ხოდა ჩემო გოგოებო...
ზუსტად 4 წელი გავიდა იმ დღეების მერე და რომ ვიხსენებ მბურძგლავს...
ვეცდები, რომ მოკლედ დავწერო და ნაკლებად მძიმედ, თუ გამომივა : )))
2010 წლის ახალ წელს, ბედობას მეგობრები აკეთებდნენ ფართის და წავედით მე და ჩემი მეუღლე.
35 კვირის ვიყავი. 5 თებერვალს მქონდა დდ.
კარგად გავერთე და წამოვედი. 3 იანვარს საღამოს დამეწყო ხველა, ამიწია სიცხემ 39მდე და მალევე გავიგე რომ წვეულებაზე მყოფ ერთ ბიჭს H1N1 ვირუსი, ანუ "ღორის გრიპი" ქონია და გადამედო.... იმ წელს 6 ორსული იყო დაღუპული ოფიციალურად ამ ვირუსისგან და ატყდა პანიკა... სირბილი ჰოსპიტალიდან ჰოსპიტალში... დამინიშნეს ანტიბიოტიკი კუნთში და რელენზა - ორსულების შესასუნთქი წამალი ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ. 4-5 იანვრის ღამეს , 3 საათზე, სველმა საწოლმა გამაღვიძა და ეგრევე მივხვდი რომ წყლები დავღვარე. გავაღვიძე ჩემი ქმარი, გაიღვიძა დედაჩემმაც და დაიწყო შეშფოთებული თვალების ცეცება

დავურეკეთ ჩემს ექიმს, მოკლედ ინტერვალებს დააკვირდითო და თუ არ იქნება ჯერ, დილით მოდით გასინჯვაზეო.
დილის 6ზე დამეწყო უკვე ტკივილები, ინტერვალებით ოღონდ ინტერვალი იყო 15 წუთი სადღაც. მახსოვს ჩემს ქმარს ვეუბნებოდი ფორუმზე შედი, იქ თემაა სამშობიაროში წასარები ნივთების და ისე ჩაალაგეთქო )))))))
სიცხე ისევ 38-39, ვიხრჩობი და მტკივა.
გათენდა. გამაქანეს, გამსინჯეს, ჯერ ახალდაწყებულია გახსნა, არაფერი არააო, ეხოზე წყლები ნახეს - ნორმა იყოს და გამომიშვეს უკან. მთელი 5 იანვარი მტკიოდა ინტერვალებით, ცოტ-ცოტას ვღვრიდი წყლებს და სადღაც 3 საათში ერთხელ ჩავდიოდით ჩაჩავაში, მსინჯავდა ყველა მოხალისე და მიშვებდნენ უკან ))))
დედას მეგობარმა დამირეკა, ბარემ შობამდე მოიცადეო, მეთქი გამასწარი ეხლა აქედან : )))
ისევ დაღამდა, ნახევრად გავათენეთ რა თქმა უნდა, ნელნელა თითო წუთით მცირდებოდა ინტერვალები და იმატებდა ტკივილი. მაგრამ ერთი ის მახსოვს რომ თავიდანვე მაგრად მტკიოდა, ალბათ სიცხის გამო არ ვიცი... გათენდა 6 იანვარი...
დილა იწყებოდა უმწარესი ნემსით, სიცხის გაზომვით, გამოცვლით და ბლაბლა... ისევ ჩაჩავა, ისევ მომაბრუნეს...
ერთადგილიანი პალატა არც იყო და სხვებტან ერთად ამ ვირუსით ვერ დამაწვენდნენ რა თქმა უნდა.
მე მომაბრუნეს მაგრამ ქეთიმ, ჩემმა გინეკოლოგმა ზურას (თავის მეუღლეს) უთხრა, დღეს თაკო აქ უნდა დარჩესო, აღარ გავუსვებთ მეტჯერ სახლში,რ ას დაარბენინებთ ამ ცემს ნალოლიავებ და ავადმყოფ ბავშვს აქეთ-იქეთო : ))))
ატყდა ამბავი, დედაჩემის და ქეთის + ზურას "ჩალიჩით" დირექტორმა - რომელიც ჩემი მოგვარეა, დაუშვა ის რომ დავეწვინეთ პათოლოგიაში და შემოეშვათ დედაჩემი, რაც ნუ სასწაულად მიიჩნეოდა, ეხლა არ ვიცი როგორაა, მაშინ არავის უშვებდნენ პათოლოგიაში. მოკლედ 6 იანვარ, 5 საათისთვის დედამ დამირეკა გაწვენთო. ვინ ჩაბარგდა, რა ჩამილაგეს, რა ხდებოდა - აზრზე არ ვიყავი. სიმართლე რომ ვთქვა არ ვნერვიულობდი იმაზე რომ რამე მოგვივიდოდა რომელიმეს, ვერც ვიაზრებდი, უბრალოდ ცუდად ვიყავი....
