2 კვირა გავიდა უკვე და თანდათან ტკბილდება ჩემი გოჭის დაბადების დღე, მაგრამ თითონ ის დღეეეეეე.....................................
მოკლედ, 16 იანვარს მქონდა დდ. შარიქაძე 14-17 იანვარს მეუბნებოდა სულ... 7 ში დამიბარა ექიმმა გასასინჯად, მაგრამ ყელი დახურული იყო... დაველოდოთო და თუ არაფერი ქნა, 16-ში მოდიო... გათენდა 16-იც და მივედით ჰერაში... გამსინჯა და ყელი ისევ დახურული, არც დარბილებული, არც ბავშვი იყო ქვემოთ ჩამოსული... გამიზომეს წნევა და 160/130-ზე... დააჭყიტა ჩემმა ექიმმა თვალები და ვტოვებთოო....რამდენიმე ისეთი წინადადება თქვა გადაკრულად, საკეისროზე მიმანიშნებდა. მე გავაფიჩინე ფეხები, საკეისრო ბოლო ვარიანტია, ვცადოთ ჯერ სხვა რამეები მეთქი.... დაიწყეს რაღაცეების შევსება... ისე არ ველოდებოდი იმ დღეს დატოვებას რაღაც ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა ბოლომდე... შეავსეს ყველაფერი, , ჩამაცვეს პერანგი და ჩამიდეს რაღაც წამალი, ყელის გასახსნელი, შემიყვანეს პალატაში და დამიდგეს მაგნეზია, წნევის დამწევი... პარალელურად ბავშვის გულისცემას უსმენდნენ და წნევას მიზომავდნენ... ბევრი რო არ გავაგრძელო საღამოსკენ დამეწყო ტკივილები. ოღონდ ჯერ ამტკივდა წელი და მერე მუცელი, აი რო უნდა მოგივიდეს ოღონდ უფრო მაგრად. ოღონდ ორივე მტკიოდა ერთად, ყოველგვარი მოვლითების გარეშე... შემოდიოდნენ პალატაში ვისაც არ ეზარებოდა და მიმტკიცებდნენ, არაო, წელი და მუცელი ერთად არ გტკივაო, მოვლით უნდა გტკიოდესო... სანამ ერთერთ ექიმს არ დავუძაბე დებილ ხო არ ვარ, ვგრძნობ როგორც მტკივათქო ვერ გავაგებინე რო ორივე მტკიოდა თან ერთად.
საღამოს 11სკენ დამეწყოო მოვლითებიიიი, თან მუცელი მიმაგრდებოდა, მოკლედ თამამად შემიძლია ვთქვა რო სასტიკად მტკიოდა, მაგრამ ოღონდ ამტკიებოდა და საკეისრო არ დამჭირვებოდა ყველაფერს ავიტანდი. რო მივხვდი უკვე ვეღარ ვუძლებდი, ჩემებიც გავუშვი პალატიდან, უნდა დავიძინო მეთქი და მარტომ გავაგრძელე ინტერვალების თვლა და კვნეს ... ხან მივლიდა 20 წუთში ერთხელ და მტკიოდა გადაბმულად 5 წუთი. მერე მომივლიდა 10 წუთში და მტკიოდა 2 წუთი, მოკლედ დავიტანჯე, ვერც ინტერვალი დავადგინე, თან ტკივილი მემატებოდა და შევეშვი დროის ნიშნვას. სადღაც 2-3სკენ, ერთერთი მოვლითის მერე ჩამეძინა,,,, გამეღვიძა დილის 7-სკენ და არც წელი მტკივა, აღარც მუცელი მიმაგრდება და არც მტკივა, თავიც კი არ მტკიოდა რო რამე მტკივათქო მეთქვა

აი მანდ მივხვდი რო საკეისრო არ ამცდებოდა, მაგრამ ნუ აი ცოოოტა იმედი მაინც მქონდა რო ჩემით გავაჩენდი
მოვიდა ჩემი ექიმი, შემოვიდა სოსოც შემოვლაზე, წამიყვანეს გასასინჯად, სოსომ გამსინჯა ისევ ისე იყო ყელი. თითის წვერზეც არ ვიყავი გახსნილი

