მოვედი მოგონებებით:
ღამე თითქმის არ მიძინია-ძალიან ვიყავი დაღლილი-ცალკე საავადმყოფოში სირბილით და ნერვიულობებით ცალკე ბოლო წამებში ვაუთოებდი და ვამზადებდი ჩანთას-უფრო სწორედ პატარა ჩემოდანს

გათენდა ნანატრი ორშაბათი. სამახსოვროდ სურათი გადავიღეთ სახლიდან გასვლის წინ და წავედით... ოღონდ არა სამშობიაროში არამედ ბანკში

ადრე მვიედით და მაინც ბლომად ხალხი იდგა ჩვენს წინ-10-ზე სამშობიაროში ვიყავი დაბარებული და ნეტა როდის მომიწევს შესვლა თქო დავიწყე ნერვიულობა . ჩვენი რიგიც მოვიდა როგორც იქნა. ვხედავ ოპერატორი "ზოზინებს" და ვთხოვე-იქნებ ცოტა დაუჩქაროთ სამშობიაროში მაგვიანდება თქო (ვიფიქრე მდგომარეობაში შევა და აჩქარდება თქო) -ეგ კიდევ იქეთ გაოცებული სახით მეუბნება-კი მაგრამ თუ მშობიარობას აპირებთ ბარათი რაში გჭირდებათო-გავმწვანდი ცეცლხებს ვაფრქვევდი და ხმა არ ამოვიღე ჩემებურად რომ ვიცი ხოლმე წიკვინი ისე-მარტო" მჭირდება რადგან მოვედი"- თქო წავიბუტბუტე. არ მინდოდა ამ დღეს ჩხუბი და უაზრო ნერვიულობა დამმახსოვრებოდა. ყურიც არ შეიბერტყა იმ გოგომ. მოკლედ კაი 10 წუთი გვაყურყუტა ბარათი სანამ გადმოგვცა. იქედან ელვის სისწრაფით გავქანდით ჯან. სახლში. მთელი გზა საათზე ვუყურებდი. 11 ხდებოდა უკვე, წუთები უკლდა რომ მივედით. რეგისტრატურაში ვუთხარი საკეისროზე ვარ თქო და გვარი მკითხეს თუ არა-აბა დროზე მაღლა სად ხარ აქამდეო

ჩემოდანს გადახედეს და ჭყიტეს თვალები-აპ აპ მაგას ვერ შეგატანინებთ მხოლოდ ხალათი და ჩუსტები ამოიღე დანარჩენი დატოვე დაბლაო. ბავშვის ბოთლი თქო? არა ჯერ არაო. ტანსაცმელი? ეგეც არაო. მოკლედ ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი უცებ უცებ "დავაძრე" ჩემოდნიდან ნივთები და უკან ქმარს სწრფად ჩავეხუტე არ შეგეშინდეს თქო და გავქუსლე-ჩემი დაც იქ იყო მაგრამ იმას ვეღარ ვხედავდი ემოციებისგან

ამიყვანეს მეორე სართულზე, ჩამაცვეს ერთჯერადი ხალათი და შემიყვანეს მე-4-ე ცისფერ პალატაში-მერეც აქ იქნებიო. დამიდგეს რაღაც გადასხმა-რა არის თქო ვიკითხე მაგრამ ამ დროს ვიღაც შემოვიდა (პალატის ექიმი მარიკა) და კითხვებს მისვამდა სტანდარტულს და არ მახსოვს რა მითხრეს გადასხმაზე-ერთი ის ვიცი რომ რაღაც ფიზიოლოგიურივით იყო-ჩავეძიე გლუკოზას ხომ არ შეიცავს დიაბეტი მაქვს თქო

