ჩემი მოგონებები

მოკლედ დავჯექი და მოგიყვებით ჩემს მოგონებებს

რატომღაც მეგონა ადრე გავაჩენდი და 2 კვირით ადრე ჩალაგებული ვიჯექი ჩემს წითელ ჩანთაზე

მოლოდინი გაიწელა, გაიწელა და გაიწელა, ნელ ნელა დეფრესიაში გადაიზარდა, დამღალა მუცელმაც, აღარ ვიცოდი რა მეკეთებია და მთელ სახლს თავდაყირა ვაყენებდი. 12 ში ჩემები მყავდა სტუმრად, წავედით მე და ჩემი ქმარი ბაზარში და სულ იმას ვეუბნებოდი დღეს უნდა მოვასწრო რაც მინდა იმის ჭამა ხვალ ხომ ვაჩენთქო, შენს სუ მასე მეუბნები ბოლო 2 კვირაა და ხომ ხედავ არ ჩნდება ჩვენი შვილი ჯერო, შეწვით ეზოში მწვადები, და კარგად ვიქეიფეთ, მწვადიც მივირთვი (სეზონის დახურვასავით გამომივიდა) მეხვეწებოდნენ ბარემ აქ ვართ და იქნებ გააჩინო ნუ გვარბენიებ ეხლა წინ და უკანო, გავაცილე ესენი, დავალაგე დავრეცხე ყველაფერი და დავწექი.. 6 საათზე გამეღვიძა მოვლითი ტკივილებით ჩავრთე კომპიუტერი და გავაგრძელე ჩემი სერიალის ყურება 9=ის ნახევრამდე, ამ დროს ლუკასაც გაეღვიძა, და გავაღვიძე ჩემი ქმარიც მოვლითი ტკივილები მაქვს და დღეს გავაჩენთქო, ჰოპ წამოხტა გახარებული... ჰა წავიდეთო, ჯერ გავემზადები და მერეთქო, ვიბანავე მოვწესრიგდი, მერე ქმრ_შვილს ცავაცვი, ჩემი რძალი მეუბნება შენ არაფერი გეტყობა ტკივილების და 40 წუთში ერთხელ გტკივაო? რა 40 წუთში სადღაც 5=6 წუთში ერთხელ მტკივათქო, ჩავჯექიტ მანქანაში და წამოვედით, რომ მივედი10 საათი იყო და გადაბარება ქონდათ ექიმებს, გამსინჯა ექიმმა და ბლოკში წაიყვანეთო არც მითხრა რამდენ თითზე ვიყავი გახსნილი, ამ დროს ჩემი კონსულტაციის ექიმიც შემოვიდა და ვითომც არაფერი უი აცენ დღესოოო და გავიდა.
დავემშვიდობე ჩემს ქმარ შვილს და წავყევი ექიმებს. მომათავსეს ბლოკში, ისეთი უსუსური ვიყავი იმ დროს, ვნატრობდი რატომ არ ვუთხარი ჩემს ქმარს რომ შემომყოლოდათქო, თან მობილური შევიტანე ჩუმად და მესიჯებს ვწერდი, . მერე კიდევ გამსინჯეს და წყლები დავაღვრევიოთო არც დაჭირდათ ის რკჯინის ჩხირი, ხელით რომ გამსინჯა მაგ დროს დავღვარე წყლებიც, ეხლა უკვე ტკივილებიც მოგემატებაო, ვეკითხები რომ მოვედი რამდენ თითზე ვიყავი გახსნილითქო და 3.5 ზეო, ვაიმე ელდა მეცა, ეხლა დამერხათქო გავიფიქრე, 2 მაგარი მოვლითი ტკივილები მქონდა გავედი წყალი დავლიე ექიმი მეუბნება დერეფანში ვარ და თუ დაჰგეწყება ჭინთვები დაგვიძახეო, შევედი თუ არა და ჭIნთვაც დამეწყო, ლუკაზე მახსოვს დიდხანს გამიგრძელდა ჭინთვები და ინტერვალებიც აქ კი დამაწვინეს თუ არა ვსიო აჩენსო და გაიჭინთეო, ვაიმეეეეეე გაიჭინთე კაი იყო გავიჭინთე და ისე მახსოვს ის სიმწარეეეეე, ამოსუნთქვასაც ვერ ვასწრებდი ისე მოდიოდა მეორე ჭინთვა მერე მესამე და ვსიო თავი გამოვიდაო და უცებ გამოძვრა, მაშინვე გადავხედე და ატირდა კიდევაც

