პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს განწყობას და ექიმს. მიუხედავად იმისა , რომ თუკი ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს ექიმის დამსწრესავითაა, უბრალოდ მისი ქცევა და საუბარიც დამაშვიდებელია. მე პირადად უზომოდ კმაყოფილი ვარ ბატონი ზურა დარახველიძის და თუკი მეორეს დავაპირებ ისევ მას და ისევ ჩაჩავას კლინიკას ავირჩევ.
ჩემთვის პირველი მშობიარობა იყო და მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ვღელავდი, როგორ ჩაივლიდა ყველაფერი. ვარ ძალიან ემოციური და მშიშარა ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩემს ჯანმრთელობას ეხება და როგორც კი გავიგე რომ ორსულად ვარ პირველი ფიქრი იყო გადავიტანდი თუ ვერა მშობიარობას.
37 კვირაზე მივედი ბატონ ზურასთან ვიზიტზე და მითხრა რომ ველოდებით 5 მარტიდან 12 მარტამდე შუალედში. ამ ვიზიტზე არ გავუსინჯივარ, არც ექო მოუთხოვია, უბრალოდ დახედა ისტორიას და დამიბარა 6 მარტს, თუკი მანამდე არაფერი იქნებოდა. იქვე ვკითხე როდის დამერეკა იმიტომ რომ მეშინოდა ვაიდა ვერ მივასწრებთქო, მითხრა რომ შენ ბათუმიდანაც რომ წამოხვიდე მაინც მოასწრებ პირველ მშობიარობაზე მაგის პრობლემა არ იქნებაო.
სანამ უშუალოდ მშობიარობაზე გადავიდოდე, მინდა ასევე ავღნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მშობელთა სკოლით. ვესწრებოდი სემინარებს და იქ ნასწავლი სუნთვის ტექნიკები ძალიან დამეხმარა მოდუნებაში. წინასწარ მქონდა ფურცელზე დაწერილი და ჩემი ქმარიც დატრენინგებული, რომ თუკი ძალიან ამტკივდებოდა დამხარებოდა სწორად სუნთქვაში.
როგორც ზურამ თქვა გადაცდა თუ არა 4 მარტის ღამის 12 საათს, მომიარა მუცელმა, ოღონდ არანაირი ტკივილი არ მქონია, უბრალოდ საპირფარეშოში მომინდა გასვლა. როცა გამოვედი მაინც მქონდა მოვლის შეგრძნებები, ოღონდ ზუსტად ისე როგორც ფაღარათისას იცის, ამიტომ მეგონა რომ უბრალოდ რაღაცამ გამიღიზიანა მუცელი. ასეთი შეგრძნებები გაგრძელდა დაახლოებით 1 საათი და მერე შემეპარა ოდნავი ტკივილსაც ვერ დავარქმევ, უფრო დისკომფორტის შეგრძნება წელის არეში. მაშინ დავეჭვდი იმიტომ, რომ შეგრძნება მოდიოდა და ქრებოდა შუალედებით, თუმცა არასტაბილურად. ხან 3 წუთში ერთხელ, 2 წუთში ხან 7 წუთში, თუმცა ასეთი ინტერვალები უკვე საკმაოდ მცირეა, მაინც მეგონა რომ გადამივლიდა. სახლში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე (ორივენი 22 ის ვართ და ჯერ მაინც თუ რამეა დედას ვურეკავ