მოკლედ სულ 3 სხვადასხვა სასტავი შემოვიდა და სამივემ ერთიდფაიგივე კითხვები დამისვა და შემავსებინეს სხვადასხვა საბუთები. რამდენიმეგან ხელი მოვაწერე. ჩამაცვეს ჩემი მიტანილი სპეც ჩულქები და დამტოვეს მარტო.
ვიყურებოდი ჭერში და ემოციები მახრჩობდა-თან ძალიან მიხაროდა რომ როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და აღარ შემეშინდებოდა ორსულობის მიმდინარეობის- ორსულობის 2 ხაზიანი ტესტიდან მოყოლებული მთელი 9 თვე პულსზე რომ გვეჭირა ხელი ჩვენც და ექიმებსაც, თან ცოტა არ იყოს მეშინოდა ბავშვი როგორ იქნებოდა იმდენი წამლის ფონზე. მოკლედ კარგზეც ვფიქრობდი და ცუდზეც- ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე და მოვემზადე მოვლენების განვითარებისთვის. მახსოვს სმს დავწერე ლევანისთვის "თუ ყველაფერი ცუდად დასრულდა პატარას უთხარი რომ არ მინახია მაგრამ ძალიან მიყვარს. ორივეს რომ გაგვიხარდებოდა ისე გაზარდე ჩვენებურად. მე სულ თქვენს გვერდით ვიქნები, უსაზღვროდ მიყვარხართ" და ეს ტექსტი ტელეფონში შევინახე, არ გავაგზავნე-გული არ გავუხეთქო თქო. ამასობაში გოგოებსაც ვემესიჯებოდი ტელეფონზე და ჩემებიც მირეკავდნენ შიგადაშიგ რა ხდებაო.
პერსონალი შემოვიდა ოთახში. მკითხეს როგორ ხარო-ამასობაში ერთი სისტემა ჩაიცალა და მეორე დამიდგეს-როდის დაიწყება ყველაფერი მეთქო დ აუკვე მალეო. მართლაც 5 წუთში მომადგნენ დროა წავიდეთო. ჩემი ხალათი მომცვეს-ეს სისტემა დამაკავებინეს ხელში და კიბეებზე ამიყვანეს მესამე სართულზე. იქ კეთდება საკეისროვო. შევედი ცივ ოთახში-მივათვალიერ-მოვათვალიერე იქაურობა, ერთადერთი ნაცნობი სახე დავლანდე-ანესთეზიოლოგი ვინც გამესაუბრა ადრე-ნესტანი არა. ახალგაზრდა გოგო. დამსვეს სკამზე და აბა შენ იცი მაგრად მოიკუნტეო, ცოტა გამიჭირდა ჩემი წვეტიანი მუცლის გამო-ცალკე მე ვაჭერდი და ცალკე ის, პირველ ჩხველტაზე ოდნავ შევხტი-ნესტანმა გამიკეთა სპინალური, მეორეზე რეაქცია არ მქონდა. და ნელნელა წავიდა სითბო სხეულში, მარცხენა მხარე დამიბუჟდა მომენტალურად, მარჯვენა უფრო გვიან. შემოვიდა პირბადიანი ხნიერი კაცი-არა ქორიძე და დამიწყო იოდით მუცლის დამუშავება. ყველა კაიფობდა ჩემ გაბზეკილ მუცელზე და უცებ ბავშმაც იგრძნო ეტყობა რაღაცას რომ უპირებდნენ და გადაგორდა მარცხნივ და ახარხარდა ყველა მირბის სადღაც არ უნდა ამოსვლაო. ამ დროს შემოვიდა ქორიძე-როგორ ხარო, მეთქო კარგად. არადა ვხტუნაობ უკვე იმ საწოლ/მაგიდაზე. კბილებსაც ვერ ვიმორჩილებდი ისე მაკანკალებდა-ემოციისგანო ამბობდნენ და რაღაც წამალი დამიმატეს 3-ჯერ რომელიც იყო უმწარესი-როგორც ამიხსნეს იმიტომ რომ რადგან ვენაში ვერ ჩამიდგეს სისტემა ამიტომ ხელზე გამიეკთეს და ხელზე მწარეაო ეგრეო. მოითმინეო მეც ვითმენდი. ამაფარეს წინ რაღაც ფარდასავით. გვერდით გადავწიე თავი და საათს ვუყურებდი. გოგო მედგა გვერდით და ვთხოვე ბავშვს იქნებ სურათი გადაუღოთ თქო და კიო რა პრობლემააო. საერთოდ ვერ ვიგრძენი გაჭრა, მხოლოდ ჯაჯგური. ვიცი რომ მალე ალბათ ბავშვს ამოასკუპებენ თქო და უცებ გავიგე ტირილის ხმა, მაღლა მხოლოდ თავი დავინახე გასისხლიანებული რამდენიმე წამით, მახსოვს მიხაროდა რომ ტიროდა, ესე იგი კარგად არის თქო. ამ დროს ის გოგო მოვიდა ფოტოაპარტი რომ ჩავაბარე და ნახე რა მაგარი სურათები გადავიღეო-დოკუმენტურ ფილმებში რომაა ზუსტად ეგეთიო და მანახებს ბავშვის ამოყვანის პროცესს რომელიც დააფიქსირა-მართლა დიდი მადლობა მას ამისთვის მაგრამ იმ წამს არ მენახა ეგ კადრები ჯობდა. ჩანს როგორ ვარ გაჭრილი-კინაღამ გული შემიწუხდა-იმ წამს რომ ვნახე ყველაფერი თორემ ახლა რომ ვუყურებ მიხარია რომ ეს კადრები გვაქვს, მერე ბავშვი მოიყვანეს ისევ რამდენიმე წამით-შევხედე-დიდად არ მოემწონა

