მოკლედ სანამ ძინავს ჩემ ქალბატონს მინდა მოვასწრო ჩემი მოგონებების დაწერა. საკმაოდ რთული ხუთი დღე იყო მაგრამ იმდენად გადაფარა ჩემმა გოგონამ ყველა ტკივილი რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა.
მოკლედ 26ში საღამოს წავედით ჰერაში, ცხრაზე უკვე იქ ვიყავით, ქმარუკას ვეჭორავებოდი და ვუთხარი ეხლა უნდა ვიბანავო დამოგვიანებით გავაგრძელოთთქო, მოკლედ ეს დრო მოვანდომე ჰერმადე მისვლას და პალატაში მოთავსებას, მერე დავურეკე და ვითომცა რაფერი ესე ვისაუბრეთ შუაღამემდე, ამასობაში ათზე უკვე გამიკეთეს პირველი აბი წამალი, და ნელნელა მუცელმ აგამაგრება დამიწყო, დილის 4ზე მეორე აბი მიაშვლეს და 5ზე საპირფარეშოში რომ შევედი ჩამოვიდა საცობი. გამოვედი იქიდან და დავიწყე წყლების დაღვრა, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ეგრევე 6 წუთში ერთხელ ტკივილები დამეწყო, საკმაოდ ძნელი თუმცა ასატანი, ამასობაშI ბლოკიდან ისეთი ხმები გამოდიოდა,არნახულად კიოდა ვიღაც, აი მე რა მემართებოდა ამაზე ხო ხვდებით. მოკლედ უკვე ვგღრძნობ რომ საშინლად მტკივა და ველოდები ექიმის მისვლას რომ გამინჯოს. როგორც იქნა მოვიდა და ნახა ორ თითზე ვიყავი, მეთქი გაუტკივარება მინდა და კიბატონოო, ეგეც გამიკეთეს, არასასიამოვნო პროცესია თორე მტკივნეული ნამდივლად არა, მეუბნება წელში მოიხარე გაბრაზებული კატასავითო, მე კიდე ერთ ადგილს ვწევდი ხოდა დამცინოდა, რა ჯენიფერ ლოპესივით გაწექიო.

ნუ მოკლედ გამიკეთდა გაუტკივარება და დათბა ფეხებში. ვთვლი რომ ამაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიმიღია არასდროს, რომა რა გაუტკივარება ამრთლა ვერ გავუძLებდი, შემდგომი ორი საათი ძილღვიძილში ვიყავი და ასე თუ ისე ენერგია ავკრიფე, მერე დამეწყო საშინელი გულისრევები, ყელს გახსნის გამო, ვკვდებოდი სპაზმისგან და არაფერი ამომდიოდა, აი ძაან საშინელება იყო, კიდევ კაი დედა ჩემთან იყო მშობაირობის დაწყებამდე. ორი სააათი იქნებოდა გამისნჯა ექიმმა და ოთხ თითზე ვიყავი უკვე გახსნილი, მთელი ეს ხანი რაღაც აპარატი მქქონდა შეერთებული და გულისცემას უსმენდნენ, ნუ ოთხ თითზე უკვე აღარ დამიმატეს გაუტკიავრება და აი მანდ დაიწყო რაც დაიწყო. ვეუბნებოდი ექიმს მეჭინთებათქო, და არაო, ჯერ ადრეაო,არადა მართლა მეჭინთებოდა, მნახა და სრული გახსნა იყო მაგრამ თავი მაღლა იყო ისევ ბავშვის, ხოდა არ დამიმატა გაუტკივარება და დამსვა რაღცა უცნაურ სკამზე, უნიტაზივით იყო

ხოდა ეხლა იჭინთეო რომ თავი დაბლა ჩამოვიდესო, ნუ აი ეგ იყო რაღაც რაა, ვიჭIნთებოდი რაც ძალი და ღონე მქონდა, ჭინთვიდან ჭIნთვამდე თვალები მეხუჭებოდა და მეძIნებოდა, ისე ძალიან მქონდა შეტევები რომ ვგრძნობდი გონებას ვკარგავდი და ექთანს ვთხოვე წყალი შემასხი სახეზეთქო, ხოდა ერთი აქედან მედგა, ემროე იქიდან, ხან წყალს მასხვადნენ და ხან მაჯანჯგარებდნენ.

ეხლა მეცინება მაგრამ მაშინ იყო ნუ აი არ ვიცი, არ მიყვირია საერთოდ, მარტო იამს ვეძახდი გამეკეთებინა ეს საკეისრო, რა მოვინდომე აქ გმირობათქო.

