მოვედი მოგონებებით
ცოტა შესავალს გავაკეთებ. ზოგმა იცის ფორმზე ჩემი ამბები, ზოგმა არა. 16 იანვარს ციკლის მოსვლამდე 4 დღით ადრე გავიკეთე ტესტი. ძალიან, რომ ვამჩნევდი სიმპტომებს გავბედე. 2 ხაზი დავინახე, მაგრამ სიხარულზე მმეტად შიშის გრძნობა დამეუფლა. 2 წარუმატებელი, ორსულობის მერე (დეალებს არ ვიხსენებ) კიდევ ცუდზე ვფიქრობდი. წავედი იმავე დღეს ეხოზე, მაგრამ ნაყოფი არ გამოჩნდა. 2 დღეში დამიბარეს და კიდევ არ გამოჩნდა.რათქმაუნდა, გადავიწურე ყველანაირი იმედი. ჩემი ექიმს დავურეკე, მინდოდა დადასტურებული პასუხით მივსულიყავი და მარტო ტესტით არ მივსულიყავი. მაიამ ერთი კვირა მოითმინე და მოდიო. მივედი, თუ არ ვცდები 27 იანვარი იყო. იქვე, იმედის რადიოლოგთან შევედი. გამოჩნდა ჩემი წერტილი

. გულისცემა ჯერ არ იყო. ყველა დღე ისე იწელებოდა, წარმოუდენლად. გულისცემის მოსასმენად მისული, ისე ცუდად ვიყავი. არ ვიმჩნევდი ქმრის გამო. ვერ წარმომედგინა,რომ ყელაფერი რიგზეე იქნებოდა.სასწაული, ჩემი წერტილის გული მაგრად ბაგაბუგობდა. აქ, რომ დავპოსტე,ნინო-შ მ მითხრა: ნახე, ახლა ეგ წერტილი რა მალე გამოიბავს ხელ-ფეხსო და მართლაც, გაიფრინასავით დრომ. პერსეუსმა მითხრა: წერტილი აღარ არის, უკვე ჭიკარტიაო

.
აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი, საჭესთან 40 კვირის ორსულიც ვიჯექი, დავდოდი ყველგან, ქობულეთშიც ვიყავი

ვიმუშავე 34 კვირა.შორს, რომ არ ყოფილიყო,კიდევ ვივლიდი.
ბოლო კვირები საშინლად გაიწელა, ნერვები აღარ სემრჩა. საერტოდ ვეღარ ვიძინებდი,აღარც მადა მქონდა.გადავედი 41-ე კვირაშიც. ხალხმა ცალკე დამღალა. 28 ში სიმფიზის ძვლები ამტკივდა.მეთქი, მეშველათქო. ღამე გამაშეშა. ვეღარც დავდიოდი, ვეღარც ვბრუნდებოდი.29 ში დილითვე წავედით კლინიკაში.ვიფიქრე, რამით მისველიანტქო. მაიამ რომ დამინახა, შენ რა უნდა იმშობიარო, ვერც კი დადიხარო, რომ დამსვეს 2 კაცმა ძლის წამომაყენა.თუ იმშობიარებ კვატივით სიარული დაგრცებაო.მე სასწრაფოდ საკეისროს ვნიშნავო.არ დავიბენი, მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა. ლაპარაკი აღარ მინდოდა. არ მინდოდა მთელი ცხოვრება საკეისრო, მაგრამ,ცემმა ქმარმაც, საკეისროვო ბოლოს. ძალიან ნერვიულობდა. დავრეკეთ მომიტანეს ნივთებიდა ამიყვანეს. გავიარე მოსამზადებელი ეტაპი და შემიყვანეს საოპერაციოში.ოპერაციამდე მისალოცი ბარათი მივეცი ექთანს, ამოს მიეცით,მ ისალოცად რომ ჩახვალთთქო. მინდოდა პირველი მე მიმელოცა. ვერ ვაცნობიერებდი მართლა რა ხდებოდა. მაიამ ბავშვი, რომ დაინახა, გაგიჟდა, ვაიმე, ამოვარდა ლოყებიო. სული გამითბა. წაიყვანეს, აწონეს-გაზომეს. რომ მითხრეს 4.300 იო და 53 სმ, მეთქი ცუდად ვარ და მომესმათქო

.
გადამიყვანეს რეანიმაციაში. 5 საათში დამიბრუნდა მგრძნობელობა. კოშმარული 5 საათი. ნერვებს არ ავევი, თორემ გავაფრენდი, ალბათ. მუხლი,რომ მოვხარე ასე მეგონა, გავირბენდი უკვე. მერე დაიწყო აუტანელი ტკივილები. ექთნებს აარ ჯეროდათ, რომ არ მივლიდა. აზრი აღარ აქვს ამდენ გამაყუჩებელსო, 10 წუთი გამივლიდა ნევსის გაკეტთებიდან და მერე იწყებოდა ისევ, დაახლოებით 30 ში დილის 8 საათისკენ გამიყუჩდასავით და დამეძნა 1 საათით.
12 საათზე გადამიყვანეს პალატაში.
იმედში ვიყავი ვიპ პალატაში. პირობებით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ერთ დეტალს ვერ ვიხსენებ, რაზეც გამეფიქრება, რომ არ მომეწონა. ბავშვს კარგად უვლიდნენ, კვება უმაღლესი, ექთნების მხრიდან ყურადღება არც მე მაკლდა და ბავშვსაც ზედ ყვებოდნენ.
ყველაფერი ინდივიდუალურია, 3 წელი შვილს მარტო იმიტომ, აღარ გავაჩენ, რომ საკეისრო აღარ გავიკეთო. ჩემი სიმფიზი კი ბოლომდე ვერ დაწყნარდა. მარცხენა ფეხით ისევ ვკოჭლობ ჯერ. -12 კგ ავისტუმრე და დამრჩა + 10 კგ.