) და გადავწყვიტე დამერეკა დედასთვის და ავუხსენი მდგომარეობა. მშობელთა სკოლიდან ვიცოდი რომ თუკი 20 წუთის განმავლობაში 5 წუთაინი შუალედით 4 ჯერ მექნებოდა შეტევა დრო იყო სამშობიაროში წავსულიყავი, თუმცა ჩემი შუალედები თავიდანვე 3-4 წუთიანი იყო და ამიტომ დავიბენი. ასევე ვიცოდი რომ ნამდვილი მშობიარობის შეტევები იწვევს წელის და არა მუცლის ტკივილს და დედაჩემმაც გადაწყვიტა რომ მოსულიყო და დაეხედა. დედა მოვიდა ოპერატიულად სადღაც ღამის სამის ნახევარზე და გვითხრა რომ წავიდეთ შეგამოწმონო. მე წასვლა მაინც არ მინდოდა იმიტომ რომ ვიცოდი რომ გასინჯვას შეიძლება საცობის დაშლა გამოეწვია, ჩვენ კიდე სახლში რემონტი გვქონდა და იმედს ვიტოვებდი რომ კიდე გადამივლიდა. დისკომფორტმა, ტკივილს ჯერ კიდევ ვერ დავარქმევ იმატა და შეტევის დროს მიწევდა ან მეუღლეზე ან რამეზე დაწყრდნობა, ამიტომ ჩამსვევს მანქანაში და მაინც წამიყვანეს.
ჩაჩავაში მივედით ღამის 3 სთვის. დაუძახეს მორიგ ექიმს და სანამ ჩამოდიოდა შემავსებინეს საბუთები. სურვილი მქონდა რომ მემშობიარა ერთადგილიან პალატაში, თუმცა ყველა დაკავებული აღმოჩნდა, ამიტომ შემომთავაზეს ორადგილიანი, რომელიც გამილუქსეს. მემგონი ასე უფრო გამიმართლა იმიტომ, რომ ორადგილიანი უფრო დიდია და დივნის მაგივრად მეორე ლოგინი დგას ვიზიტორისთვის. ამ ეტაპისთვის დისკომფორტი გადაიზარდა ტკივილში, თუმცა სასვებით ასატან ტკივილში. მორიგი ექიმი აღმოჩნდა ნახევრად მძინარე და პირქუში და ზუსტად ასეთ ადამიანს რომ არ ვემშობიარებინე თავიდანვე აყვანილი მყავდა ზურა. სანამ გამსინჯავდა ვკითხე მტკივნეული პროცედურაა? მინდოდა დავემშვიდებინე ან უბრალოდ შესაბამისი განწყობა მქონოდა, იმან კიდე შემომხედა და მითხრა არ არის მტკივნეული, გენაცვალე შენ კიდე დღეს უნდა იმშობიაროო, მოკლედ ძალიან მებოროტა ეგ ქალი. გამსინჯა, ტკივილი საერთოდ არ მიგვრძნია უბრალოდ სასიამოვნო პროცედურას ვერ დავარქმევ. იმისათვის რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი გქონდეთ შეეცადეთ მოდუნდეთ. გახსნილი აღმოვჩნდი 3 სანტიმეტრზე ანუ თითნახევარზე. მითხრეს რომ მტოვებენ, დაურეკეს ზურას, მე და ჩემი ქმარი აგვიშვეს სამშობიარო პალატაში. გასინჯვის მერე , როგორც ველოდი ჩამომეშალა საცობი, ვიგრძენი რომ რაღაც წამომივიდა ვუთხარი ეთქთანს, იმან კიდე მითხრა შვილო შენ დღეს იქიდან იმდენი რამე გამოგივაო ყურადღებას ნუ აქცევო

პალატა იყო საკმაოდ კომფორტული, იდგა საწოლი, სამშობიარო მაგიდა და ჩასაჭინთი სკამი. პალატაში შევედით დილის 4 საათზე. ქვევით მორიგე ექთანმა მიმთხრა, რომ მისი აზრით ვიმშობიარებდი შუადღეზე ამიტომ ორივე განვეწყეთ ლოდინისთვის. ამოვიღე ჩემი სუნთქვის შპარგალკები და დავიწყე აჩაქარებული სუნთქვით. როგორც კი მომივლიდა ვიწყებდი სუნთქვას და მალევე გადამდიოდა. შუალედები იყო ისევ 2-3 წუთიანი, შეტევები ნახევარწუთიანი, თუმცა საკმაოდ ნორმალური და ასატანი. პერიოდულად შემოდიოდა ბებიაქალი და ამოწმებდა ბავშის გულის ცემას და ჩემ წნევას. შეტევებს შორის შუალედში და შეტევის დროსაც დავდიოდი და ასე უფრო მიადვეილდებოდა გადატანა. სადღაც 9 საათისთვის იმატა ტკივილის ინტენსიობამ და გადავედი სახეშეცვლილ სუნთქვაზე. შეტევის დროს ვცადე ჩაკუზვა, რამაც ძალიან მიშველა. ყველა შეტევა იწვევდა ტკივილს წელის არეში, მუცელი საერთოდ არ მტკიოდა, ჩაკუზვისას კი წელის ტკივილიც მიამდებოდა. ძალიან არ მინდოდა რაიმე სახის ჩარევა, მათ შორის კათეტერი ამიტომ 2 საათში ერთხელ გავდიდოი საპირფარეშოში. ოყნა არ დამჭირდებოდა იმიტომ რომ ისედაც გასული ვიყავი, თუმცა ზოგადად ჩაჩავაში ოყნას აღარ აკეთებენ, იმიტომ რომ გართულებების მეტს არაფერს იწვევსო.
დილის 10 საათზე მოვიდა ზურა და ამიყვანეს სამშობიარო მაგიდაზე გასასინჯად. გასინჯვა არც ეხლა მტკენია, გახსნილი ვიყავი 3 თითზე. ბუშტი ადგილზე იყო. ზურამ ძალიან მშვიდი ხმით მითხრა რომ საჭირო იყო კიდევ 2-3 საათი, გაუტკივარება არ დამჭირდებოდა, ტკივილები იქნებოდა ასატანი. გამაფრთხილა რომ ნახევარ საათში უფრო იმატებდა შეტევები და მზად ვყოფილიყავი. ზურას გასვლის მერე გადავწყვიტე ცოტახანი მაინც დავწოლილიყავი იმიტომ რომ ძალიან მეძინებოდა. სადღაც 11 საათისთვის მეც და ჩემს ქმარსაც ზუსტად 3-4 წუთით ჩამოგვეძინა და უცებ მუცელში ვიგრძენი რაგაც ტკაცანი. ავდექი და წამომივიდა წყლები. წყლების დაღვრის მერე ტკივილებმა საგრძნობლად იმატა ამიტომ გადავედი პირამიდულ სუნთქვაზე