ჩემი ცქნაფაააა ისეთი ტკბილი იყო, გაწმინდეს და დამაწვინეს, მაშინვე გაიყურსა როგორც კი დამაწვინეს, ისეთი ტკბილი იყო ისეთი საყვარელი გამითბა ყველაფერი სულში და სხეულში, სულ არ მახსოვდა არაფერი... ისე წაიყვანეს არც გახსენებია ძუძუ. 2 საათში მეც ჩამიყვანეს ქვევით, მინდა გითხრათ გაყინული ვიყავი გათოშილი და საშინელი სიცარიელე მქონდა, ჩემი მეორე გული უკვე ცალკე განაგრძობდა ფეთქვას. ტელეპონი ხალატში დამრჩა და მერე ვნახე ჩემი ქმის მესიჯები ისეთი თბილი სული გამითბო... მაშინვე მოვიკითხე ჩემი შვილი მაგრამ არ დამხვდა ბავშვთა ოთახში, თურმე ჩაყვანილი ყავდათ და ჩემებს ანახეს, მეც გადავხედე ზევიდან ისე გაუკვირდათ ჩემი დანახვა რას დაბოდიალობ წადი დაწექიო ქალბატონმა დედამ მისაყვედურა

წამოვიყვანე და ჩემტან მყავდა სულ, ვერ ვტოვებდი იმ ბავშვთა ოთახში სადაც განუწყვეტლივ ტიროდნენ სხვისი შვილები და ამ საწყალ ექთნებს უკვე რეაქცია არ ქონდათ ბავშვების ტირილზე, მერჩინვა ჩემტან ეტირა ვიდრე იმ საერთო ოთახში
მერე ალერგია აღმოაჩნდა, პირველივე ღაამეს ვუთხარი ექთნებს არაფერია გაუვლისო, მერე მეორე დღეს ექიმს ვუთხარი, გაუვლისო, მესამე დრეს კიდე სხვა ექიმს გაუვლისო და ანალიზი მაინც აუღეტ გავიგო რისი ბრალიათქო, კაი ამოვიყვან ლაბორანტს და გავუკეტოთო, დილიდან ბავშვთა ოთახში ვიყავით მე და ჩემი შვილი, კითხვით არ ამოსულა ლაბორანთიიი??? კი მალე ამოვა, მალე ამოვა იყო პასუხი, ამ მალე ამოვაში 4 საათი გახდა, ძალიან მკაცრად რომ ვუთხარი დაურეკთე ამოვიდესთქო, იკადრა ამ ექიმმა და დარეკა, ლაბორანტი ჩემი მეზობელი აღმოჩნდა, ამ ქალს ვუთხარი რამდენ ხანში იქნება პასუხებითქო და ძალიან მალეო მიპასუხა. მერე უკვე პასუხის გასაგებად შევდიოდი ყოველ ნახევარ საათში და როგორც იქნა 9 საათზე მაღირსეს პასუხი რომ სისხლში ცვლილებები აქვს და ანტიბიოტიკები უნდა დავუწყოთო... გამოვიყვანე ჩემი შვილი პალატიდან მივიყვანე იქ და ვეღარ გამიძლო ნერვებმა და რომ ავღნავლდიიიიიიიიიიი...

