მოკლედ, ფორუმმა უკვე იცის რომ 29 მარტიდან ორთითნახევარზე გახსნილი დავდიოდი და ვუხმობდი ჩემს ბიჭს ქარბუქში არ გამობრძანებულიყო და მზეს დავლოდებოდით, მაგრამ მაინც მთვარის შუქზე წამომაგდო
30-ში მივბრძანდი ემბრიოში, საცობი ჩამომეშალა და მაინც შევშინდი, მაგრამ გვატყუებოო, ჯერ არ ხარ შენ დასატოვებელიო და გამომაცუქცუქეს...
31-ში გამთენიას წყლები დავღვარე, ტკივილები არ მქონდა, ექიმმა ვსიო, გავვარდეთო და გავვარდით, წყლების ღვრით...
კევის ღლაჭუნით შევედი, წყლებს ვღვრი მეთქი, გამსინჯეს და ისევ ისე ვიყავი, ტკივილების არ მქონდა...ერთი გოგო დამხვდა სამშობიარო პალატაში ერთ თითზე გახსნილი, კანკალებდა საცოდავი, ძლივს სუნთქავდა, მივხვდი, ვაი ვერიკო, გადააგდე კევი, შენც ეგ გელოდება, ენერგიას ყბების ქაჩვაში ნუ გამოიცლითქო...
მოვიდნენ, გავაკეთებინე ოყნა და მშვიდად დაველოდე ტკივილების დაწყებას, თან ამ გოგოს ვეხმარებოდი და გაუტკივარებას ვურჩევდი, ბოლოს დავითანხმე და გაიკეთა, დამპალი მისი ქმარი არ აძლევდა უფლებას
მოკლედ 5 საათზე მისული 5 საათი ვიკრიჭებოდი, და 3 თითზე ძლივს ავედი, არ დამეწყო ტკივილები, ექიმმა დამაჩქარებელი უნდა დაგიდგა, უაზრო რისკები არ მიყვარს, თუ არ დაგეწყო ტკივილები, საკეისროს გიკეთებო...ხოდა დამიდგეს რაღაც, 11-ის წუთებზე, მე დამაჩქარებელი მგონია, თურმე მომატყუა, ფსიქოლოგიურად მოვიყვანეთ ტკივილები რასაც ქვია
დამეწყო ნელ-ნელა ტკივილები და ვერც ვკივი, ვერც ვჩხუბობ, ჩუმად ვკვნესი ჩემთვის, დავხტუნაობ ბურთზე და ვუყურებ საათს...
არავინ მიჯერებდა რომ მტკიოდა, ეგრე ჩუმად ვერ იქნებიო...
ექიმს ვეხვეწები გაუტკივარებაზე, მაგრამ ვერ გავრისკავო, ძალიან რბილი ყელი გაქვს, შეიძლება 10 წუთშიც გადაგეხსნას და ჭინთვებს ვერ იგრძნობ გამიგუდავ ბავშვსო...ანესთეზიოლოგი მეკაიფებოდა ჩემს გაუტკივარებას კონკურენტი გამოუჩნდა ბურთის სახითო,მგონი 5 კილო მაგ ბურთზე დავტოვე მარტო

რაღა ბევრი გავაგრძელო, 2-ს აკლდა 20 წუთი გამსინჯეს, სრული გახსნა მაქვს და დამეწყო ჭინთვები, ხოდა არიქა აქ აჩენსო, გამაქანეს, ზუსტად 6 ჭინთვაში გაჩნდა ჩემი სიცოცხლე
ნუ ეს რა იყო არვიცი, ყველაფერმა გამიარა საერთოდ, ჩემი ნანატრი დამაწვინეს გულზე, მე კიდე ჩემს პატარა ღვთისმშობლის ხატს ვკოცნიდი, ცალი ხელით პატარას ვეფერებოდი, ამ ცანცარამაც წაიღო ჩემი თითი და იტაკა პირში, არიქა შიაო, და გაიყვანეს საბანაოდ

ბებიაქალი მორჩა ყველაფერს და ვატყობ ექიმსაც და მასაც გაოცებული სახე აქვთ, არ მოელოდნენ ესე მარტივად პირველ მშობიარობას
ეხლა წადი და გოგოზე დაბრუნდი, შენ ბავშვების კეთება-ჩენის მეტს არაფერს უნდა აკეთებდეო

მოგვაწესრიგეს ორივე, გაგვიყვანეს პალატაში და ეგრევე მატაკეს ძუძუზე, მას მერე კიდია ძუძუზე, საოცრად მათვალიერებს და მიცინის
ყველას ვუსურვებ ბედნიერ დედობას!
უფალმა ყველას უნდა განაცდევინოს ეს სასწაული!