ესეიგი მოვყვები ეხლა ჩემ მშობიარობის მოოგონებებს. 7 იანვარს მამიკოს დაბადების დღეზე არ ინება გოგომ გამობრძანება.

) 8ში დილით დდს დღე იყო. ჩემი და გაგას ნიშნობის დღე. როგორც გავიღვიძე ვეუბნებოდი დედიკო დღეს დაიბადე ძალიან მინდათქო. არ იყო ნახევარი საათი გასული ვიწექი ლოგინში ისევ და უცბათ ვიგრძენი თითქოს რაღაც მომწყდაო. არ ვიცი ვერ აღვწერ ეს რა იყო... ცოტა ხანში ავდექი უნდა ჩამეცვა და ვიგრძენი სისველე. შევედი ტუალეტში და დავინახე საცობი და წყალი რომელიც "თქრიალით" მოდიოდა. ეს იყო შოკი. დაბნეულობისგან რა ვქენი აღარ მახსოვს. გაგას დავუძახე მოემზადე მგონი მეწყებათქო. მოკლეთ როგორ მივედით ჯანმრთელობის სახლში არ ვიცი

) მივედი გამსინჯეს და ერთ თითზე ვიყავი. ამიყვანეს ზემოთ სართულზე და დაიწყეს რაღაცეების შევსება. გადამიღეს ეხო. დამყვებოდნენ ექიმები. ამიღეს ანალიზები, დამიდგეს გადასხმა. ელოდებოდნენ ქორიძის მოსვლას და საბოლოო გადაწყვეტილებას. გული ამოვარდნას მქონდა, ვიცოდი რო დღეს ჩემი გოგო დაიბადებოდა.... მარტო ამაზე ვფიქრობდი. მოვიდა ქორიძე გამსინჯა ხელით და მე "ჭერზე ავედი" სანამ რამეს მეტყოდა ვეუნბეოდი მე არ შემიძლია ვერ გავაჩენ ესე, ვერ დაგეხმარებით საკეისრო გამიკეთეთთქო.

) მოკლეთ გახსნილი არ ვიყავი წყლები თითქმის აღარ იყო, ვიწრო მენჯიც გაითვალისწინა და თქვა საოპერაციოში შევიყვანოთ საკეისრო გადაწყდაო. აი მაშინ დაიწყო ჩემი ნერვიულობა. შემიყვანეს მომამზადეს და დაიწყო ჩემ გოგოსთან შეხვედრის მოლოდინი. ვგრძნობდი ყველაფერს, თითქოს მტკიოდა ყველაფერი, ყოველი გაჭრა, ყოველი ჯაჯგული ეს ყველაფერი თითქოს რამოდენიმე საათით გაგრძელდა.... მენჯებში იყო ბავში ჩასული... ვხვდებოდი რო ცოტა უჭირდათ ამოყვანა. ერთმანეთს ეუბნებოდნენ რაღაცეებს.... მერე მითხრა მოადუნე მუცელი ნუ ხარ დაძაბული შენ ხელს გვიშლიო. აი მაშინ მოვეშვი... მივხვდი რო ჩემზეც იყო დამოკიდებული. ღმერთს ვთხოვდი გამეგო მალე ჩემი შვილის ტირილის ხმა... ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები. და აი რამოდენიმე წამში გავიგე ტირილის ხმა და მე წამსკდა ტირილი....... ემოციები მქონდა მოზღვავებული. თან ვტიროდი თან ვიძახდი ჩემი გოგო მანახეთთქო. მომიყვანეს სახესთან ძალიან ახლოს. ისეთი თვალებით მიყურებდა ის თვალები ეხლაც წინ მიდგას. ეს არ ვიცი რა იყო... ჩემი შვილის პირველი შეხება. "დედიკო მიყვარხართქო" მარტო ეს ვუთხარი... გაიყვანეს მერე და მე დამამშვიდებელი გამიკეთეს... მერე თითქოს დამეძინა. სისულეელეებს ვამბობდი.

) ამირან ბიძიათი მივმართავდი ქორიძეს ხო არ მოვკვდები ამირან ბიძიათქო მერე აღარ მახსოვს რა მოხდა... პალატაში რო ამიყვანეს და ჩემი ნიტა მომიყვანეს მერე მივხდი რო ეს ყველა ნერვიულობა, ტკივილი, ყველაფერი ღირდა ამად.... გაგაც ამოვიდა მალე და მაშინ ვიგრძენი თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანად. მთელი ღამე ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამ დიდი ბედნერიებისთვის. ჩემი ნამცეცა მეწვა გვერძე და არაფერი აღარ არსებობდა ჩემ გარშემო ჩემი ნიტას გარდა.
This post has been edited by nuc-iko on 20 Jan 2015, 00:36
ყველაზე დიდი საპყრობილე ჩემი გულია, – ვინც ამ პაწია დილეგში მოხვდა, ის სამუდამოდ აქ უნდა დარჩეს!
.............. ............ ..........
მარტო ჩემი ხარ... მარტო ჩემი!...
<3