ჩემს მოგონებებსაც დავწერ.
7ში ხარება დღეს დაიბადა ჩემი ბიჭი
მოკლედ 36 კვირაზე ვიყავი ექოზე და 2 კვირა თუ გაცადა კაგი იქნებაო.
მაგრამ არ მაცადა 2 დღეში საცობი ჩამომეშალა (ხელით გასინჯვამ დააჩქარა)
6ში დილის 5ზე დამეწყო წყლების დაღვრა, წამოვხტი, გავაღვიძე მეუღლე თან ვეუბნები პანიკის გარეშე თქო- წყლებს ვღვრი, - წყლებს არა იმას ღვრი და მიწვა ისევ

მეთქი ადეეე - მართლაო?

ხოდა წამოხტა.
წინა დღეს გულმა მიგრძნო და ყველაფერი გავურეცხე და დავუუთოვე
შევედი აბაზანაში თავი მოვიწესრიგე, ეს წყლები კიდე ისეთი ნაპორით მოდის რომ აი რავიცი, სასწაულად ბევრი.
ნუ ჩავიცვი გავემზადე, ეგრევე ფორუმზე ნინოს მივწერე და წავედით გაგუაში. მივედი გამსინჯეს არ ვარ საერთოდ გახსნილი. მომათავსეს მომლოდინეთა პალატაში.
ვწევარ არხეინად, ჩემს ექიმს ვეკონტაქტები ფილტვების გასახსნელი წამალი დამინიშნა, რომელიც საბოლოო ჯამში 4ის მაგივრად 2 მოვასწარი.
ხოოდა ზუსტად 6 საათზე მისული დილის, საღამოს 7ზე ვიგრძენი პაწა ტკივილები.
თან ძალიან ვნერვიულობ იმიტომ რომ ბავშVის უწყლოდ გაჩერება არ შეიძლება, არადა ტკივილები არ მაქვს არ ვიხსნები, შემოდიან ეს ექიმები და ნედავოლნი სახით გადიან წყლებს ღვრიო უი შევხედოთ ვნახოთ დაველოდოთ.
ხოდა მოკლედ როგორც იქნა 1.5-ზე გავხსნილვარ, ამასობაში ჩემს ექიმს სხვა მშობიარეც ჰყოლია და მოვიდა, შემიყვანა გამსინჯა, თან გაკრეჭილი დავდიოდი უფ ეს რა ტკივილია თქო

აღაცნაირი არასასიამოვნო ტკივილია, თორემ მაგაზე უარესიც არსებობს

))
ხოდა ამ ჩემს ექიმს იმხელა თითები აქვს ზუსტად ნახევარ საათში მომემატა საკაიფოდ, ისე რომ გაუტკივარება მინდა თქო. კიდევ გამსინჯა და უმნიშვნელოდ გაგეხსნაო, მეთქი ოყნა გამიკეთოთ ჯობია საჩქაროდ თქო. და აი ამ მომენტიდან დამერხა.
მოკლედ დამეწყო უძლიერესი გულის რევები, ცალკე ტკივილი სამშობიარო და ცალკე კიდე ეს ოყნა, მოკლედ სად რა ხდებოდა ვერ გამეგო

თამამად ვამბობ რომ ჩემთვის სამშობიარო ტკივილებზე აუტანელი იყო გულის რევები რომლისაც პანიკურად მეშინია და მგონია ვიგუდები.
ჩემი ქმარი დავასწარი.
ეგ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა, მართლია მაგ დროს ყველა გაღიზიანებს, მაგრამ ტაშტით იდგა გულის რევის დროს და გული რომ მიმდიოდა წყალს მასხავდა.
მოკლედ გაუტკივარება მატაკეს, მაგარი საყვარელი კაცი იყო, იჩხერკედელავა ჩემს ხელხემალში

) მანამდე არხეინობის ჟამს ჩემს პალატაში იყო და პულტი მთხოვა ტვ-სი და ცოტა ვიშუტკავეთ, მაგრამ არ შევიმჩნიე რომ მანამდეც "ვიცნობდი" თავი არ მქონდა

ხოდა გამიკეთდა ეს გაუტკივარება და აბა მაინც მტკივა

ეს ექთანი მეუბნება აი ზემოთ მუცელი ხო არ გტკივაო, მეთქი ეგ ისედაც არ მტკიოდა ქვემოთ მტკივა თქო

ხოდა ნუ ოდნავ გამიყუჩა,
ზუსთად 20 ზუთში ამ გულის რევები დროს ისევ გამსინჯა და ვაააააა 3.5ზე ხაროოოო არ არსებობსო ასე მალეოო.
მეთქი ოპააა კიდევ მინდა გაუტკივარება თორემ აღარ დამიმატებთ მერე თქო - არა არ გინდაო გაგეწელება მშობიარობაო რამდენიმე საათითო, მეთქი მინდა !.
გამიკეთეს და ზუსტად 10 წუთში ვგრძნობ ბოდიში და როგორ მეხსნება უკანალი, ანუ ჭინთვებს ვერ ვგრძნობ.
ვეუბნები ექთანს, იმან არა გეჩვენებაო, არადა ცუდი გრძნობაა ძაან გეხსნება და არაფერი მოგდის.
შემოვიდა ბებიაქალი შარდი გამოვიღოთო, და ჩამიდგა ეს კათეტერი და შვილო შენ დაგწყებიაო.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მაგარი გასაკვირი იყო გაუტკივარებების ფონზე ასე მალე რომ გავიხსენი, ვიჭინთე არ გამჭირვებია, უადვილესია ჭინთვები , მერე ვიგრძენი რომ პაწიას თავი ამოვიდა და მერე ბოლო გაჭინთვით ტანიც მიყვა.
დამაწვინეს გულზე, ამიტყდა ტირილი, ეგრევე გამიცინა და ლოყები ეჩუტებოდა
ჩემი ბაჭია, ისეთი თბილი იყოო, გავხედე ჩემს ქმარს და ისიც სახეს აბრუნებს ეტყობა ტიროდა ისიც, რავი მითხრა არაოდა და

ნუ მოკლედ პატარა ნახეთქები მქონდა გამკერეს.
მერე ეს საშვილოსნოს რომ აწვებიან დედაააა რა მტკივნეულიაააააააა.
მერე სულ ჩემთან იყო ჩემი ბიჭი და არის და იქნება <3