დავწერ ჩემს მეორე მშობიარობის მოგონებას

დავიწყებ იქიდან რომ ლამის 9 თვე ვფიქრობდი სად მემშობიარა. ბოლოს გადავწყვიტე გაგუა, ექიმის აყვანაც და თინათინ გაგუა გადავწყვიტე, მივედი კიდეც კონსულტაციაზე რომ ამეყვანა, გამსინჯა 38 კვირის ვიყავი და ძალიან მომეწონა შენი ყელიო, ბავშვი კარგად აწვებაო და არ გინდა ექიმის აყვანა მოდი და მორიგესთან იმშობიარეო, თვითონ საზღვარგარეთ მიდიოდა კარგით თქო და წამოვედი, ზუსტად 10 მაისს გავხდი 40 კვირის, წინა დღეს დამეწყო საცობის ჩამოშლა და გადავწყვიტე წავსულიყავი სამშობიაროში გასასინჯად, შემხვდა ძალიან ანტიკვარი მორიგე, რომელმაც რამოდენიმე სისულელე მითხრა, ალბათ მოშორება უნდოდა ბოლოს გინდა დარჩი გინდა წადიო

გადავწყვიტე წასვლა. მეორე დღეს ფეისბუქზე ვნახე დავარაშვილის კლინიკა გახსნილა, მომხიბლა სურათებმა, იმან რომ ტერიტორიულადაც ახლოს იყო ვაჟაზე, თან ახალი გახსნილი იყო და წესით სუპერ მომსახურება იქნებოდა. საღამოს ალადები გაუკეთე ლაშას და დაჯდომას ვაპირებდი რომ წყლები დავღვარე, მშვიდად დავიწყე თავის მოწესროგება, ჩემი ქმარი დაიბნა ჰა ჩქარა წავიდეთო, მე ვამშვიდებდი ნუ გეშინია ჯერ არ ვმშობიარობ თქო, ძლივს დამაცადა თმების დავარცხნა, თვითონ ვარჯიშობდა და შარვლის გამოცვლაც დაავიწყდა, სარბენი შარვლით წამოვიდა

. მივედით საღამოს 10 საათზე დავარაშვილის კლინიკაში, ცოტა გაუკვირდათ უცხოს დანახვა, სულ 1 კვირის გახსნილები იყვნენ, შევედი სიცილით, გამსინჯეს და 2 თითზე ვიყავი გახსნილი, მომცეს თავისი პერანგი და ხალათი, შემიყვანეს ბლოკ პალატაში და ჩემი ქმარიც მომისვეს გვერდით, ჩავრთეთ ტელევიზორი და X ფაქტორს უყურეთ

. ძალიან ხანმოკლე და ყრუ ტკივილები მქონდა, ღამის 1 საათზე გამსინჯეს და ისევ 2 თითზე ვიყავი გახსნილი, ამიტომ დამადგეს დამაჩქარებელი. ნელნელა დამეწყო ტკივილები, დროც გახანგრძლვდა, მაგრამ ასატანი ტკივილები იყო და დროდადრო ვიძინებდი კიდეც. სადღაც დილის 5 საათზე ტკივილები გამიძლიერდა, გამსინჯეს და 3 თითზე მეტზე ვიყავი გახსნილი, და პირველი მშობიარობიდან მახსოვდა რა საშინელი ტკივილები უნდა დამწყებოდა და მოვითხოვე გაუტკივარება, გაუტკივარება გამიკეთეს და დამატება აღარ დამჭირდა გავიხსენი ბოლომდე, გაუტკივარებაც ნელნელა გავიდა და დამეწყო ჭინთვები, მივყევი ბებია ქალის და მეანის რჩევებს და ზუსტად 7 საათზე დაიბადა ჩემი კნუტი <3. ძალიან შავი მომეჩვენა თავიდან საყვარელი კნუტი ჩამახუტეს, მერე გაამშრალეს და ისევ გულზე დამაწვინეს, მერე ძუძუ მოწოვა და სულ წოვდა და წოვდა <3. მამიკოც გვერდით იყო მთელი მშობიარობა და ეჭირა ჩემი ხელი, ერთად ვეფერებოდით ცუცქნას

. 2 საათის მერე გადაგვიყვანეს პალატაში. მიუხედავად იმისა რომ 9 საათი გაგრძელდა ჩემი მშობიარობა, ვინაიდან დიდი ტკივილები არ მქონია ვთვლი რომ მარტივი მშობიარობა მქონდა

კლინიკა მომეწონა ძალიან, მიუხედავად იმისა რომ აყვანილი არ მყავდა ექიმი, ყველა ყურადღებით მექცეოდა, მშობიარობის დროსაც გვერდით მედგნენ ყველანი და მერეც. ყურადღებას გვაქცევდნენ როგორც მე ასევე პატარას, ასჯერ რომ გამეყვანა უპრობლემოდ უცლიდნენ, ერთხელ ზედიზედ 3-ჯერ ჩაისვარა და მესამედ შემრცხვა, მე თვითონ გამოუცვალე და გაგიჟდნენ აბა ჩვენ რისთვის ვართო. საჭმელიც გემრიელი ქონდათ, პალატაში მოჰქონდათ. ყოველ დღე ალაგებდნენ ოთახებს, თუ დედას არ შეეძლო პატარა თავისთან გაყავდათ. კმაყოფილი ვარ კლინიკით და არ ვნანობ ჩემ სპონტანურ გადაწყვეტილებას