დამაწვინეს და აი დამაწვინეს და დამეწყო უარესი ტკივილები, ამ დროს ვიყავი 1 თითზე გახსნილი, მაგრამ ძალიან მაგრად მტკიოდა. ერთი ქალი (მორიგე) შემოდიოდა საათში ერთხელ და მსინჯავდა და ეს იყო კოშმარიიიიიიიი, თან დედაჩემს ამშვიდებდა მართლა ესე კი არ ტკივა აზვიადებსო. მერე მე რომ შევუღრინე დაოკდა (ეს იყო ერთადერთი ქალი მთელი ჩაჩავას პერსონალიდან რომელიც დღემდე ცუდად მახსოვს).
ჩემი ქმარი, ჩემი უახლოესი მეგობრები, მისი მეგობრები - ისხდნენ ეზოში მანქანში, პერიოდულად გადიოდნენ რაღაცეები მოქონდათ და მიგზავნიდნენ ზევით... 12 ხდებოდა, შობა დგებოდა... სანთელი ვთხოვე, ქაშვეთიდან მომიტანეს და სანთელთან ერთად წერილი გამომიგზავნეს... წერილში ჩემმა ქმარმა მომწერა, მინდა ჩვენი პატარას დაბადებას მეც დავესწრო და შენს გვერდით ვიყო, გადავწყვიტეო. მახსოვს, რომ ბევრი ვიტირე... დედაჩემს ხელები ქონდა დალურჯებული, ტკვილის დროს რომ ვუჭერდი ხელს, მაგრამ ის მახსოვს, რომ არ მიკივლია და არაადექვატურობა და გინებები არ დამმართნია ))))
გახდა 23:59 , ავდექი რომ სანთელი დამენთო, დავანთე ფანჯარაში, გავიხედე, მთელი ჩაჩავას ფანჯრები სანთლებით იყო განათებული, ერთი სიტყვა წარმოვთქვი გულში, მოვტრიალდი რომ დედასთვის მიმელოცა და დამეწყო ტკივილი. მერე ვიცინოდი, ჩემმა შვილმა მომილოცა პირველმა შობათქო : )))
გვერდითა ოთახიდან ისმოდა ერთი გოგოს კივილი, ტირილი, წვალება... მეგონა მშობიარობდა, მერე ექიმს ვკითხე რა სტადიაზეათქო და იხსნებაო, ჯერ მშობიარობამდე ბევრი დროა, 3 თითზეაო. და აი მანდ შემეშინდააა ))))))
დაახლოებით 3 საათისტვის რაღAც გაყუჩება გავიკეთე. ერთი ნემსი კუნთში გამიკეთეს ერთი ვენაში, რა იყო არ ვიცი, მახსოვს რომ კაიფში ჩავვარდი თითქოს ისე დამეძინა და ვფიქრობდი რომ 2 საათი მეძინება, რა მაგარიატქო. მაგრამ 40 წუთსი ტკივილმა გამაღვიძა, ნურას უკაცრავადო ))))))
დავიწყე ფიქრი გაუტკივარებაზე და მივხვდი რომ უკვე საკმარისი გმირობა იყო ეს ყველაფერი და ჯობდა გამეყუჩებინა... მეშინოდა, არანაირი ინFო არ მქონდა ამ გაყუჩებაზე, არანაირი... ისე ვიმუშავე მთელი 8 თვე, ზედმეტი ინფო ჰემოგლობინის და რკინის იქეთ არ მცოდნია მგონი ორსულობა-მშობიარობაზე ... ამოიყვანეს დილის 6ზე ანესთეზიოლოგი. ზალიან კარგი ქალი. მგონი მაია ერქვა. დამსვა ამიხსნა ყველაფერი დეტალურად, მომიყვა რა და როგორ ხდება, რა არის რისკი , დამამშვიდა მომეფერა და მითხრა გადაწყვიტეო. დედას ვუყურებდი, დედაჩემი ცდილობდა არ ეტირა და ეს შენ უნდა გადაწყვიტოო მითხრა.
ისევ დავწექი, როცა არ მტკიოდა, ვფიქრობდი რომ გავუზლებდი, რომ მტკივდებოდა ყველაფერზე თანახმა ვიყავი.
ერთი ის მახსოვს კიდევ რომ რომელიღაცა წუთიერი ძილიდან გამოსვლისას დედაჩემს ეუბნებოდა ექიმი, ხომ ხვდებით საკეისროს შანსიც არ არის ამ სიტუაციაში და უნდა ველოდოთო.... თანაც რაც მეტი დღე იქნება ბავშვი მუცელში მით უკეტესიო....
