დილით 7:30 წუთზე მაღვიძებს უჰაერობა, ვდგები, სამზარეულოში გავდივარ, წყალი ავიღე ონკანიდან,
თან ისე ცუდად ვარ, ვატყობ გული მიმდის და მუხლები მეკკეცება.
მივასწარი აივნის კარამდე, გამოვაღე და დაცემას, იატაკზე დაჯდომა მოვასწარი და თავით კედელს მოვეყრდენი.
ერთხელ დავუძახე ჩემს ქმარს სახელით, მეტჯერ ვერ შევძელი. იქვე ბავშვის სათამაშო
მანქანა ეგდო, ავიღე და იატაკზე დავაკკაკუნე. თან ცივი ოფლი მასხამს და თვალებს ვერ
ვახელ. მეტი არ მახსოვს...
გონზე მოვედი და რა სურათი მხვდება, ჩემი ქმარი და ბავშვები ზიან ჩემს გარშემო იატაკზე.
დიდს(ქმარს) ჭიქა უჭირავს ხელში და შუბლს და სახეს მისველებს, პატარებს(შვილებს)
ჩემი ხელები უჭირავთ და მეფერებიან.
სამივეს რომ გადავხედე სიცილ- ტირილი ამიტყდა. მიყვარს ჩემი მზრუნველები
ყველაფერზე მეტად
პ.ს. გემოგლობინი ნორმაში მაქვს, წნევა დამეცა.
ძილი ნებისათ

წავედი ბიჭები დავაძინო.
იმედი მაქვს ხვალ დილა დღევანდელივით არ დაიწყება