დღეს ორი კვირის გავხდით, ასე რომ დროა დავწერო მოგონებები, სანამ ემოციები ჯერ კიდევ ცხელ ცხელია და სანამჩემს ჭიაყელას სძინავს

მომავლებიდან ბევრმა იცის როგორ გამიჭირდა ორსულობის ბოლო თვეები, ძვლევის ტკივილი, შეშუოპება, უძილობა და ა.შ... ექო ორ კვირას სხვაობას ნეუბნებოდა გესტაცია ფეტომეტრიას შორის და ბოლო პერიოდში ხშირ ხშირად ვიკეთებდი ექოებსაც და კგტ-ს, 32 კვირიდან ჩემმა შვილმა რომ დაიწყო ტრიალ ბზრიალები მუცელში 39 კვირამდე არ გაჩერებულა, ხან თავით ქვემოთ იყო, ხან ფეხებით ხანნ იჯდა და ა.შ. ამასობაში მოახერხა ჩემმა აკრობატმა ბიჭმა და ჭიპლარი სამჯერ შემოიხვია ყელზე, 36 კვირისამ მივაკითხე ჩემს უსაყვარლეს მეანს რომელთანაც პირველი გავაჩინე, არ ჩქარობდა ჩემს მშობიარობას რადგან ნაყოფს ჩამორჩენა ჰქონდა, ჯიუტად იმეორებდა გაუძელი ცოტა ხანს მინდა ბავშვი მომწიფდეს ჯერო, ბოლო ორი კვირა იყო კატასტროფა, ფსიქოლოგიურადაც ისე გამიჭირდა მოვთქვავდი და ვტიროდი დღეში ათჯერ, საერთოდ აღარ მეძინა, გვერდები მტკიოდა, ბოლოს ფეხი გამიკავდა და დავათრევდი ამ ფეხს, ვეღარ ვადგავდი, უმოქმედო გავხდისაერთოდ, დედა მოდიოდა და გვივლიდა ყველას ერთად, ხოდა 38 კვირა მისრულდებოდა ერთ დილასაც ამოვიდა და და... თურმე ზედა ტუჩი და ცხვირი იმხელა მქონდა ქალს გული გაუსკდა, ჩემიდან წასულს ჩემი გინეკოლოგისთვის დაურეკავს რომელიც ჩემი მეანის ცოლია და უთხოვია ტირილით ძალიან ცუდადაა და იქნებ დავაჩქაროთ საკეისროო თან თურმე ტიროდა... მოკლედ ჩუმად მოილაპარაკეს რომ კე არაფერს მეტყოდნენ და ... საღამოს ახალი ნამტირალები ვარ ტკივილისგან და მირეკავს ჩემი გინეკოლოგი ხვალ ამბაკო გიბარებს და მიდიო, ყბა ჩამომვარდა გაკვირვებისგან და თან გამეხარდა, სულ სიყვარული ვუხსენი, ლამის ვხტუნაობდი ბედნიერებისგან, ძლივს გათენდა და გავედით მე და ჩემი ქმარი იმედში, შევედით ექოზე და ეს განსხვავება ერთ კვირაზე იტო ჩამოსული, ნაყოფის წონა 2,600 დამიწერეს, არადა ადრე უფრო მეტს მეუბნებოდნენ, ჩავაბარე წინა საკეუსრო ანალიზები პარასკევი დღე იყო და საკეისრო დავნიშნეთ ოთხშაბათს 19 ნოემბერს. ისეთი ბედნიერი ვიყავი მიწაზე არ ვიდექი

არ ვიცი როგორ გავიყვანე ის დღეები, ნელ ნელა ვემზადებოდი და აიდ ადგა ოთხშაბათიც, მთელი ღამე არ მძინებია ისეთ განცდებში ვიყავი, დილას ადრე ავდექი, წყალი გადავივლე და გავაღვიძე ქმარიც, ისეთი აფორიაქებული ვიყავი თავს ვერაფერს ვაბავდი, ჩანთა ჩალაგებული მქონდა და უსასრულოდ დავბოდიალობდი ოთახებში რაღაც მრჩებათქო, მოკლედ გავედით სახლიდან, გავუარეთ ჩემებს და კორპუსიდან რომ გამოვიდნენ მივხვდი რომ მე უნდა ვმდგარიყავი მაგრად იმიტომ რომ ფერი არ ედოთ არც ერთს, ანის ვეხუმრებოდი გზაში, რადიო არ დაიდარდიზე დავაყენე და ვყროყინებდი ყველა სიმღერას რაც გადიოდა რომ ხასითზე მომეყვანა ყველა, ჩემი ქმარი გახევებული სახით იჯდა საჭესთAN, ისეთ აბგონებს აკეთებდა გზაში დაბნეულობისგან ლამის აგვლეწა, მივედით ამასობაშI იმედში და სულ კუნკულ კუნკულით შევედი, დავურეჯე მეანს და ჩამოვიდა, შემიყვანა რაღაც ოთახში და გამოიცვალეო რომ მითხრა იქ დამცხააა