მთელი დღე გეხვეწებით ანალიზი ავიღოთქო მერე ნახევარი დრე პასუხზე მალოდინეთ ხომ შეიძლებოდა დილიდან აგვეჭო ეხლა უკვე ხომ მთელი დღის მკურნალობა ჩატარებული გვექნებოდა რა უბედურებაათქო და მიხვდნენ რომ მაგათი ბრალი იყო და დაგვეხვივნენ თავზე, ჩემს პაწაწინას დაუწყეს ნემსები ისე ტიროდა საწყალი, ღამის 4 საათზე შევედი ბავშვთა ოთახში რომ გამოსაცვლელი იყო ბავშვი და უიიი ამას ხომ ნემსი უწევსო შემოირტყეს თავში ხელი, შემთხვევით რომ არ შევსულიყავით არავის ახსენდებოდა ჩვენი ნემსი,
მეორე დილით უნდა გამოვეწერეთ მაგრამ რადგან მაგათი უყურადღებობის გამო გაურთულდა ეს გამონაყარი აღარ გამოგვწერეს, კიდევ ერთი დღე უნდა დარჩეთო და კიდე ავტირდი ამჯერად იმის გამო რომ ქმარი უკვე გარეთ გველოდებოდა იმ იმედით რომ გაგვწერდნენ... დილით 10 ზე გაუკეთეს ნემსი და როდის გვიწევს შემდეგითქო ვეკითხები ექიმს და ვაიმე დედიკო დაიმახსოვრე რაა 10-ზე და 4-ზეო, მე რატო უნდა დამემახსოვრებია ძალიან მაინტერესებს... 4 ზე უკვე სხვა ცვლა იყო ვეუბნები ნემსი გვიწევსთქო, არა არ გიწევთ ნემსიო, თქვენ უკვე დაამთავრეთო რა დავამთავრეთ ამის გულისთვის დაგვტოვესთქო, მოკლედ ბევრი ეძებეს და აღმოაჩინეს რომ დანიშნული გვქონდა, ნეტა დილით რა ნემსი გაგიკეთესო ელლა მაგაზე დაიწყეს მკითხაობა, დარეკს ექიმტან მე არ ვიციო ექთანს კითხეთო იმ ექთანს კიდე გაქნეულ წიხლზე არ ეკიდა ვის რას უკეთებდა? იმას დაიმახსოვრებდა? მერე მე ვუთხარი გახასხნელი წამალი იყოთქო ამპიცილინი სავარაუდოთქო, უი რა ყურადღებიანი დედა ყოფილხარო, მერე ნახეს რომ 10 საათზე ამპიცილინი გვიკეტდებოდა... მოკლედ დამაწყვიტეს ნერვები...
რაც მთავარია პრობლემა რომ შეექმნა ბავშვს და არ გვიშვებდნენ ხომ ეწერა მტელი 9 თვე იქ რომ დავდიოდი და ვისი პაციენტიც ვიყავი და რადგანახ ეს ქალბატონი ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, ( სახელს და გვარს არ ვასახელებ) უთხრეს რომ ასეთი მდგომარეობაა და ვერ ვწეთო... ამოვიდა იმ დროს როცა ის მორიგე ექიმი იყო ჩემტან ვინც მამშობიარა. რა ხდებაო იკითხა, ამ ქალმა უთხრა არაფერი ბავშვს ალერგია აქვს და დღეს არ წერენოოოოო, ააააოოოოო ისე ჩაიცინა ნიშნის მოგებით და წავიდა. ანუ ხომ გაფრთხილებდი რომ სად მე რომ გეყოლები აყვანილი და ბავშვთა განყოფილებასაც ეცოდინება რომ ჩემი პაციენტი ხარ და სად კიდე ქუჩიდან მოსულიო, ისე გამაბრაზა მისმა ჟესტმა, რომ რა ვიცი... მოკლედ მერე დღეს გამოგვწერე როგორც იქნა და დავბრუნდით მე და ჩემი ბიჭი ჩემს ბიჭებთან

ამის მერე ვიცხოვრებთ ერთად დიდხანს და ბედნიერად