უცბად დავწერ ჩემს მოგონებებს

) მოკლედ, მთელი 8 თვე მეგონა რომ საკეისრო დამჭირდებოდა თვალების გამო, მაგრამ ოკულისტმა მშვენიერი თვალები გაქვსო და მინუსი იმხელა არ არის რომ საკეისრო გაიკეთეოო, ასე რომ მეცხრე თვეს გადაწყდა ფიზიოლოგიური;
7ში ჩემებთან ვიყავი სტუმრად და საცობი ჩამომეშალა, აქაც შემოვარდი გიჟივით და ვიკითხე რა მექნა მაგრამ ბოლოს მაინც არ წავედი ემბრიოში, სხვა არაფერი ნიშანი არ იყო, 10 ში ღამე დამეწყო დიარია და ღებინება, თან მუცელი საშინლად მივლიდა, მაგრამ ისე როგორც დიარიის დროს იცის, ვიფიქრე რაღაცამ მომწამლათქო, მოკლედ მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ვერც ვწვებოდი ისე მივლიდა, კი ვიფიქრე ხომ არ მეწყებათქო (გამახსენდა სამოლეს მოგოგნება, რომ წერდა ყელის გახსნისას გული მერეოდაო

) მაგრამ ტკივილებს შორის ინტერვალებს ვერ ვიჭერდი, ანუ ხან 15 წუთი იყო ინტერვალი, ხან 5, ხან 3; ღამე სამშობიაროში წასვლის პანიკურად მეშინოდა მთელი 9 თვე

ხოდა დაველოდე გათენებას, ვიბანავე, ჩემი ქმარი გავაღვიძე და წავედით, გზაში ვეუბებოდი მგონი სულ ტყუილად მივდივართქო; გული მქონდა საშინლად აჩუყებული, რომ მივედი გამსინჯეს და 2 თითნახევარზე ხარ გახსნილი, დასატოვებელი ხარო, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ოღონდ რატომ ვიყავი ასეთი აჩუყებული არ ვიცი

დავურეკე ჩემ ქმარს მტოვებენთქო, მერე დავურეკე ჩემებს და მარტო იმის თქმა მოვახერხე ემბრიოში მოდითთქო, ვერ ვლაპარაკობდი, და ჩემი ქმრის და მშობლების ხმის გაგონებაზე მეტირებოდა
თავიდანვე მოვითხოვე გაუტკივარება, შემოვიდა ანესთეზიოლოგი და ამიხსნა ყველაფერი, მაგრამ რადგან ტკივილები ძალიან ძლიერი არ იყო, ცოტა მოვიცადოთო, მოკლედ თითქმის ბოლომდე ისე გამეხსნა ყელი, რომ ტკივილები სრულიად ასატანი იყო, ნემსის ხერხელალში გაკეთება უფრო მაშინებდა და არ მინდოდა ვიდრე იმ ტკივილის ატანა, თან ჩემი ტაქტიკა შევიმუშავე

არ ვწვებოდი, დაწოლილი თითქოს ვერ ვაკონტროლებდი სიტუაციას, რომ მომივლიდა საწოლის რკინას ვჭიდებდი ხელს და "ტკივილი რკინაზე გადამქონდა"

მოკლედ შემიყვანეს ბლოკში ბუშტი გამიხეთქეს, ის გრანდიოზული ჯოხი რომ დავინახე გული გამისკდა ლამის მაგრამ საერთოდ ვერ ვიგრძენი ვერაფერი, მაგრამ ჩემი გოგო ადგილიდან არ იძროდა, მაჭინთეს რა აღარ გამიკეთეს, მოკლედ 2 საათი ამ ზარმაცს ვეწვალებოდით რომ ქვემოთ ჩამოსულიყო;
კიდევ ათასჯერ ავიტან ამ ტკივილს იმ გრძნობის გამო რასაც განიცდი შენი სხეულიდან თბილი არსება რომ გამოდის, აქ რომ წერდნენ გოგოები ვერ ვხვდებოდი, ეხლაც ჟრუანტელი მივლის ის გრძნობა რომ მახსენდება...ნამდვილი სასწაულია!
რაც შეეხება ემბრიოს, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან თბილები და ყურადღებიანები არიან, ექიმები, ექთნები, პედიატრები, აბსოლიტურად ყველა; ერთი გოგო ისე მეხმარებოდა, იმას გაახარებს ღმერთი, წყალს არ მასმევდნენ არადა ყელი მიშრებოდა ამ ისუნთქე ისუნთქეს ძახილში, თავთან მედგა და სახეზე მისმევდა წყალს, თან ვკიოდი, თან იმას ვლოცავდი