ასე მალე არ ველოდი

გამოვიცვალე შეავსეს საბუთები და გარეთ რომ გამოვესი მამაჩემის ჩაწითლებულ თვალებს შევეფეთე, უკან გადავყლაპე ცრემლები, ყველა გადავკოცნე და ანასთან რომ მივედი ჩავიხუტე და კისრიდან მისი სუნი ღრმად შევისუნთქე, პირველი შიში მაშინ დაიბადა, შიშI იმის რომ ჩემი შვილი უკანასკნელად მხედავდა, კიდევ ერთხელ ჩავეხუტე ქმრს და ჯიბეში წერილი ჩავუცურე, სადაც მარტო ეს ეწერა ,, თუ რამე მომივიდა ანა არ მიატოვო... უკიდეგანოდ მიყვარხარ".
გავყევი ექთანს და ლიფტიდან კიდევ ერთXელ ხარბად გადავათვალიერე ჩემები... კარი რომ დაიხურა უზარმაზარი სიცარიელე ვიგრძენი, რაღAცნაირად უსუსურად ვიგრძEნი თავი... ავედით მაღლა მომამზადეს და შემიყვანეს საოპერაციოში, ოლიმპიური სიმშვიდე დამეუფლა, წარა მარა მეკითხებოდა ექთანი ხომ არ ნერვიულობო, არათქო გიჟივით ვითღიმოდი, შემოვიდა ანესთეზიოლოგი და დაიწყო სპუნალურის გაკეთება, თან მეუბნებოდა რას აკეთებდა ან რას ვიგრძნობდი, არაფერი მიგრძვნია საერთოდ მისი შეხების გარდა, დაწექი მალეო და დავწექი, ამ დროს მეანიც შემოვიდა, ჩართეს მუსიკა და მოვიდა ახალგაზრდა ექიმი გოგა, რომელიც არაჩVეულებღრივ ხასითზე იყო, საიდან ხარო, რა გქვიაო და მისვამდა ათას კითხვას თან მეღადავებოდა რაღაცეებს, დაიწყეს ანეგდოტების მოყოლა და იფხრიწებოდნენ სიცულით, აქ მქონდა წაკითხული რომ უნდა მეგრძნო გულთან მოწოლის შეგრძNება და როგორც კი მაგიდა შეჯანჯღარდა გავიგე გოგას ხმა ეს რა არის ტოოო და სისხლი გამეყინა ეგრევე, მგონი სუნთქვაც შევწყვიტე და ამ დროს გავიგე ჩემი კნუტის ხმამაღალი ტირილი, თურმე ყელზე სამჯერადი შემოხვევისგ არდა ბავშVს ტერფებიც დაბმული ქონდა ჭიპლარით, გადავიხედე გვერდით და ამშრალებდნენ ჩემს პაწუკა კაცს, პატარა არსებას რომელიც ამდენი თვეების განმავლობაში სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, მომიყვანეს და გულზე დამიწვინეს, ხელებს მივწვდი მარტო ტუჩებით და ვკოცნე რაც მოვასწარი, წავიყვანთ მამიკოსთანო და წაიყვანეს, მე ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი, ისეთი ძლიერი ვიყავი, ისეთი მდიდარი, ისეთი ბედნიერი რომ ამდენი ემოცია ცრემლებითაც ვერ ილეოდა... მოკლედ მერე როგირც ხდება ხოლმე, შემკერეს გადამაგდეს საკაცეზე და გამიყვანეს ინტენსიურში, ასე 1 საათში ბავშვის ნახვა მოვითხოვე და მომიტვანეს ჩემი ცქნაფა, ვუყურებდი და ვერ ვძღებოდი, ვეცნობოდით ერთმანეთს და ვგრძNობდი რომ სიგიჟემდე მიყვარდა უკვე ეს პატარა არსება რომელსაც საოცრად დალაგებული სახე და ნაკვთები ქონდა, მოწკუპული ტუჩები და ერთი ბეწო ცზვირი. რაღაც გართულებები მოყვა ჩემს მშOბიაროBAს და პალატქში გადაყვანილი ისევ ინტენსიურში ჩამაბრუნეს, ძუძუს ვერ ვაჭმევდი ბავშვს, სიცხე ამივარდა, გიჟს გავდა ჩემი ექიმი, ვერ გაიგო, ჭრილობისგან იყო, ძუძუსგან თუ იმ ჩემი პრობლემისგან ეს სიცხე, სახლშI წასული უკან მობრუნდა, კაცი შეშლილი სახით დადიოდა და შვილივით დამტრიალევდა თავზე, მომიყვანეს მასაჟისტი გამომწველეს, დამიწია სიცხემ და ვიპის განყში გააფრთხილეს რომ ყველა ჭამაზე ბავშვი ჩამოეყვანათ რომ მეჭმია და რძე აღარ დამგროვებოდა, იმ დღეს ჯოჯოხეთი გავიარე, ზონდები,გადასხმები, ანტიბიოტიკები და ათასი პროცედურა დამჭირდა, როგირც იქნა გათენდა და ავედი ისევ პალატაში, შუა დღE გადასული იყო, გადაღლობისგან სულ მეძინა და მესმის თან ნაცნობი და თნ უცნობი ხმა, ნათიი, გადმოვტრიალდი და ჩემი ორი ღიპუცა დავინახე ფერადი ბუშტებით და ტორტით ხელში, ჯერ მეგონა მესიზმრებოდა და ძლივს მოვედი აზრზე, მერე მივხვდი რომ რეალი იყო და ჩემი ახლად შეძენილი მეგობრები მესტუმრნენ მომავლევიდან მეგი და ნინი, მეორე ნინი არ ამოუშVიატ, ისეთი საოცარი სურპრიზი მომიწყვეს რომ არასოდეს დამავიწყდება, ისეთი საყვარელი ტორტი გვაჩუქეს მომავლების და დედიკოების გოფოებმა რომ ექიმები შემოდუოდნენ და სურათEბს უღებდნენ ტორტს

მოკლედ მეექვსე დღეს გამოგვწერეს მე დ ჩემი კნუწიკი სახელად ლაზარე, რომელიც დაიბადა 19 ნოემბერს, 2,900 ,50 სმ.
ახლა ვათენებთ ღამეებს, ყელამდე ვზივარ ამის პამპერსებშI და მადლობას ვუხდი ყოველ დილას უფალს საოცრებისთVის რომელიც მაჩუქა.