გადაწყდა საკეისრო................
ვისაც ჩემი პოსტები ახსოვს ან ვისაც თითონ გამოუცდია მიხვდება რა მჭირდა იმ დროს.... მთელი ცხოვრება განწყობილი ვიყავი რო უნდა მემშობიარა, მთელი ორსულობა აი ოდნავი ისეთი პრობლემა არ მქონია რო ფიქრებში მაინც გამევლო საკეისრო დამჭირდებათქო... ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი, თან იმაზე მეშლებოდა ნერვები წინა ღამეს რაღას ვიტანჯემეთქი.....
ისე ცუდად ვიყავი ფსიქოლოგიურად, ერთი კარგად ვიტირე, ექიმთანაც, ჩემ ქმართანაც....ყველაფერი სულერთი იყო უკვე... ოღონდ ბავშვი ამოეყვანათ დროზე.... გამიკეთეს ოყნა, დამახვიეს ბინტები, ხელი მომაწერინეს სპინალურს რო ვიკეთებდი რაღაც საბუთებზე, შემიყვანეს საოპერაციოში და დამეხვივნენ ქალები

მოკლედ მომამზადეს და დაიწყო..... ტკივილით არ მტკიოდა, მაგრამ ვგრძნობდი შეხებას... არაფერზე არ ვფიქრობდი, საერთოდ ხმას არ ვიღებდი....ერთადერთი იმ სანატრელი ხმის გაგებას ველოდებოდი.... უცებ დამეჯაჯგურა ჩემი ექიმი და აქ წაკითხულიდან ვიცოდი რო ეგ ბავშვის ამოყვანის პროცესი იყო )).... რა ხოტორა ბიჭი გყავსო ანესთეზიოლოგმა მითხრა.... მაგრამ არ იყო ტირილი....
მეგონა დამანახებდნენ, არ დამანახეს... მე მაინც ტირილს ველოდებოდი, მაგრამ არ ტიროდა.... გვერდზე პატარა მაგიდა ქონდათ მოგორებული, ბავშვისთვის,,,დავინახე ჩემმა ექიმმა როგორ მიაწოდა ნაჭერში გახვეული,,,ამ ნაჭრიდან ჩანდა პაწაწუნა ფეხები, უმოძრაოდ ჩამოკიდებული.... გაიყვანეს და გავიდნენ...აქ გაგრძელდა ოპერაცია...არც არავინ მილოცავს, არც ტირილი ისმის ისევ... კითხვისაც მეშინოდა რა ხდებათქო... თან ვფიქრობდი იქნებ მომეჩვენა და ჯერ არ ამოუყვანიათ მეთქი... მერე მაინც ვიკითხე, არ უნდა ეტირა მეთქი? იტირებს ნუ გეშინიაო მომეფერა ანესთეზიოლოგი... და უცებ გარედან დასჭექა ვიღაცამ. ისეთი ბოხი ხმით და იმხელა ხმაზე, აი მართლა ამ ტირილზე სასიამოვნო ხმა არ არსებობს ალბათ. გარეთ კიდე ვიღაც სხვა ტიროდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რო ის ჩემი იყო

საოპერაციოშიც მომილოცა ყველამ. მერე შემოიყვანეს, აი შენი ბიჭიო კარებიდან დამანახეს და გაქრნენ

მართლა 2 წამი დავინახე, მაგრამ ის კადრი არასდროს არ დამავიწყდება, მოპრუწული ტუჩებით და მწვანე ქუდით
ბავშვი ჟანგბადის შუშის ყუთებივით როა იმაში ყავდათ (როგორც მერე გავიგე) ამიტო ვერც მამიკომ ვერ დაიწვინა გულზე, არადა როგორ ელოდებოდა გარეთ )))
მორჩა ჩემი ოპერაციაც, გამიყვანეს პოსტოპერაციულ ბლოკში და იქ უფრო დიდი კოშმარი დაიწყო..... მაგით აღარ შეგაწყენთ თავს... მოკლედ ვიტყვი რო ყველაზე ცუდი დღე-ღამე მქონდა ოპერაციის მერე... ერთადერთი რაც მახარებდა ის იყო რო ვიცოდი სადღაც იქით ჩემი შვილი იყო და არ მქონდა უფლება მეფიქრა რო ეს ყველაზე ცუდი დღე იყო, იმიტო რო ის გაჩნდა
მართლა საოცარი რამეა გოგოებო, ვისაც გამოგიცდიათ გეცოდინებათ, ვისაც არა და მართლა უზომო ბედნიერება გელით წინ... მიუხედავად მშობიარობის ფორმისა და ნაკერების ზომის. ისეთი ტკბილია, ისეთი, ისეთი ხანდახან გულზე რო მაწევს, ამის სუნთქვა მესმის და ვგრძნობ, მეშინია არ შემომეჭამოს
პ.ს. მე მაპატიეთ ამხელა პოსტისთვის და ყველას უმტკივნეულო მშობიარობას და ბედნიერ დედობას გისურვებთ
პ.პ.ს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინც მგულშემატკივრობდით იმ დღეს. განსაკუთრებით
Tak - ს