თავიდანვე განწყობა მქონდა რომ არ უნდა მეყვირა და მინდა ვთქვა რომ თუკი სწორად ისუნთქებთ ყვირილს ვერც შეძლებთ. პირამიდული სადღაც ნახევარი საათი მშველიდა და მერე ვიგრძენი უსიამოვნო დაწოლის შეგრძნება წელის არეში და წვა. ქმარს ვუთხარი დაუძახე ვინმედ მოდისთქო. შემოვიდა ბებიაქალი, გამსინჯა , სრული გახნსაა გაიჭინთეო. ამიყვანეს ლოგინზე, ფეხები ამაწევინეს, ერთის მე მეჭირა ერთი ქამარს და მითითებისამებსრ დავიწყე ჭინთვა. ეს პერიოდი ჩემთვის იყო ყველაზე უსიამოვნო, იმიტომ რომ სანამ კარგი ჭინთვები წამოვა შეტევას მაინც დაკრავს ტკივილის შეგრძენება და მაგ დროს ჭინთვა არ მინდოდა. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან არ მინდოდა არც ნაკერი არც რამე მაგდაგვარი, ბებიაქალს თავიდანვე ვთხოვე მაქსიმალურად ვეცადოთ ავიცილოთ ეგ ამბები, რითიც შევძლებ დაგეხმარებითქო. ლოგინზე ჩამაჭინთა 5-6 ჯერ და მითხრა გადავიდეთ სამშობიარო მაგიდაზეო. დაუძახა ზურას, ზურამ დაადგმევინა გადასხმა ( ძალის აღმდგენი) და დავიწყე ისევ ჭინთვა. ეს პროცესი აღარ იყო ისეთი უსიამოვნო, შეტევის დროს ტკივილი აღარ მქონდა უბრალოდ თავისთავად მეჭინთებოდა, მეც ვცდილობდი სწორად გავჭინთულიყავი და ველოდებოდი ბებიაქალის მითითებებს. მაგიდაზე მქონდა 3 შეტევა, თითოს დროს ვიჭინთებოდი 3 ჯერ, გავიჭინთებოდი, შევისუნთქავდი. ამ დროს მთავარია ჭინთვა გაუშვათ მუცელში და არა სახეში, ანუ სახის დაჭიმვა და ლოყების დაბერვა არასწორია

მაგაზე "გვამეცადინებდნენ" მშობელთა სკოლაში თუმცა მაინც არ ვარ დიდად კმაყოფილი ჩემი თავით ერთი ორჯერ სახეზეც გავლურჯდი. 3 შეტევის მერე ვიგრძენი რომ გამოვიდა თავი , ამ დროს მითხრეს გადაატარეო, დავიწყე "გადატარების სუნთქვა"

მარა მაინც ძნელია გადატარება. მეთქი მეჭინთება, მეჭინთება და კაი ჰა გაიჭინთეო და დაიბადა ჩემი ალექსანდრა <3 ცოტათი წამოიტირა და დამაწვინეს გულზე. ძალიან საყვარელი იყო მაგრამ მე ჯერ კიდევვნერვიულბდი მომყოლის დაბადებაზე. გამიკთეს საშვილოსნოს შესაკუმში ნემსი და 3 წუთში მომყოლიც გამოიდევნა. ნაკერებ, ნახეთქები არ მქონია.
მერე უკვე მშვიდად დავაკვირდით ჩვენ ბაიას. იმხელა თვალები ქონდა იმ პატარა რვაფეხას გავდა, "ადამიანები შავებში" ფილმში რომ იბადება საყვარელი

საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ სამშობიაროთი, ექიმით, ჩემი მეუღლეთი და შვილით

<3
გაუტკივარებაზე მშობიარობამდე ვიძახდი არ ღირს, ბუნებრივდ ჯობია იყოს ყველაფერთქო და ალბათ ეხაც ამ აზრის ვარ. თუკი პირველ მშობიარობა მომლოდინეებს რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