გასიებული თეთრი არსება იყო გაურკვეველ ადიალაში შეხვული და ტიროდა, დახედვა ვვერ მოვასწარი უცებ სურათი გადაუღეს და წააცუნცულეს ვერ მივხვდი ამ ეიფორიაში რა ხდებოდა ნორმალურად. მერე ტელეფონი მომხეს მეუღლეს დაურეკე თუ გინდაო, მახსოვს დავრეკე და აი მანდ ამივარდა ტირილი-დაიბადა ჩვენი ბიჭი გილოცავ მამიკო თქო ვუთხარი. ისეთი ბედნიერი და აჟიტირებული ხმა ქონდა ლევანის ცხოვრებაში არ დამავიწყდება -როგორ ხარო, და კარგად არ ინერვიულო ჯერ კიდევ საოპერაციო მაგიდაზე ვარ მკერავენ ალბათ თქო

და მეტი ვეღარ მოვახერხე ვერაფრის თქმა. ამ დროს ათულია რეკავდა გაუჩერებლად და ტელეფონი მომაწეოდეს-არ ვიცით ვინაა მაგრამ უპასუხე ეტყობა ნერვიულობს ძალიანო, იმასაც ვახარე რომ დაიბადა ჩემი ბიჭი. მეტი არ მახსოვს რა ვთქვი, ბავშვის ნახვის კადრები მიტივტივებდა თვალწინ და ვცდილობდი ჩემს ემოციებში გავრკვეულიყავი. 13:43 წუთზე დაიბადა ლუკა. მერე თქვეს ვსიო ყველაფერი მოვრჩითო. საათს გავხედე და 14.35 იყო. მახსოვს ვიკითხე დაბლა ჩემი ფეხით უნდა ჩავიდე თქო? რომ ვერ ვგრძნობ ჯერ თქო-გაეცინათ ლიფტი გვაქვს და ჩაგიყვანთო -არადა ფეხით რომ ამიყვანეს საკეისროზე მეგონა ლიფტი არ იყო სამშობიაროში

მიმაგორეს ჩემს პალატაში, მაჭირეს მუცელზე ხელი (ამოწმებდნენ სისხლდენა ხომ არ იქნებოდა) და შემაერთეს რაღაც აპარატს გულისცემას და წნევას ზომავდა. მახსოვს ისევ მაგრად მაკანკალებდა ვხტუნაობდი და ადიალები დამაფარეს და გრელკები დამიდეს. ტავი მისკდებოდა. წნევა მქონდა 140-100-ზე (ჩემი ნორმალური წნევა 90-60-ზეა) და არაუშავს იცის ხოლმეო. რაღაც წამლებს უმატებდნენ სისტემაში არ ვიცი რას. რამდენიმეჯერ ვიკითხე ბავშვს როდის მანახებენ თქო და მალეო. ამ დროს ჩემი ქმარი მირეკავდა ყოველ 5 წუთში როდის ამომიშვებენო -შენი და ბავშვის ნახვა მინდაო და არ ვიცი ალბათ მალე თქო ვეუბნებოდი. ჩემ შემდეგ კიდევ გააკეთა მგონი იმ დღეს ქორიძემ საკეისრო იმიტომ რომ არ მახსოვს ზუსტად მგონი 5 იყო დაწყებული როგორც იქნა ქმარი რომ აუშვეს მასთან დასალაპარაკებლად-მას უნდა მიეცა საშვი და მერე ანახებდნენ ბავშვსაც- რთული იყო მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდაო უთხრეს.
ნელნელა გამდიოდა უკვე კანკალი დედა და ლევანი რომ შემოვიდნენ პალატაში. გული გამითბა მათ დანახვაზე და ამ დროს შემოაგორეს ჩვენი შვილიც-მაშინ დავინახე პირველად მეც ნორალურად. მაშინ ამევსო გული უცნაური უსაზღვრო და უძირო სიყვარულით -საიდან მოვიდა ამხელა გრძნობა ასე უცებ ვერ გავიგე მაგრამ დავინახე და მივხვდი რომ ღირდა ყველანაირ წვალებად ამ პატარა და უსუსური არსებისთვის ბრძოლა. ჩვენ უკვე სამნი ვიყავით <3
ცოტა რთულად კი მიდის რეაბილიტაციაც მაგრამ ლუკას რომ ვუყურებ არ დავეძებ არაფერს. სულ ვიფქრობ როგორ მეტეოდა მუცელში ეს კაცმაცუნა