითხულობდი ერთ ამოსუნთქვაში თითოეული თქვენგანის მოგონებებს

. ახლა კი ჩემო ლამაზო ღიპუცებო,ველი თქვენს მშვიდობიან მშობიარობის ამბებს.ნეტავი ვინ გამახარებს პირველიი

მადლობა ყველას თანადგომისა და ყურადღებისათვის! თქვენს გვერდით მიგულეთ ყოველთვის!