7 საათისთვის გადავწყვიტე გაუტკვიარების გაკეთება.
ყველაზე მეტად ამ პროცესზე ვნერვიულობდი.
გამიყვანეს, შემიერთდე აპარატები და დამსვეს, მივირე პოზა, დამაკავეს და ვიგრძენი პირველი ნემსი - მეტკინა.
მეგონა გაყუჩდებოდა მაგრამ ვიგრძენი კათეტერი, რომელიც ძააან მეტკინა. მახსოვდა რომ არ უნდა გავნძრეულიყავი და სუნთქვაც კი შეკავებული მქონდა. როგორც კი მითხრა იმ ქალმა, მორჩაო, ამვოისუნთქე და წნევაც ამივარდა. მგონი 140 თუ 160 ზე არც მახსოვს, გავითიშე მერე 1 წუთით და მერე ვიგრძენი რომ დათბა... გამიყვანეს უკვე ბლოკში... საათნახევარში ერთხელ მიმატებდნენ წამალს... ეს იყო შვება... მახსოვს წამლის დრო რომ მოვიდა, ექთანი შემოვიდა და გადავტრიალდი, დავიძაბე და რომ გამიკეთა და ვერ გავიგე უბედნიერესი ვიყავი )))))
ამასობაში ზურაც მოვიდა, გამსინჯდა და თქვა 2 საათამდე არაფერი იქნებაო. დავმშვიდდი ზურას ლაპარაკზე და დავიძინე...
დედა გვერდით მყავდა... 2 საათზე ზუსტად შემოვიდა, გამსინჯა და ეწყებაო თქვა. უკვე ოდნავ ტკივილს ვგრძნობდი. როდის აქვს ბოლო წამალი დამატებული იკითხა. 1 საათი იყო გასული. მოხსნას აპირებდა ეს გოგო და ზურამ უთხრა, დაუმატეთ წამალი, უკვე ეწყება და არაა პრობლემა, ცოდოაო. ზუსტად სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ აზრი ეს იყო. დამიმატეს, ერთ მხარეს ზურამ გადამიკიდა, მეორე მხარეს სხვამ და შემიტანეს გვერდზე ოთახში. ამასობაში დედაჩემმა ჩაირბინა ქვევით, ლექსოს უთხრა ადიო. შევალაგე ფეხები და ზურამ მითხრა, ოღონდ იცოდე აი რასაც გეტყვი ყველაფერი ზუსტად უნდა გააკეთოო. 3ის წუთები იყო. არ მახსოვს რამდენი ხანი გრძელდებოდა მშობიარობა მაგრამ მახსოვს რომ ვფიქრობდი აი ეხლა მეტკინება ეხლა მეტკინებათქო და არ მტკიოდა... მივხვდი რომ გამოვიდა ბავსვი და ცემი ქმარიც შემოვიდა, ერთად დავინახეთ პირველად, ჭიპლარი გადაჭრეს, დამაწვინეს გულზე და გაღოღდა ცოტა... მერე წაიყვანეს იქვე მოსაწესრიგებლად, თან მეუბნებოდნენ წონას ზომას, სანდრო ტიროდა... ლექსო ისევ გაუშვეს გარეთ, ერთი პაწია ნახეთქი მქონდა, ვიფიქრე აი ეხლა კი დამერხა და ვიგრძნობთქო მაგრამ არც ის პატარა ნაკერი გამიგია. გამიყვანეს ისევ იმ ოთახში, შემოუშვეს ლექსოც, ბავშვიც მოიყვანეს. მალე წამოიტირა და პირველად ლექსომ აიყვანა და დამშვიდდა. ძაან ბედნიერი იყო

ხო კიდევ ვიცინოდით რას გავსთქო )))))))
მალე სავარძელში ჩამსვეს და ჩამაბრძანეს ჩემს აპარტამენტებში... აი იქიდან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება....
ახლა ბევრ რამეზე თავს ძალა დავატანე, ტორემ არც მახსოვდა... ახლა კი, 4 წლის მერე ზუსტად - ჩემი ყველაზე ყველაზე საყვარელი 4 წლის ბიჭუნას, ჩემი საშობაო საჩუქრის სუნტქვას ვუსმენ და ვფიქრობ იმაზე, რომ ისეთი იყოს ხვალ მისი დაბადებისდღე, როგორიც მას უნდა

happy end
და 4 თვეში to be continued : ))))))
გილოცავთ დამდეგ შობას, მრავალს დაესწარით!!!!