მოკლეთ გოგოებო ცოტა შორიდან დავიწყებ

19 წლის გავთხოვდი და თავიდანვე ძალიან, ძალიან მინდოდა დედობა. ხოდა არ ვიცი გული მიგრძნობდა თუ ჩემი თავი თვითონვე დავითარსე ამ უარყოფითი ფიქრებით, გათხოვებიდან 2-3 თვეში დავიწყე საშინელი ნერვიულობა. მინდოდა ექიმთან მისვლა და გამიკვლევის ჩატარება. ჩემ ქმარს რომ ვუთხარი თავიდან დამცინა და მერე ძაან რომ შევუჭამე ტვინი წამიყვანა. ნუ ექიმმაც დამცინასავით-ჯერ ძაან ადრეაო, მაგრამ ნუ ნაცხი და რაღაცეები გამიკეთა. მოკლეთ ამ დაცინვა-დაცინვაში გავიდა 1,5 წელი და საოცნებო ორი ხაზი ტესტზე. მაგრამ აღმოჩნდა გარეორსულობა და ამომაჭრეს მილი

მიკლეთ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ამას მოყვა მეორე მილში გარეორსულობა, 1 წარუმატებელი ინ ვიტრო, მეორე წარუმატებელი ინვიტრო, მესამე წარუმატებელი ინვიტრო

აღარ მოვყვები დაწვრილებით თითიეული რა ნერვების ფასად მიჯდებოდა, როგორი დეპრესიები მემართებოდა

მოკლეთ ამასობაში გავიდა 7 წელი და უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს, ხოდა ცოტა რომ გამიარა დეპრესიამ, ვიფიქრე რაც ატის არის, ერთხელაც ვცდითქო. მივედი ქეთი ოსიძესთან, გავიკეთე მეოთხედ და ვაშააააააააა გამოვიდააააააა
მთელი 9 თვე გავატარე ნერვიულობასა და შიშებში. ვაი მომეშლება, ვაი ნაადრევი დამეწყება ... მაგრამ დრო გადის და ყველაფერი კარგადაა. ერთადერთი პრობლემა, რომ ზის ეს მაკაკა, წამოსკუპებულია და საკეოსრო მჭირდება. მოკლეთ მოვიდა დანიშნული თარიღი. დილით ადრე დავერჭვე გაგუასთან, პირველი ვარ. არ ვნერვიულობ, უბრალოდ მგონია რ სიზმარში ვარ. ანესტეზიოლოგს მექანიკირად ვპასუხობ, სულ აწითლებული ვარ, წნევას მიზომავენ, არადა ბედნიერებისგან ვარ წითელი

ხოდა გამიკეთეს სპინალური, არაფერი არ გამიგია. დავწექი, ჩამომიფარეს წინ ფარდა და ჩემი საყვარელი დათო გაგუა შემოვიდა. თბილად გამიღიმა და რაღაცის გაკეთება დაიწყო ფარდის იქეთ. მეკითხება- რას არქმევო? კესოსმეთქი. კაი დავიწყოთ მაშინო, თანახმა ხარო? დავიწყოთთქო. ამის თქმა და უცებ მესმის ჩემი გოგოა ტირილი და ფარდის იქედან მაჩვენებს პირდაღებულ, დათხუპნულ, აჯღავლებულ, წითელ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზ არსებას

მე ვიღიმები და ცრემლები მომდის, ხმას ვერ ვიღებ და არაფერი არ მესმის, ბედნიერი ვარ.... მედდამ გაწმინდა და თბილად გაახვია კესო და ასე ჩაფუთნული მომახუტა სახეზე. არასოდეს დამავიწყდება ის სურნელი და სითბო....
უხხხ რამდენი ვწერე? მგონი დაგღალეთ

გკოცნით მე და კესო