აი ისე ვიყავი სიმწრისგან ლამის ავაგლიჯე იმ სკამს დასაჯდომი.

კარგად იყო დალურსმული, გამიმართლა.

მოკლედ როგორც იქნა გადამიყვანეს სკამზე და აქ უკვე მართლა ვგრძნობდი ბავშვი როგორ ჩამოდიოდა დაბლა და მერე ისევ ადიოდა, არ ვიცი საიდან ვიპოვე მაგდენი ძალა, ფაქტია მადლობელი ვარ ჩემი ექიმის რომელიც მთელი ეს ხანი ერთი წამი არ მომშორებია გვერდიდანდა პატარა ბავშვივიით მეფერებოდა და მამხნევებდა, ვთვლი რომ სოსო რომ არა კიდევუფრო დიდახნს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი. მოკლედ როგორც იქნა ვიგრძენი სანატრელი წვა და მივხვდი თავი გამოდიოდა, ექიმმა აი ქოჩორიო, და გამიზარდა, მეთქი ამდენ იჟოგას ტყუილად არ ჩაუვლია.

თუმცა უცებ ბებიაქალმა იყვირა ვაიმე რას აკეთებს ხელებით მოდის ბავშვი არ გაიჭინთო თორე ჩაიხევიო, ვაიმე არ გაიჭინთო კაი იყო, მეჭინთებოდა, ნუ აი ძაან ღრმად დავიწყე სუნთქვა, ლამის ფილტვები ამოვიგდე და უცებ ვიგრძენი რაღაც თბილი დატრიალდა შიგნით, უკან შეაბრუნა ექიმმა ბავშვი და დატრიალა. ნუ ეს იყო და თან გადმოხტა ჩემი ქალბატონი, დავინახე და ვაიმე ივერი თქო, საოცრად გავს მამიკოს ჩემი გოგონა. დამავიწყდა მეთქვა, ორ თითზე რომ ვიყავი გახსნილი დავურეკე და ვუთხარი მალე იქნება ჩვენი გოგოთქო, ისეთ დღეში ჩავარდა, როგორ გამეპარეო. მოკლედ ბავშვი გაჩნდა თუ არა მაშინვე ვეცი ტელეფონს და სურათები გავუგზავნე, სხვა არაფერზე ვფიქრობდი საერთოდ, ერთადერთი აზრი მიტრიალებდა რომ რაც შეილება მალე ენახა ჩემ ქმარს ის თუ როგორ გავდა ჩვენი პატარა, უბედნიერესი ვიყავი. პირველი კითხვა ალექსანდრას დაბადების მერე იყო ჩავიხიე??

დამაშვიდა ექიმმა სამი პატარა ნახეთქი გაქვს და გ არაფერიაო, სოკო რომ მქონდა მაგის გამო დამემართა ეგეც, საბოლოოდ ადვილად ითვლება ჩემი მშობიარობა მაგრამ ჩემთვის ასე ნამდვილად არ იყო. მინდა ვთქვა რომ ვერც ვიტირე და ვერც ვერაფერი, არადა მეგონა ემოციებისგან გავსკდებოდი, აი პალატაში რომ გადამიყვანეს და მითხრეს ორი საათი უნდა იწვეოე იქ უკვე ვეღარ გავძელი აგვიპარე და მოვიყვანე ჩემი გოგონა ჩემთან. ყველაფერი შემდგომ გართულად, სამი დღის მანძილზე ვერ ვშარდავდი, ჩამიდგეს კათეტერი, მქონდა მაღალი სიცხეები, და ვერ იგებდნენ საიდან, რომ იტყვიან მთელი პერდსონალი ოთხი დღის მანძილზე მე დამსდევდა უკან. 30ში უნდა გამოვეწერეთ ამგრამ 31შიც არ გვიშვებდნენ, დავწერე ხელწერილი და მაინც წამოვედი, ახალ წელს სახლში შევხვდი. ხო, რაც მტავარია სიცხე არარ მქონია. ეხლა ჩემი ტკბილი სულ ჩემთააა და ყოველდღე ვხვდები რომ ყველაფერი ღირდა ამ საოცრებისთვის.
გული მიგრძნობს ძალიან ბევრი მაქვს ნაწერი და არეულდა რეულად, იმიტომ რომ იღვიძებს ჩემი გოგო. მე მაპაწიეთ თუ დიდი დრო წაგართვით. :*